სილამაზე

რას ამბობს ტუჩსაცხის ფერი თქვენს შესახებ - ამოიცანით საკუთარი თავი

რას ამბობს ტუჩსაცხის ფერი თქვენს შესახებ - ამოიცანით საკუთარი თავი

ყველა ადამიანს აქვს საყვარელი ფერი. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ადამიანს ის ფერი მოსწონს, რომელიც საყვარელ არსებას, საყვარელ ნივთს, ან მოვლენას ახსენებს. მოგვწონს, ან არ მოგვწონს ის ფერი, რომელთანაც გარკვეული ემოციური გამოცდილება გვაკავშირებს.

ახლა გავიგოთ, რას ამბობს თქვენი ტუჩსაცხის ფერი თქვენს პიროვნებაზე. ერთ-ერთი ბრიტანული კვლევის თანახმად, მას ადამიანის პიროვნებაზე ბევრი რამის თქმა შეუძლია.

1. თუ უპირატესობას ანიჭებთ წითელ და მუქ შინდისფერ ტუჩსაცხს - თქვენ ხართ ძლიერი, საკუთარ თავში დარწმუნებული, ზოგჯერ აგრესიული ადამიანი. გიყვართ სხვების მართვა. გიჟდებით ყურადღების ცენტრში ყოფნაზე და საოცარად შეიგრძნობთ სტილს.

რას ამბობს ტუჩსაცხის ფერი თქვენს შესახებ - ამოიცანით საკუთარი თავი

2. თუ მოგწონთ მარჯნისფერი, ან სტაფილოსფერი ტუჩსაცხი -თქვენ გიყვართ ექსპერიმენტები. გიყვართ კლასიკურ სტილს უჩვეულო დეტალი დაუმატოთ. გაქვთ მერყევი ხასიათი.

რას ამბობს ტუჩსაცხის ფერი თქვენს შესახებ - ამოიცანით საკუთარი თავი

3. თუ გიყვართ ვარდისფერი, ან იისფერი ტუჩსაცხი - თქვენ ხართ საოცრად ამბიციური ადამიანი. ასევე თანაგრძნობის უნარის მქონე. შეგიძლიათ მშვიდად და აუღელვებლად მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

რას ამბობს ტუჩსაცხის ფერი თქვენს შესახებ - ამოიცანით საკუთარი თავი

4. ყავისფერი, მუქი ფერის ტუჩსაცხი - თქვენ საიმედო და სანდო ადამიანი ხართ. ხართ საოცრად მშვიდი და ხშირად გაწუხებთ წარსულის რომანტიკული ნოსტალგია. თქვენ ასევე ხართ ძლიერი ქალი და არ ერიდებით ძლიერი მხარის დემონსტრირებას.

რას ამბობს ტუჩსაცხის ფერი თქვენს შესახებ - ამოიცანით საკუთარი თავი

5. კანისფერი ტუჩსაცხი - თქვენ ხართ სანდო, კომუნიკაბელური და მეგობრული ადამიანი. თუ ვინმეს რჩევის მიღება სურს, მაშინვე თქვენ ახსენდებით.

რას ამბობს ტუჩსაცხის ფერი თქვენს შესახებ - ამოიცანით საკუთარი თავი