სტილი

ტილდა სუინტონი, პენელოპა კრუსი და დები სპენსერები: კანის კინოფესტივალის მეათე დღე

ტილდა სუინტონი, პენელოპა კრუსი და დები სპენსერები: კანის კინოფესტივალის მეათე დღე

კანში უკვე მეათე დღეა ნამდვილი „ვარსკვლავთცვენაა“. ამჯერად წითელ ხალიჩაზე პენელოპა კრუსი, ტილდა სუინტონი, დემი მური, რუთ უილსონი, ლედი დიანას ძმისშვილები - დები სპენსერები და სხვა მრავალი ცნობილი სახე გამოჩნდა.

კინომანები და ვარსკვლავები ამ დღეს ერთბაშად ორ ფილმს გაეცნენ, რომლებიც „ოქროს პალმის რტოსთვის“ იბრძვიან:

  • მუსიკალური დრამა „შავი ბურთი“: ესპანელი რეჟისორების, ხავიერ კალვოსა და ხავიერ ამბროსის ნამუშევარი, რომელიც ცნობილი პოეტის, ფედერიკო გარსია ლორკას შემოქმედებითაა შთაგონებული.

  • სამხედრო დრამა „მშიშარა“: რეჟისორ ლუკას დონტის სურათი, რომელიც მაყურებელს პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ბელგიის ფრონტზე აბრუნებს.

თუმცა, მთავარი სანახაობა, როგორც ყოველთვის, მაინც წითელ ხალიჩაზე მოდა და სტილი იყო:

  • პენელოპა კრუსი: „შავ ბურთში“ ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელმა პენელოპამ ხალიჩა დაიპყრო დრამატული კაბით, რომელიც სპეციალურად მისთვის დიზაინერმა მატიე ბლაზიმ შექმნა.

  • დემი მური: მსახიობმა ყველა გააოცა იმიჯის მოულოდნელი ცვლილებით. Self-Portrait-ის ბრენდის კაბასთან ერთად, მან თავისი საფირმო გრძელი თმა მოცულობით კარეზე გაცვალა.

  • ტილდა სუინტონი: ტილდამ ერთგულება შეუნარჩუნა თავის უცნაურ, ანდროგინულ სტილს და ფესტივალზე Chanel-ის მაღალი მოდის კოლექციის მკაცრი კოსტიუმით წარსდგა.

ხალიჩაზე ასევე ბრწყინავდნენ: არისტოკრატი დები ამელია და ელისა სპენსერები, მექსიკელი ლამაზმანი რენატა ნოტნი Tom Ford-ის სამოსში, რუთ უილსონი Erdem-ის კაბით, რუთ ნეგა Balenciaga-ში და მაიკა მონრო Dilara Findikoglu-ს ექსცენტრულ ლუქში.






კანის კინოფესტივალი კულმინაციას უახლოვდება, მოდა და კინო კი აქ კვლავაც იდეალურად ერწყმის ერთმანეთს!