ESHVI-ს ახალი კოლექცია და ფასდაკლება მხოლოდ TREND.-ის მკითხველისთვის
- 05.03.2017
საკუთარი სამყაროს ცვლილებით, ყველაზე დიდი ცვლილებები იწყება. წარმატების გასაღები თამამ ნაბიჯებშია, ექსპერიმენტული ქმედებებით განებივრებულ ყოველდღიურობასა და ინდივიდუალიზმით გამორჩეულ, ხმამაღალ სიტყვებში. თავდაჯერებულობა, გამბედაობა, საკუთარი თავის რწმენა, ის მნიშვნელოვანი აქსესუარებია, რომლებიც, სასურველია, გამუდმებით თან ვატაროთ.
ცვლილებებისთვის, სიახლისა და თამამი განცხადებებისთვის განსაკუთრებული და შესაფერისი დრო არ არსებობს! იგი დგება მაშინ, როცა ამას თავად ვწყვეტთ და დასახული მიზნის განხორციელებაში, საკუთარი თავის სწორი მიმართულებით წარმოჩენაში, ჩვენი ღირსებებისა და შესაძლებლობების ხაზგასმაში ის ადამიანები გვეხმარებიან, რომლებმაც საკუთარი თავის ცვლილებით, კონკრეტულ სფეროში მასშტაბური ხედვები და საერთო სურათი შეცვალეს! რომლებმაც ხმა მსოფლიოს გააგონეს და თავიანთი სიტყვა ხარისხისა და წარმატების სიმბოლოდ აქციეს!
თუ ზუსტად იცით საიდან უნდა დაიწყოთ ცვლილებები, დარწმუნებული ხართ საკუთარ თავში და არ გეშინიათ ექსპერიმენტების, ESHVI თქვენთვის ქმნის. საიუველირო ბრენდი, რომელიც არსებობის სულ რამდენიმე წელიწადს ითვლის, თუმცა, მიუხედავად ამისა, მსოფლიო მოდის ბაზარზე მნიშვნელოვან ნიშას იკავებს, თავის მომხმარებელს ახალ, გაზაფხული/ზაფხულის 2017 წლის კოლექციას ჩუქნის.
ბრენდის ახალი, 2017 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია გულგრილს ნამდვილად არავის დაგტოვებთ. სადა, დახვეწილი, მოდის სამყაროში არსებულ ტენდენციებზე ინდივიდუალური ხედვით შექმნილი, განსხვავებული და გამორჩეული საიუველირო ნაწარმი ხაზს უსვამს ნებისმიერი მომხმარებლის განწყობას. ESHVI-ს ახალი კოლექცია გამორჩეულია არასტანდარტული გეომეტრიული ფორმებით, რაც თქვენს ჩვეულებრივ, ყოველდღიურ სტილში, საჭირო რაოდენობით ხმაურს და სწორ ემოციას შეიტანს. ეს არის კოლექცია, რომელიც ზუსტად იტყვის თქვენს სათქმელს, გაუზიარებს თქვენს ღირსებებს გარშემომყოფებს და გაზაფხულის სიცოცხლისუნარიანობას თქვენს ვიზუალურ მხარესა და შინაგან განწყობაზეც ასახავს.
ვინც არ იცით, გეტყვით, რომ ESHVI 2012 წელს ლონდონში, მოდის დიზაინის სწავლის დასრულების შემდეგ, ნათია ჩხარტიშვილმა და მისმა რძალმა, თამარ სვანიძემ შექმნეს. დღეს ESHVI-ს აღმასრულებელი დირექტორი ნათია ჩხარტიშვილია და თავად ხელმძღვანელობს გაყიდვებსაც. ბრენდის კოლექციებზე მსოფლიოში ცნობილი საიუველირო კომპანიების დიზაინერები მუშაობენ, მაგალითად, ჟიზელ განი (კომპანია Stephen Webster-ის დიზაინერი, კომპანია დედოფალ ელიზაბეტისთვის ამზადებთა თავსაბურავებს). მსოფლიო ბაზარზე არსებული კონკურენციის მიუხედავად ESHVI-მ მოახერხა და ძალიან წარმატებული და მრავალწლიანი ისტორიის მქონე ბრენდის წარმომადგენელთა სიაში დაიკავა საპატიო ადგილი. ბრენდი საკუთარ პროდუქციას მსოფლიოს 23 მაღაზიაში ყიდის. მაღაზიებს შორისაა More is love, Excelsior Milan, Luisa Via Roma ფლორენციაში, Kabiri ლონდონში და სხვ.
ექსკლუზიურად TREND.-ის მკითხველს საშუალება აქვს ESHVI-ის 2017 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციაზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოს. იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ, რაც დამეთანხმებით ისეთი წარმატებული და დახვეწილი ბრენდისგან, როგორიც ESHVI-ა, დიდი და საუკეთესო საჩუქარია ნებისმიერი ქალბატონისთვის, აუცილებელია, კოლექციის შეძენისას ვაუჩერის კოდის - TRENDGE-ს გამოყენება.
ბრენდის ახალი კოლექციის სრულად დათვალიერება და შეძენა, მომხმარებელს, როგორც ESHVI-ს ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე, ასევე საიტზე შეუძლია. ქართველი მომხმარებელი ბრენდის პროდუქციის შეძენას ონლაინ მაღაზიების MORE IS LOVE-სა და N-DUO CONCEPT-ის მეშვეობითაც მოახერხებს. ასევე, საშუალება გაქვთ ტაბიძის 106 ნომერში მდებარე შოუ რუმსაც ეწვიოთ!
ESHVI-ს მომხმარებელი ძლიერი, თავდაჯერებული ქალია, რომელიც მუდამ მზადაა იყოს საინტერესო ცვლილებების ავტორი. თავად ეშვი კი იღბლისა და წარმატების სიმბოლოა, რომელსაც ბრენდი ხშირად იყენებს თავის კოლექციებში, როგორც ცენტრალურ ან თითქმის შეუმჩნეველ დეტალად. როგორც ნათია ჩხარტიშვილი არა ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, ESHVI ქართული ეშვია, რაც თავად უკვე აქცია იღბლის მომტან თილისმად. გამოიყენეთ შანსი, რომელსაც ბრენდი გთავაზობთ და დაიწყეთ გაზაფხული ცვლილებებით!
ESHVI-მ იცის რა გჭირდებათ თვენ და TREND.-თან ერთად გაძლევთ წარმოუდგენელ შანსს აქციოთ საკუთარი სურვილები ლამაზ რეალობად!
თემები: მოდა, ტრენდი, 2017 წლის ტენდენციები, ქართული ბრენდი, ESHVI, გაზაფხული/ზაფხული, ახალი კოლექცია
Trend.ge
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია