Customer Compass-ის ფარგლებში Wizz Air-ი წარმატებით ასრულებს ფლოტის მოდერნიზაციის გეგმას
- 30.05.2025

Airbus A321neo, საავიაციო ინდუსტრიის ყველაზე საწვავეფექტური ერთსართულიანი თვითმფრინავი, წარმოადგენს Wizz Air-ის ფლოტის ორ მესამედზე (67%) მეტს.
-
თვითმფრინავი ხელს უწყობს საწვავის მოხმარებისა და CO₂ ემისიების 20%-იან შემცირებას.
-
ათწლეულზე მეტი ხნის წინ, Wizz Air-მა დაიწყო GenPhoenix-ისგან ხელახლა გადამუშავებული ნარჩენი მასალების გამოყენება მისი კაბინის სავარძლებისთვის, რამაც 80 ათას ტონაზე მეტი ემისია შეამცირა.
-
ეს მიღწევა მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს Wizz Air-ის ემისიების შემცირების სტრატეგიაში – ფრენა ნულოვანი ემისიებისკენ.
Wizz Air, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონების ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია აცხადებს, რომ Airbus A321neo, უახლესი თაობის, ყველაზე საწვავეფექტური ერთსართულიანი თვითმფრინავი მისი ავიაფლოტის ორ მესამედს შეადგენს.
Wizz Air-ის 234 თვითმფრინავიდან, 152 არის Airbus A321neo, ექვსი - A320neo, ხოლო ერთი - Airbus A321XLR, რაც ნიშნავს იმას, რომ ფლოტის 67%-ზე მეტი ემყარება შემდეგი თაობის ტექნოლოგიებს. მიმდინარე ვალდებულების შესაბამისად, Wizz Air-ის მიზანია, 2029 წლისთვის მთლიანად neo ფლოტით იმუშაოს. Airbus A321neo გადამწყვეტ როლს ითამაშებს Wizz Air-ის ემისიების ინტენსივობის 7%-იან შემცირებაში 2050 წლისთვის. წინა თაობის თვითმფრინავებთან შედარებით, neo თვითმფრინავს შეუძლია საწვავის მოხმარებისა და CO₂ ემისიების 20%-იანი შემცირება, ასევე ხმაურის შემცირება 50%-ით.
Customer First Compass: მგზავრთა გამოცდილების გაუმჯობესება
neo თვითმფრინავების ფლოტით ოპერირება ავიაკომპანიის Customer First Compass-ის ნაწილია, რომლის მიზანს მომხმარებლებისთვის მაღალი დონის სამოგზაურო გამოცდილების, ინდუსტრიისთვის კი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა, უსაფრთხო და საწვავეფექტური ფლოტის შეთავაზება წარმოადგენს. სტრატეგიის მიხედვით, ავიაკომპანიისთვის პრიორიტეტულია პირველი კლასის ხელსაწყოების გამოყენება ოპერაციებში.
€14 მილიარდიანი ინიციატივა ხაზს უსვამს ავიაკომპანიის ვალდებულებას, შესთავაზოს მგზავრებს გამორჩეული სამოგზაურო გამოცდილება ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა, უსაფრთხო, საწვავეფექტური და ჩუმი ფლოტის მეშვეობით ინდუსტრიაში, რომელიც ემყარება უახლეს ტექნოლოგიებს.
ივონ მოინიჰანი, Wizz Air-ის კორპორაციული და ESG ოფიცერი:
"A321neo თვითმფრინავებით ფლოტის ორი მესამედის მოდერნიზაცია არ წარმოადგენს უბრალო მიღწევას Wizz Air-ისთვის – ეს არის ჩვენი ვალდებულების სიმბოლო ყველაზე ინოვაციური ვარიანტების მიწოდებისადმი. ჩვენი Customer First კომპასის წარდგენა ნიშნავს ინვესტირებას ჩვენი მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვან მიმართულებებში. A321neo ცენტრალურია ჩვენი სტრატეგიისთვის, რადგან ის უზრუნველყოფს დაბალ ემისიებს და ინარჩუნებს ხელმისაწვდომ ფასებს."
სვლა ნულოვანი ემისიებისკენ ფლოტის განახლების მეშვეობით
ფლოტის განახლება არის Wizz Air-ის Flying Towards Net-Zero გზის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი. Airbus A321neo გადამწყვეტ როლს ითამაშებს Wizz Air-ის ემისიების ინტენსივობის 7%-იან შემცირებაში 2050 წლისთვის. თვითმფრინავს შეუძლია საწვავის მოხმარებისა და CO₂ ემისიების 20%-იან შემცირება წინა თაობის თვითმფრინავებთან შედარებით, ასევე ხმაურის 50%-იანი შემცირება.
გონივრული გამოსავლები მიწოდების ჯაჭვში
თვითმფრინავის გარე ნაწილის გარდა, Wizz Air ასევე კონცენტრირებულია შიდა განვითარებაზე მიწოდების ჯაჭვში. 2015 წლიდან, ავიაკომპანია პარტნიორობს Gen Phoenix-თან, რათა ინტეგრირდეს ხელახლა გადამუშავებული ტყავის ნარჩენები მისი კაბინის სავარძლებში. ეს მასალები, რომლებიც სხვაგვარად ნაგავსაყრელებზე იქნებოდა, გარდაიქმნება მსუბუქ, გამძლე სავარძლის კომპონენტებად, რომლებიც გამოიმუშავებენ 80%-ით ნაკლებ ნახშირბადის ემისიებს და სჭირდებათ 87%-ით ნაკლები წყალი წარმოების დროს. ერთი A320 თვითმფრინავით დაწყებული თანამშრომლობა, ახლა მოიცავს ავიაკომპანიის მთელ ფლოტს, რომელიც ემსახურება დაახლოებით 50000 მგზავრს ყოველ დღე. ამ პარტნიორობის მეშვეობით, GenPhoenix-მა მიაწოდა Wizz Air-ს 100000 კვადრატული მეტრზე მეტი მასალა – 16 ტონა ნარჩენის ნაგავსაყრელში მოხვედრისგან დაცვითა და წელიწადში 7300 ტონა სიცოცხლის ციკლის ემისიების შემცირებით.
Wizz Air-ის შესახებ
Wizz Air-ი ოპერირებს 234 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა საუკეთესო არჩევანი 62,8 მილიონი მგზავრისთვის 2024 წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ხუთეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. 2019 და 2023 წლებში Wizz Air-იდასახელდა „წლის ავიაკომპანიად” ATA-ს მიერ. World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში Wizz Air-ი აღიარეს, როგორც ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია 2021-2024 წლებში, ხოლო CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-მა ავიაკომპანია დაასახელა, როგორც 2024 წლის „გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფი ევროპის, შუააზიისა და აფრიკის რეგიონებში”.
GenPhoenix-ის შესახებ
რევოლუციური წრიული პროცესის მეშვეობით, Gen Phoenix ხსნის ტყავის ნარჩენებს, რომლებიც ნაგავსაყრელისთვის არის განკუთვნილი, და აღადგენს მათ პრემიუმ მასალებად. 2007 წლიდან, Gen Phoenix-მა ათასობით ტონა მასალა გადაიტანა ნაგავსაყრელიდან. Gen Phoenix-ის პატენტირებული ტექნოლოგიური პლატფორმა შესაძლებელს გახდის მასალების წრიულობას ეპიკურ მასშტაბში.