დემნას ტრიუმფი კანის კინოფესტივალზე: ახალმა Gucci-მ წითელ ხალიჩაზე დიდი გლამური დააბრუნა
- 24.05.2026
კანის კინოფესტივალი ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ კინო - ეს არის მაღალი მოდის მთავარი პოდიუმი, წელს კი ამ პოდიუმის ნამდვილი ტრიუმფატორი დემნა გახდა. დიზაინერმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ როდესაც საქმე ვარსკვლავების შემოსვას ეხება, მას ბაზარზე კონკურენტი თითქმის არ ჰყავს.
კრიტიკიდან აღიარებამდე
Gucci-ში დემნას დებიუტს მოდის ინდუსტრიაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. პირველი კოლექციების შემდეგ კრიტიკოსები და მოდის ენთუზიასტები ორ ბანაკად გაიყვნენ: ნაწილი პირველივე ლუქებიდანვე მოიხიბლა მისი ახალი ხედვით, სხვები კი გამარტივებულ პარალელებს ავლებდნენ ტომ ფორდისა თუ ალესანდრო მიკელეს ეპოქასთან და დიზაინერს ორიგინალურობის ნაკლებობასაც კი სთხოვდნენ.
თუმცა, კანის კინოფესტივალმა ყველა წერტილი თავის ადგილზე დასვა - დემნამ ეჭვებს გრანდიოზული შოუთი უპასუხა.
წითელი ფერის ფორმულა და ვარსკვლავური ლუქები
თავის დროზე კრისტიან დიორი წითელ კაბას ჩვენების შუაში სპეციალურად იყენებდა, რომ მაყურებელს არ მოეწყინა. ზუსტად ეს ხერხი გამოიყენა დემნამაც: მან კინოფესტივალის მესამე დღე ერთდროულად ორი შთამბეჭდავი ალისფერი ლუქით გამოაცოცხლა.
-
დემი მური და იზაბელ იუპერი: Gucci-ს სპეციალურად მათთვის შექმნილ მკვეთრ წითელ კაბებში გამოწყობილმა ვარსკვლავებმა წამსვე მიიპყრეს ფოტოგრაფების ყურადღება.

დემნამ მათზე ფესტივალის პირველივე დღეებიდან იზრუნა: დემი მური საფესტივალო აქტივობებზე Pre-Fall 2026 კოლექციის სამოსით გამოჩნდა, ხოლო იუპერმა 2026 წლის შემოდგომა-ზამთრის შოუს ერთ-ერთი გამორჩეული ლუქი მოირგო.
ჯეინ ფონდა: ლეგენდარულმა მსახიობმაც დემნას თამამი იდეების სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი. ფესტივალის გახსნაზე მან ბრჭყვიალა, დახვეწილი კაბა მოირგო, რომელიც დიზაინერმა ცოტა ხნის წინ პოდიუმზე კეიტ მოსის მიერ წარდგენილი სამოსის შთაგონებით შექმნა.
ვინ შემოსა დემნამ კანში 2026 წელს?
საკონკურსო დღეებმა, პრემიერებმა და ტრადიციულმა Kering Women in Motion-ის პრემიამ კიდევ არაერთი შთამბეჭდავი გამოჩენა გვაჩუქა. გთავაზობთ ფოტოგალერეას და ქრონიკას, თუ როგორ დაიპყრო ქართველმა დიზაინერმა წლევანდელი კანი:
-
დემი მური – კინოფესტივალზე ჩამოსვლა, ჟიურის წევრების ვახშამი, ასევე ფესტივალის მეორე, მესამე და მეშვიდე დღის წითელი ხალიჩა; განსაკუთრებული ლუქი Kering Women in Motion-ის დაჯილდოებაზე.

-
ჯეინ ფონდა – კინოფესტივალის გრანდიოზული გახსნა.

-
იზაბელ იუპერი – საფესტივალო მიღებები, მესამე დღის წითელი ხალიჩა და Kering Women in Motion-ის გალა-საღამო.

-
ოდესა ეზაიონი – Kering Women in Motion პრემია.

-
კოლმან დომინგო – Kering Women in Motion პრემია.

-
დეიზი ედგარ-ჯონსი – ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი გამოჩენა.

თემები:
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია