LIFE

დილის ჩვევები რომლებისგანაც დროა განთავისუფლდეთ

დილის ჩვევები რომლებისგანაც დროა განთავისუფლდეთ

თქვენი დილა განსაზღვრავს თქვენს მთლიან დღეს, განწყობასა და შრომისუნარიანობას. თუ კარგ ხასიათზე გაგეღვიძათ, თავს საუკეთესოდ გრძნობთ, სამსახურის საქმეებიც მრავლად გაქვთ, ეს უკვე კარგია. თუმცა, თუ ამ შემთხვევაში ნელ-ნელა აუჩქარებლად მოქმედებთ, სამზარეულოში ჩამოსხდებით, რომ მშვიდად მიირთვათ ყავა და საუზმე, შესაძლოა, მთელი დღე არაპროდუქტიულად გაგრძელდეს. 

როგორ ვიწყებთ დილას, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ჩვენი ცხოვრების სტილზე, ასევე ჯანმრთელობასა და განწყობაზეც. თუ ყოველი დღე, თქვენს შემთხვევაში, ერთნაირად იწყება, მიუხედავად კარგი ხასიათისა, განწყობისა თუ ბევრი საქმისა, არ ჩქარობთ, არ ხართ ტონუსში, ნიშნავს, რომ დროა თქვენი დილის ტრადიციებსა და ჩვევებს გადახედოთ. 

TREND. გთავაზობთ რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ არ ღირს დაიწყოთ თქვენი დილა და რა ჩვევები არსებობს, რომელთაგან, სასურველია, სასწრაფოდ განთავისუფლდეთ. 

1. მაღვიძარას გადართვა ახალ დროზე

დილის ჩვევები რომლებისგანაც დროა განთავისუფლდეთ

ხშირად, უფრო სწორად კი თითქმის სულ, როცა მაღვიძარა რეკავს, ვაცნობიერებთ, რომ გაღვიძებისა და საწოლიდან ადგომის არანაირი სურვილი არ გვაქვს. ამიტომ, გაუთავებლად, უსასრულოდ ვთიშავთ მას და ვრთავთ ახალ დროზე. ექიმების თქმით, ადამიანი ყოველ ჯერზე, ძილის ახალ ციკლს იწყებს და ბუნებრივია, გამოძინებას მოკლე დროში ვერ ახერხებს. ამიტომაც, ვიღვიძებთ დაღლილები და არა ენერგიულები. შესაბამისად, მთელი დღის განმავლობაში გვაწუხებს დაღლილობის შეგრძნება, რაც ჩვენს შრომისუნარიანობაზე ცუდად აისახება. 

2. ადგომამდე საწოლში ნებივრობა

დილის ჩვევები რომლებისგანაც დროა განთავისუფლდეთ

და აი, როგორც იქნა დავძლიეთ სურვილი გადაგვერთო მაღვიძარა ახალ დროზე. თუმცა, საწოლში ნებივრობას კვლავ ვაგრძელებთ და დიდი ძალისხმევის შედეგად, კვლავ ვცდილობთ, თვალები არ დავხუჭოთ და არ ჩაგვეძინოს. ასეთ დროს, ყველაზე მეტად გვსურს რამდენიმე წუთით მაინც განვაგრძოთ ძილი, ჩვენი სურვილი იმდენად დიდია, რომ სასოწარკვეთამდეც კი მივდივართ. შეცდომას სწორედ აქ ვუშვებთ: უმჯობესია, თავს ძალა დავატანოთ და საწოლიდან წამოვდგეთ. უკვე ფეხზე მდგომნი გამოვფხიზლდეთ, ვიდრე მთელი დღის განწყობა გავიფუჭოთ და რისკზე წავიდეთ, რადგან, შანსი იმისა, რომ ჩაგვეძინოს, ძალიან დიდია. 

3. ელექტრონული ფოსტის მწოლიარე მდგომარეობაში შემოწმება

დილის ჩვევები რომლებისგანაც დროა განთავისუფლდეთ

იმაზე აღარავინ აღარ ვკამათობთ, რომ ღამით მობილურ ტელეფონებს ახლომახლო ვტოვებთ. დილას კი, ნაცვლად იმისა, რომ საწოლიდან წამოვდგეთ, ვიღებთ ტელეფონებს და ვიწყებთ ელექტრონული ფოსტის შემოწმებას. მოგეხსენებათ, პრობლემები, საქმეები, დედლაინები არასოდეს სრულდება. ჩვენ კი განწყობას გაღვიძებისთანავე ვიფუჭებთ და სამსახურში მისვლამდე უკვე ცუდ ხასიათზე ვართ. ამის ნაცვლად, უმჯობესია, ახალგაღვიძებულზე გადავწყვიტოთ რომელ მნიშვნელოვან საქმეს მოვაგვარებთ დღეს. 

