LIFE

ანჯელინას დავიწყებაში ბრედ პიტს პირველი ცოლი ეხმარება - ბრედმა ანისტონთან მიმოწერა დაიწყო

ანჯელინას დავიწყებაში ბრედ პიტს პირველი ცოლი ეხმარება - ბრედმა ანისტონთან მიმოწერა დაიწყო

შოუ-ბიზნესის ბოლო დროის სუპერ სკანდალური მოვლენა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წყვილის, ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის განქორწინებაა.

ბრანჯელინას განშორების მიზეზებზე საუბარი დღემდე არ წყდება. ყვითელი პრესა გამუდმებით ცდილობს წყვილის ოჯახური იდილიის დარღვევის საიდუმლოს ამოხსნას.

ზოგიერთი ყოველივეს ბრედის პირველ ცოლს, ჯენიფერ ანისტონს აბრალებს და როგორც ტაბლოიდები წერენ, ბრედისა და ჯენის ურთიერთობა ბოლო დროს ძალიან დათბა.

US weekly-ს ჯენიფერ ანისტონთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა, რომ მარტო დარჩენილ ბრედ პიტს ყოფილ ცოლთან გაუჩაღებია მიმოწერა.

წყაროს ცნობით, პიტს არ აქვს ჯენიფერის ტელეფონის ნომერი, თუმცა მასთან დასაკავშირებლად ერთ-ერთი სოციალური ქსელი გამოიყენა.

ბრედმა ყოფილ ცოლს 11 თებერვალს დაბადების დღე მიულოცა, რის შემდეგაც მათ შორის თბილი საუბარი შედგა.

ანჯელინას დავიწყებაში ბრედ პიტს პირველი ცოლი ეხმარება - ბრედმა ანისტონთან მიმოწერა დაიწყო

„ბრედი გულწრფელად ესაუბრა ჯენის. მან უთხრა, რომ ახლა ცხოვრებაში რთული პერიოდი აქვს განქორწინების გამო. ასევე, საუბრის დროს მათ წარსული გაიხსენეს და მოგონებები გაცვალეს“, - ამბობს წყარო.

ანისტონი და პიტი ქორწინებაში 5 წელი იმყოფებოდნენ. ისინი ერთმანეთს 2005 წელს დაშორდნენ.

განშორებას მაშინ ანჯელინა ჯოლის აბრალებდნენ.

ანისტონი ჯასტინ ტერუზე დაქორწინდა. წყაროს ცნობით, მისი ქმარი ცოლისა და ბრედის მიმოწერით შეშფოთებული არ ყოფილა .

„არაფერია ცუდი მათ მეგობრობაში, ჯენის უბრალოდ სურს, რომ ბრედი კარგად იყოს“, - ციტირებს წყარო ანისტონის მეუღლის სიტყვებს.



<a href="http://www.harpersbazaar.com">http://www.harpersbazaar.com</a>