ქალწულებისთვის ახალი ფურცელი იშლება, თევზები კი ყურადღების ცენტრში მოექცევიან: კვირის ჰოროსკოპი (6-12 აპრილი)
- 05.04.2026
ზაფხულის სეზონამდე ათვლა უკვე დაწყებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ დროა გავიგოთ, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება.
6-დან 12 აპრილამდე პერიოდის ასტროლოგიური პროგნოზი დაგეხმარებათ, არ გამოგრჩეთ მთავარი და სწორად დაგეგმოთ შემდეგი ნაბიჯები.
♈️ ვერძი
თქვენი იდეები საიდუმლოდ შეინახეთ - ეს მათი რეალიზების მთავარი პირობაა. მთელი კვირის განმავლობაში ეძებეთ მოხერხებული მიდგომები კოლეგებთან ურთიერთობაში, რათა თავიდან აიცილოთ კონფლიქტები. უქმეებზე კი თქვენი შთაგონების მოულოდნელი წყარო შემოქმედება გახდება.
♉️ კურო
რთულ სიტუაციებშიც კი არ დაკარგოთ ოპტიმიზმი და საკუთარი თავის რწმენა. კვირა ფინანსური საქმეების ანალიზით დაიწყება, რაც საკმაოდ დაძაბულ პერიოდზე მიგითითებთ. მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად კარგი იქნება დამატებითი შემოსავლის წყაროს ძიება - არ უგულებელყოთ მსგავსი შემოთავაზებები, რათა ბიუჯეტი მწყობრში მოიყვანოთ.

♊️ ტყუპები
კვირის დასაწყისიდანვე რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდებით. შინაგანი ტანჯვის მიზეზი მზარდი უკმაყოფილება გახდება. ნუ ჩაიხშობთ ემოციებს, თუმცა მათზე ძალიან დელიკატურად ისაუბრეთ. უქმეებზე ვარსკვლავები მნიშვნელოვან ზარს გპირდებიან, რომელიც ბევრ რამეს შეცვლის.
♋️ კირჩხიბი
მომავალი პერიოდი პირადი ცხოვრების ნიშნით ჩაივლის. დაოჯახებულ კირჩხიბებს საკუთარ ურთიერთობებში სიღრმისეული წვდომა და ახალი სტრატეგიის შემუშავება მოუწევთ. მათ კი, ვინც აქტიურ ძიებაშია, პლანეტები კაშკაშა რომანს ჰპირდებიან, თუმცა მისგან სერიოზულ შედეგებს ნუ დაელოდებით.
♌️ ლომი
თქვენთვის კვირა „ბრძოლის ან გაქცევის“ რეჟიმში ჩაივლის. კარიერაში არსებული დატვირთული და ეფექტური მოვლენების გამო შესაძლოა შესაძლებლობების ზღვარზე იმუშაოთ, რაც სტრესისა და გადაწვის რისკს შეიცავს. არ დაგავიწყდეთ რესურსების აღდგენა მედიტაციითა და დასვენებით.

♍️ ქალწული
თქვენს ცხოვრებაში ახალი თავი დაიწყო. სამსახურშიც და პირად ცხოვრებაშიც დადგა დრო შეაჯამოთ შედეგები და საკუთარი თავი მცირე საჩუქრით - მოგზაურობით დააჯილდოოთ. ამჯერად კარიერა და საზრუნავი მეორე პლანზე გადაწიეთ. უბრალოდ მიეცით თავს ამოსუნთქვის საშუალება, რათა იგრძნოთ მიმდინარე მომენტის გემო.
♎️ სასწორი
იმუშავეთ დიპლომატიურ უნარებზე. კვირის პირველ ნახევარში არსებობს რისკი, რომ ზედმეტი პირდაპირობის გამო მეგობრული ურთიერთობები გააფუჭოთ, რის გამოც მეორე ნახევარში გაუგებრობების გამოსწორება მოგიწევთ. პერიოდის ბოლოს კი ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობასა და განწყობას.
♏️ მორიელი
უახლოეს მომავალში მიუღწეველი მიზანი თქვენგან სულ რაღაც ორ ნაბიჯში აღმოჩნდება. გამოიყენეთ ეს ხელსაყრელი დრო წარმატებისთვის საჭირო ყველა მოქმედების შესასრულებლად. სამუშაო კვირის დასრულების შემდეგ ფოკუსი ახლობლებზე გადაიტანეთ - მათ თქვენთვის ბევრი საინტერესო რამ აქვთ სათქმელი.

♐️ მშვილდოსანი
ნუ დაელოდებით გარშემომყოფებისგან ზედმეტს და იმედგაცრუებაც არ გეწვევიათ. ასევე, თავადაც ეცადეთ ყველა დაპირება შეასრულოთ. ურთიერთობების თვალსაზრისით კვირა მარტივი არ იქნება, თუმცა ფინანსურად ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდება - მოულოდნელი შემოსავლების წყალობით.
♑️ თხის რქა
იდეალური პერიოდია ნათესავებისა და ახლობლების მოსანახულებლად, თუნდაც შორი გზა გქონდეთ გასავლელი. სწორედ აქ ჰპირდებიან ვარსკვლავები მარტოხელა თხის რქებს მნიშვნელოვან ნაცნობობას, ხოლო დაოჯახებულებს - მეწყვილის ახალი მხარეების აღმოჩენის შანსს. მოგზაურობიდან ენერგიითა და ახალი იმედებით სავსე დაბრუნდებით.
♒️ მერწყული
გახსოვდეთ „ბუმერანგის კანონი“ და ეცადეთ გარშემო სიკეთე და პოზიტივი დათესოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნეგატიური ემოციები უკან დაგიბრუნდებათ და შესაძლოა მცირე შეუძლოდ ყოფნაც გამოიწვიოს. კარგი განწყობის შესანარჩუნებლად გამოიყენეთ სპორტი და პოზიტიური პრაქტიკები.

♓️ თევზები
თევზებს მიეცემათ შანსი, გავლენა მოახდინონ გარკვეულ მოვლენებზე. ახლა გარშემომყოფები მზად არიან მოგისმინონ. აუცილებლად გამოიყენეთ შექმნილი სიტუაციები თქვენს სასარგებლოდ. წარმატებული კვირის ბოლოს კი კარგი იქნება, თუ კარგ კომპანიასთან ერთად რომელიმე სოციალურ/გასართობ ღონისძიებას ეწვევით.
თემები: ზოდიაქოს ნიშნები, ასტროლოგია
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია