ჰოროსკოპი

რომელი დისნეის გმირი ქალი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

რომელი დისნეის გმირი ქალი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ოდესმე გიფიქრიათ, დისნეის რომელი მულტფილმის გმირს ჰგავხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით? შესაძლოა, თქვენი ხასიათი მულანს, ბელს ან არიელს გაგონებდეთ. თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს თავისი დისნეის პერსონაჟი შეესაბამება - ნახეთ, ვინ არის თქვენი ასტროლოგიური ორეული

ვერძი - მულანი



მულანის მსგავსად, ენერგიული, მამაცი და მოხერხებული ხართ. რთულ სიტუაციებში სწრაფად პოულობთ გამოსავალს და საფრთხის წინაშე უკან არ იხევთ. სწორედ ასეთი გამბედაობა არაერთხელ დაეხმარა მულანს მეგობრებისა და მთელი ჩინეთის გადარჩენაში.

კურო - ჟიზელი („მოჯადოებული“)



ჟიზელი შესაძლოა რეალურ სამყაროს, განსაკუთრებით კი ნიუ-იორკს, ზედმეტად გულუბრყვილოდ უყურებდა, თუმცა მას სიყვარულის უნარი, მოთმინება და მიზანდასახულობა არ აკლდა. ეს თვისებები კუროს ნიშნის წარმომადგენლებსაც ახასიათებთ.

ტყუპები - ჯეინ პორტერი („ტარზანი“)



მორგების უნარი, ცნობისმოყვარეობა და მახვილი გონება - ეს ტყუპების მთავარი თვისებებია. ჯეინ პორტერიც სწორედ ასეთია: ცნობისმოყვარე, გონიერი და ყოველთვის მზად ახალი აღმოჩენებისთვის.

კირჩხიბი - ელზა („გაყინული“)



კირჩხიბებს სიფრთხილე, ემოციურობა, ინტუიცია და ახლობლებზე ზრუნვა ახასიათებთ. ამ ნიშნით დაბადებულებს ელზასთან ბევრი საერთო აქვთ, განსაკუთრებით მისი თავშეკავებული და დამცველი ბუნება.

ლომი - ფიფქია



ლომები ხშირად ლიდერის თვისებებით გამოირჩევიან და რთულ სიტუაციებშიც სიმშვიდის შენარჩუნება შეუძლიათ. ფიფქიაც სწორედ ასეთია - წინააღმდეგობებს არ უშინდება და არასდროს აძლევს სხვებს უფლებას, ხალისი დაუკარგონ.

ქალწული - ნანი პელეკაი („ლილო და სტიჩი“)



ქალწული სანდო, პრაქტიკული და მზრუნველი ნიშანია. ნანიც ამ თვისებებს განასახიერებს. გაიხსენეთ, რამდენი პასუხისმგებლობა აკისრია მას ლილოზე ზრუნვისას - თანაც მაშინ, როცა საქმე საკმაოდ რთულ დასთან აქვს.

სასწორი - ჟასმინი („ალადინი“)



სასწორები რომანტიკული, იდეალისტური და მომხიბვლელი ადამიანები არიან. ჟასმინსაც სჯეროდა, რომ სამყარო შეიძლება უკეთესი ყოფილიყო და საკუთარი პოზიციის დაცვასაც არ ერიდებოდა.

მორიელი - მერიდა („მამაცი“)



მიზანდასახული, ძლიერი ნებისყოფის, ემოციური და ვნებიანი - მორიელის ხასიათი მერიდას ძალიან ჰგავს. ის საკუთარ ბედზე კონტროლის მოპოვებას ცდილობს და საკუთარი არჩევანისთვის ბრძოლას არ უშინდება.

მშვილდოსანი - ტიანა („პრინცესა და ბაყაყი“)



ტიანა ოპტიმისტი, გულწრფელი და კეთილი იუმორის მქონე პერსონაჟია. სწორედ ეს თვისებები შეესაბამება მშვილდოსნის ბუნებასაც.

თხის რქა - პოკაჰონტასი



პოკაჰონტასი პრაქტიკული, მომთმენი და თავშეკავებული პერსონაჟია. რთულ სიტუაციებშიც გაწონასწორებულად მოქმედებს და ცდილობს, განსხვავებულ ადამიანებს შორის საერთო ენა გამონახოს. ამ თვისებებით ის თხის რქას ჰგავს.

მერწყული - ბელი („მზეთუნახავი და ურჩხული“)



ბელი დამოუკიდებელი, ერთგული და ინტელექტუალური გოგონაა. ის წიგნების მოყვარულია და საკუთარ შეხედულებებს არასდროს ღალატობს. სწორედ ეს თვისებები აერთიანებს მას მერწყულის ნიშნის წარმომადგენლებთან.

თევზები - არიელი („პატარა ქალთევზა“)



არიელი თევზების ნიშნის ნამდვილი განსახიერებაა - ემოციური, კეთილი, ოპტიმისტი და ზოგჯერ გულუბრყვილოც. მას ოცნებების სჯერა და ახალი სამყაროს აღმოჩენა სურს.