LIFE

რატომ არის სიყვარული ყველა სხვა გრძნობაზე ძლიერი

რატომ არის სიყვარული ყველა სხვა გრძნობაზე ძლიერი

როგორც ბუნებრივ მოვლენებზე არ აქვს გავლენა ადამიანს, როგორც არ შესწევს მას ძალა შეაჩეროს წვიმა და ქარი, ასეთივე უძლურია იგი საკუთარი გრძნობების წინაშეც. განსაკუთრებით მაშინ, როცა სიყვარულს გრძნობს, რომელიც, როგორც წესი, ბუნებრივად და დაუგეგმავად ჩნდება.

რატომ არის სიყვარული ყველა სხვა გრძნობაზე ძლიერი

სიყვარული იმაზე დიდია, ვიდრე თავად ჩვენ ვართ. შესაძლოა, ვუშვებთ ჩვენს თავებში ამ გრძნობას, თუმცა, უუნარონი ვართ მაშინ, როცა საქმე მის მართვას, გამოხატვის ფორმებსა და დროს ეხება. ჩვენ შეგვიძლია დავნებდეთ ამ გრძნობას ან პირიქით. თუმცა, საბოლოო ჯამში, სიყვარული მსუბუქია, არაპროგნოზირებადი და აუცილებელი. 

რატომ არის სიყვარული ყველა სხვა გრძნობაზე ძლიერი

ხანდახან, იმასაც აღმოვაჩენთ, რომ გვიყვარს ადამიანები, რომლებშიც, მარტივად შეგვიძლია ისეთი თვისებების აღმოჩენა, როგორებიც ჩვენს სიმპათიას არ იმსახურებს. ამის ახსნა, მხოლოდ იმით შეიძლება, რომ სიყვარული არ ექვემდებარება წესებსა და სურვილებს. მისი განსაკუთრებულობა იმაშიც არის, რომ იგი თავისუფალია, მას ვერ იყიდი და თუ არ არსებობს, ვერც იგრძნობ. 

რატომ არის სიყვარული ყველა სხვა გრძნობაზე ძლიერი

ადამიანები, მუდამ ძალაუფლებისთვის იბრძოდნენ, ერთადერთი, რაზეც მათ თავიანთი გავლენის მოხდენა არ შეუძლიათ, გრძნობაა, რომელსაც თავად განიცდიან. ამიტომაც, სიყვარული ხდება ის, რაც ადამიანებს აძლევს ძალას იბრძოლონ სამართლიანობისთვის, გადალახონ დაბრკოლებები და კონცენტრირდნენ მომავალზე. 

რატომ არის სიყვარული ყველა სხვა გრძნობაზე ძლიერი

იმავეს ვერ ვიტყვით გრძნობაზე, რომლის საფუძველშიც არაფერია, გარდა ორ ადამიანს შორის ვნებისა. სამწუხაროდ, ეს უკანასკნელი, ხშირად სიყვარულის სახელით მოიხსენიება, თუმცა, აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ვნება და სექსუალური მიზიდულობა არასოდეს არის ისეთი ძლიერი, როგორიც სიყვარული. გარდა ამისა, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ სექსუალური სურვილების კონტროლი, მართვა, მეტ-ნაკლებად შესაძლებელია. რაც შეეხება გულრწფელ ემოციას, რომელიც ასეთივე გულრწფელი გრძნობიდან მომდინარეობს, უმართავია და დაუოკებელი. 

რატომ არის სიყვარული ყველა სხვა გრძნობაზე ძლიერი

სიყვარული არასოდეს აქცევს ჩარჩოებში, არასოდეს აიძულებს ადამიანს შეიცვალოს, სიყვარული ყველას ისეთს ხდის მისაღებს, როგორებიც არიან. ეს გრძნობა მზრუნველობის, თანაგრძნობის, კავშირის დაუძლეველ სურვილებს აჩენს. სიყვარული თითოეული ადამიანის სულისა და პირადი სივრცის თავისუფლებას უზრუნველყოფს. ის თავად ადგენს თამაშის წესებს, რომელშიც თვალდახუჭულნი ვერთვებით და ბედნიერებით გვაბრუებს. 



psychologytoday.com