სილამაზე

9 უმარტივესი წესი იმისთვის, რომ კანი გლუვი და პრიალა იყოს - სანამ კოსმეტოლოგის ჩარევა დაგჭირდებათ...

9 უმარტივესი წესი იმისთვის, რომ კანი გლუვი და პრიალა იყოს - სანამ კოსმეტოლოგის ჩარევა დაგჭირდებათ...

გთავაზობთ მარტივ წესებს, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ თუ გსურთ, რომ თქვენი კანი ჯანსაღი, ბზინვარე და გლუვი იყოს:

1. რეგულარულად გაწმინდეთ თქვენი სმარტფონის ეკრანი სპეციალური საწმენდით - ოდესმე შეგინიშნავთ ლოყაზე გამონაყარი? - თუ ასეა ფრთხილად იყავით. ამის მიზეზი, შესაძლოა,თქვენი სმარტფონი იყოს. ასევე შეიძლება მან გამოიწვიოს ლოყების სიწითლე, ქავილი და შეშუპება. ბოლო კვლევების მიხედვით, სმარტფონის ეკრანი შეიცავს 10-ჯერ უფრო მეტ ბაქტერიას, ვიდრე თქვენი უნიტაზი.ამიტომ, ის ხშირად გაწმინდეთ სპეციალური ტილოთი.

9 უმარტივესი წესი იმისთვის, რომ კანი გლუვი და პრიალა იყოს - სანამ კოსმეტოლოგის ჩარევა დაგჭირდებათ...

2. რეგულარულად გარეცხეთ მაკიაჟის ფუნჯი - მაკიაჟის ფუნჯი შეიძლება იყოს აკნეს, ალერგიის და კანის სხვა პრობლემების გამომწვევი მიზეზი. ამიტომ, ფუნჯები ხშირად უნდა გარეცხოთ. ასევე უნდა გარეცხოთ ტონალურის წასასმელი ღრუბლები და ის ნივთები რომელსაც ყოველდღიურად იყენებთ სახეზე.

9 უმარტივესი წესი იმისთვის, რომ კანი გლუვი და პრიალა იყოს - სანამ კოსმეტოლოგის ჩარევა დაგჭირდებათ...

3. გააკონტროლეთ ის, თუ რას მიირთმევთ - შაქარი და ცხიმიანი საკვები თქვენი კანის ნომერ პირველი მტერია. შეიძლება სავალალო მდგომარეობამდე მიგიყვანოთ მკაცრმა დიეტამ კანი ასეთ დრო იწყებს დანაოჭებას და გამოშრობა. აუცილებელია რომ მიიღოთ ვიტამინებით მდიდარი საკვები.

9 უმარტივესი წესი იმისთვის, რომ კანი გლუვი და პრიალა იყოს - სანამ კოსმეტოლოგის ჩარევა დაგჭირდებათ...

4. ნუ წაისვამთ სკრაბს ხშირად და დიდი რაოდენობით - სკრაბი ხეხავს კანს და პრიალა კანს მაშინვე ვხედავთ, თუმცა გახსოვდეთ, რომ ეს დროებითია. სკრაბის დიდი რაოდენობით და ხშირად გამოყენებამ შეიძლება ანთება გამოიწვიოს. სკრაბი ჩაანაცვლეთ რბილი ლოსიონით. სკრაბის გამოყენება შეგიძლიათ კვირაში მხოლოდ ერთხელ.

9 უმარტივესი წესი იმისთვის, რომ კანი გლუვი და პრიალა იყოს - სანამ კოსმეტოლოგის ჩარევა დაგჭირდებათ...

5. წაისვით დამატენიანებელი კრემი აუზში ცურვის შემდეგ - აუზის ქიმიკატები თქვენს კანს აშრობს და ხდება აქერცლილი. იმისთვის, რომ დაიცვათ კანი, აუზის შემდეგ სახე კარგად დაიბანეთ და დამატენიანებელი კრემი წაისვით.

9 უმარტივესი წესი იმისთვის, რომ კანი გლუვი და პრიალა იყოს - სანამ კოსმეტოლოგის ჩარევა დაგჭირდებათ...

6. ვარჯიშის შემდეგ აუცილებლად მიიღეთ შხაპი - სპორტულ დარბაზში საშხაპე კაბინა შეიძლება არ იყოს მოხერხებული, მაგრამ თუ ვარჯიშის შემდეგ მაშინვე არ დაიბანთ, გამოყოფილი ოფლის გამო კანს პრობლემები შეექმნება. ჩნდება ფორები და გამონაყარი. ამიტომ, ნუ დაიზარებთ და მაშინვე დაიბანეთ.

9 უმარტივესი წესი იმისთვის, რომ კანი გლუვი და პრიალა იყოს - სანამ კოსმეტოლოგის ჩარევა დაგჭირდებათ...

7. მიაქციეთ ყურადღება იმ სიგნალებს, რომლებსაც თქვენი სხეული გიგზავნით - ჩვეულებრივ კოსმეტიკური პრობლემები ისეთები, როგორებიცაა, კანის გაღიზიანება სიწითლე, შეშუპება შეიძლება უფრო რთული ჯანმრთელობის პრობლემების ბრალი იყოს. ასე რომ, მიაქციეთ ყურადღება იმ სიგნალებს, რომლებსაც თქვენი სხეული გიგზავნით.

9 უმარტივესი წესი იმისთვის, რომ კანი გლუვი და პრიალა იყოს - სანამ კოსმეტოლოგის ჩარევა დაგჭირდებათ...

8. არ დაიბანოთ ძალიან ცხელი წყლით - ძალიან ცხელი აბაზანისა და შხაპის მიღება ანადგურებს კანის დამცავ ფენას. ეს შეიძლება გახდეს მიზეზი ნაადრევი დანაოჭების, კანის გამოშრობის. უმჯობესია თუ გრილი წყლით დაიბანთ.

9 უმარტივესი წესი იმისთვის, რომ კანი გლუვი და პრიალა იყოს - სანამ კოსმეტოლოგის ჩარევა დაგჭირდებათ...

9. დალიეთ წყალი საკმარისი რაოდენობით - ეს უმნიშვნელოვანესია. თუ დღის განმავლობაში არ იღებთ საკმარისი რაოდენობთ წყალს, ეს ცუდია თქვენი კანისთვის და ზოგადად თქვენი ჯანმრთელობისთვის. წყლის საკმარისი რაოდენობით დალევა ასწორებს ნაოჭებს და ატენიანებს კანს.

9 უმარტივესი წესი იმისთვის, რომ კანი გლუვი და პრიალა იყოს - სანამ კოსმეტოლოგის ჩარევა დაგჭირდებათ...



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>