მეტ დეიმონი ახალი ფილმის პრემიერაზე მეუღლემ და ოთხმა ქალიშვილმა დაჩრდილეს
- 07.07.2026
ჰოლივუდის ვარსკვლავი მეტ დეიმონი საკუთარი ფილმის პრემიერაზე ყურადღების ცენტრში ყოფნას ნამდვილად არ უჩივის, თუმცა ლონდონში გამართულ წითელ ხალიჩაზე მთავარი მზერა მისკენ ნამდვილად არ ყოფილა მიპყრობილი.
55 წლის მსახიობი, კრისტოფერ ნოლანის ახალი ბლოკბასტერის, "ოდისეას" პრემიერაზე, მისმა 49 წლის ულამაზესმა მეუღლემ, ლუჩიანამ და მათმა ოთხმა ქალიშვილმა - ალექსიამ (26 წლის), იზაბელამ (19 წლის), ჯიამ (17 წლის) და სტელამ (15 წლის) სრულიად დაჩრდილეს.

ვარსკვლავური ოჯახის მოდური გამოსვლა
მიუხედავად იმისა, რომ მეტ დეიმონი, რომელიც ფილმში მთავარ როლს - ოდისევსს ასრულებს, ნაცრისფერ სამეულში საკმაოდ ელეგანტურად გამოიყურებოდა, პრესის ყურადღება მისმა მეუღლემ მიიპყრო. ლუჩიანამ წითელი ხალიჩისთვის Gabriela Hearst-ის ბრენდის შავი, დახვეწილი კაბა შეარჩია.

სიტუაცია კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდა, როდესაც წყვილს გვერდით ოთხივე ქალიშვილი დაუდგა. გოგონები გრძელ, ფერად კაბებში ბრწყინავდნენ:
სიყვარულის ისტორია და კარიერული ფიქრები
მეტმა თავისი არგენტინელი მეუღლე 2003 წელს, მაიამიში, ფილმ Stuck on You-ის გადაღებებისას გაიცნო, სადაც ლუჩიანა ბარმენად მუშაობდა. წყვილმა 2005 წელს იქორწინა. მსახიობმა ლუჩიანას უფროსი ქალიშვილი, ალექსია ოფიციალურად იშვილა, რის შემდეგაც მათ კიდევ სამი საერთო შვილი შეეძინათ.

ბოლო ინტერვიუში მსახიობმა აღნიშნა, რომ კრისტოფერ ნოლანის ეს პროექტი, შესაძლოა, მისი უკანასკნელი დიდი ბლოკბასტერი აღმოჩნდეს. მიზეზი ოჯახია - მეტს სურს მეტი დრო გაატაროს შვილებთან, სანამ ისინი გაიზრდებიან.
"ბევრს ვფიქრობ ამაზე, განსაკუთრებით ახლა, როცა ჩემი შვილები იზრდებიან. მინდა, რეალურად მათ გვერდით ვიყო. ამ პროფესიაში კი, სადაც სულ მომავალზე ფიქრობ, ეს რთულია." - მეთ დეიმონი.
ფილმის შესახებ
ჰომეროსის ეპიკური პოემის ახალი ადაპტაცია - "ოდისეა" - მოგვითხრობს მეფე ოდისევსის 10-წლიან ტანჯვით აღსავსე გზაზე ტროას ომიდან ითაკაში დაბრუნებამდე.

ფილმში დეიმონთან ერთად ჰოლივუდის ნამდვილი თანავარსკვლავედი მონაწილეობს: ენ ჰეთეუეი, ტომ ჰოლანდი, ზენდაია, რობერტ პატინსონი, ლუპიტა ნიონგო და შარლიზ ტერონი.
თემები: ფილმები, ვარსკვლავები, ჰოლივუდის ვარსკვლავები