LIFE

ვისტერია ლეინის მიღმა: 10 სერიალი მათთვის, ვისაც „სასოწარკვეთილი დიასახლისები“ ენატრება

ვისტერია ლეინის მიღმა: 10 სერიალი მათთვის, ვისაც „სასოწარკვეთილი დიასახლისები“ ენატრება

გახსოვთ ის მომენტი, როცა გაბი სოლისის მორიგი ავანტიურა ან ბრი ვან დე კამპის იდეალური (და საშიში) ვახშამი სუნთქვას გიკრავდა? თუ შენც გენატრება გარეუბნის სიმშვიდეში დამალული დიდი დრამები,შენთვის სიახლე გვაქვს: შევარჩიეთ 10 სერიალი, სადაც შამპანურის ჭიქებსა და ალმასებში ისეთივე ინტრიგები იმალება, როგორსაც მივეჩვიეთ. მოიმარაგე პოპკორნი, საიდუმლოებების დროა

1. რატომ კლავენ ქალები (Why Women Kill)



მარკ ჩერი (დიასახლისების შემქმნელი). სამი ეპოქა, სამი ქალი და ერთი საერთო პრობლემა – მოღალატე ქმრები. სერიალი ფერადი, ირონიული და ძალიან ელეგანტურია. ფინალი კი ნამდვილად დაგშოკავთ.

2. დიდი პატარა ტყუილები (Big Little Lies)



მდიდრული ცხოვრება და ოკეანის პირას დამალული ბნელი საიდუმლოებები. აქ ყველაფერია: ვარსკვლავური ქასთი (ნიკოლ კიდმანი, რის უიზერსპუნი), იდეალური დედების ფასადი და ერთი იდუმალი მკვლელობა, რომელიც ყველაფერს ცვლის.

3. ვერაგი მოახლეები (Devious Maids)



ბევერლი-ჰილზის „სასოწარკვეთილი დიასახლისები“. კიდევ ერთი შედევრი მარკ ჩერისგან. აქ მთავარი გმირები მოახლეები არიან, რომლებმაც თავიანთი მდიდარი დამსაქმებლების შესახებ იმაზე მეტი იციან, ვიდრე საჭიროა.

4. მონადირე ცოლები (Women on the Hunt / Promised Land)



ელიტური შურისძიება. მდიდრული ვილები და ქალები, რომლებიც ძალაუფლებისთვის ყველაფერზე მიდიან. ახალგაზრდა გოგონას მკვლელობა მათ იდეალურ სამყაროს თავდაყირა აყენებს.

5. პატარა კოცონები (Little Fires Everywhere)



სოციალური დრამა და ფსიქოლოგიური დაძაბულობა. ორი დედის და ორი სრულიად განსხვავებული სამყაროს დაპირისპირება. სერიალი სვამს კითხვას: რამდენად შორს წახვალ შენი შვილების და შენი სიმართლის დასაცავად?

6. გარეუბანი (Suburgatory)



სატირა დიასახლისების ცხოვრებაზე. თუ გინდა ცოტა განიტვირთო, ეს სერიალი იდეალურია. ქალაქელი გოგონა ხვდება იდეალურად მოწესრიგებულ გარეუბანში, სადაც მეზობლები ზედმეტად "სრულყოფილები" და უცნაურები არიან.

7. ჩემთვის მკვდარი (Dead to Me)



შავი იუმორი და მოულოდნელი მეგობრობა. ისტორია ორ ქალზე, რომლებსაც საერთო ტრაგედია აერთიანებთ. აქ არის კრიმინალიც, ცრემლებიც და ძალიან ბევრი სიცილიც.

8. ცუდი დები (Bad Sisters)



დები ყველაფრის წინააღმდეგ. ხუთი და, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან თავიანთი აუტანელი სიძის მკვლელობაში. ირლანდიური იუმორი და ოჯახური ერთგულების ტესტი.

9. კარგი გოგოები (Good Girls)



დიასახლისები კრიმინალურ სამყაროში. როცა ფული გჭირდება, სათამაშო პისტოლეტით სუპერმარკეტის გაძარცვა კარგი აზრი გგონია... სანამ ნამდვილ მაფიასთან არ შეგექმნება საქმე.

10. პალმ-როიალი (Palm Royale)



60-იანების გლამური და ამბიციები. ისტორია ქალზე, რომელსაც ნებისმიერ ფასად სურს მოხვდეს პალმ-ბიჩის მაღალ საზოგადოებაში. ფერადი კოსტიუმები და დაუნდობელი სოციალური თამაშები.