პოპულარული მშობლები და შვილები, რომლებიც ერთმანეთს „გაჭრილი ვაშლივით“ ჰგვანან
- 07.03.2017
შვილები მშობლებს ზოგჯერ გაჭრილი ვაშლივით ემსგავსებიან. საზოგადოებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, როგორ გამოიყურებიან პოპულარული ადამიანების შთამომავლები და მათი მშობლები.
Trend გთავაზობთ იმ, ცნობილი ადამიანების მშობლებისა და შვილების ფოტოებს, რომლებიც ერთმანეთს საოცრად ჰგვანან:
1. კეტი ჰოლმსი და სურია კრუსი - 38 წლის კეტის 10 წლის ულამაზესი გოგონა ჰყავს, რომელიც საოცრად ჰგავს დედას. განსაკუთრებით მაშინ როცა მომაჯადოებლად იღიმის.
2. სუპერმოდელი კარა დელევინი და მისი მამა, ჩარლზ დელევინი - კარა დელევინი თურმე საოცრად ჰგავს მამას. მან „ინსტაგრამზე“ მამის ახალგაზრდობის ფოტო გამოაქვეყნა . „ახლა ვიცით, ვის უნდა გადავუხადოთ მადლობა კარას ცნობილი წარბებისთვის“, - წერს დასავლური პრესა.
3. სინდი კროუფორდი და ქაია გერბერი - დედა-შვილის მსგავსება თვალშისაცემია. გოგონა დედის კვალს მიჰყვება და სუპერმოდელობას უმიზნებს.
4. სელმა ჰაიეკი და ვალენტინა პინოლტი - 7 წის ვალენტინა საოცრად ჰგავს თავის ცნობილ დედიკოს. სელმა ფილმების პრემიერებზე ხშირად ჩნდება შვილთან ერთად.
5. ნიკი და ქეროლ მინაჟები - მათი შავი თმა, გლუვი კანი და სქელი ტუჩები - თურმე ყველაფერი ნიკის დედისგან გამოჰყვა.
6. რიზ უიზერსპუნი და ავა ფილიპი - 15 წლის ავა დედის ასლია. რიზი ამბობს, რომ ისინი ხასიათითაც ჰგვანან ერთმანეთს და გოგონა მისი ალტერ ეგოა. ერთადერთი განსხვავება მათ შორის თმის ფერია.
7. ლილი როუზ დეპი და ვანესა პარადი - ვანესა პარადისა და ჯონი დეპის გოგონა საოცრად ჰგავს დედას. გოგონას ნამდვილად საოცარი გენები აქვს. დედა-შვილი იმდენად ჰგავს ერთმანეთს რომ ხშირად უჭირთ მათი გარჩევა.
8. გვინეტ პელტროუ და ეფლ მარტინი - მას შემდეგ რაც გვინეტ პელტროუმ თავისი პატარას ფოტო გამოაქვეყნა ინსტაგრამზე, ფანები წერენ, რომ ის საოცრად ჰგავს დედას.
9. მელანი გრიფიტი და დაკოტა ჯონსონი - ერთნაირი ტუჩები, ცხვირი, თვალები. თითქმის მსგავსი სახის ფორმა. ფაქტია, დედაც და შვილიც ულამაზესები არიან.
10. გოლდი ჰოუნი და ქეით ჰადსონი -ქეითს სქელი თმა, სექსუალური მზერა და იერიდედისგან აქვს. ნახეთ ფოტო - ის დედის ასლია.
11. კიმ კარდაშიანი და ნორს უესტი - ქეი უესტისა და კიმის შვილი საოცრად ჰგავს დედას. კიმმა გამოაქვეყნა ფოტოკოლაჟი - მასზე აღბეჭდილია კიმის შვილი და თავად კიმი ბავშვობის ასაკში. მსგავსება სახეზეა.
12. ჯესიკა ალბას ბებო და ჯესიკა ალბა - ჯესიკა ალბა საოცრად ჰგავს თავის მექსიკელ ბებოს.
13. სუზან სარანდონი და ევა ამური მარტინო - მსახიობის ქალიშვილი განსაკუთრებით თვალებით ჰგავს დედას. მასაც სიუზანივით ნათელი ღიმილი აქვს.
14. მერილ სტრიპი და მისი გოგონები - მემი და გრეის გამერები - მსახიობის გოგონები დედის ახალგაზრდობას მოგაგონებთ. ორივე დედის ასლია.
15. ბიონსე და ბლუ აივი - ხშირად ამბობენ, რომ პატარა ბლუ აივი მამას, რეპე ჯეი ზის ჰგავს, თუმცა ბიონსემ ყველამ დაუმტკიცა რომ ეს ასე არაა. მან გამოაქვეყნა ბავშვობის ფოტო, რომელშიც ჩანს რომ შვილი ბიონსეს „ქოფი ფეისთია“.
თემები: მშობლები და შვილები, დედები, შვილები, მამები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>