4. საწოლის აულაგებლობა

დილის ჩვევები რომლებისგანაც დროა განთავისუფლდეთ

მიზეზი ის არის, რომ გვეჩქარება, გამუდმებით გვაგვიანდება. რამდენიმე წუთით ჩაგვეძინა კიდეც. და ბოლოს, ვფიქრობთ, რომ რა საჭიროა საწოლის ალაგება მაშინ, როცა საღამოს, სახლში მოსულები კვლავ უნდა შევწვეთ? უპირველესად, ალაგებული საწოლი სახლს გაცილებით მოწესრიგებულ ატოსფეროს სძენს, ხოლო მეორე მხრივ, მისი ალაგება არის უპირველესი, რაც დღის დასაწყისში შეგიძლიათ გააკეთოთ. ეს ადამიანს, ფსიქოლოგიურად განაწყობს შრომის სურვილისკენ და დღეც გაცილებით პროდუქტიული გამოდის. ეს არის ჩვევა, რომელიც თავდაჯერებას გვმატებს და განწყობას გვიუმჯობესებს, ასევე გვაჩვევს სხვა სასარგებლო ჩვევებსაც. 

5. ყავა გამოფხიზლებულზე

დილის ჩვევები რომლებისგანაც დროა განთავისუფლდეთ

ადამიანის ორგანიზმი 8-დან 9 საათის ინტერვალში გამოყოფს ჰორმონს კორტიზოლს, რომელიც არეგულირებს ჩვენი დღე-ღამის ციკლს. ამ დროისთვის, ადამიანი უკვე თავს ფხიზლად გრძნობს. კოფეინი არღვევს ამ პროცესს და საბოლოოდ, ადამიანის ორგანიზმი გამოყოფს ნაკლებ ჰორმონს და ხდება დამოკიდებული კოფეინზე. ყავის დალევა უმჯობესია მოგვიანებით, დაახლოებით, გაღვიძებიდან 3 საათში. ამ დროისთვის, ადამიანის ორგანიზმში ჰორმონის დონე იკლებს და კოფეინზე დამოკიდებულებაც ნაკლებად შესაძლებელი ხდება. 

6. მოწესრიგება სიბნელეში

დილის ჩვევები რომლებისგანაც დროა განთავისუფლდეთ

ადამიანების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ღამიდან დღეზე გადასვლა ბუნებრივად უნდა მოხდეს და ამის გამო, მათი უმრავლესობა სიბნელეში ემზადება. თუმცა, ჩვენი ორგანიზმი საკმაოდ მგრძნობიარეა სინათლესთან დამოკიდებულებაში. თითქმის შეუძლებელია, ადამიანი გამოფხიზლდეს სიბნელეში, რადგან ღამის განათება არის ნიშანი იმისა, რომ ძილის დროა. ამიტომ, დილაობით, სასურველია, ავანთოთ ყველა ნათურა და მოვწესრიგდეთ მკვეთრი სინათლის შუქზე. 

7. არ გადაიტვირთოთ დილაობით

დილის ჩვევები რომლებისგანაც დროა განთავისუფლდეთ

ძალიან ბევრი მიიჩნევს, რომ დილით აუცილებელია გვქონდეს კონკტეტული სამოქმედო გეგმა: ავდგეთ, ვისაუზმოთ, მივიღოთ გრილი შხაპი, მოვუსმინოთ მუსიკას კარგი განწყობისთვის ან სულაც ვივარჯიშოთ. თუმცა, ბევრი ჩვენგანი ამ გეგმის სისრულეში მოყვანას ვერ ახერხებს და შუა პროცესში წყვეტს. დილით ადამიანის ორგანიზმი საკმაოდ მოწყვლადია და ადვილად იღლება. ამიტომ, უმჯობესია, არ იქონიოთ დიდი გეგმები დილისთვის და მთელი ენერგია დღის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის შემოინახოთ. 



adme.ru