ჰოლივუდის მსახიობმა ენ ჰეთეუეიმ მესამე შვილი გააჩინა. ინფორმაცია გამოცემა People-მა დაადასტურა, თუმცა ბავშვის სახელი, სქესი და დაბადების თარიღი ჯერჯერობით არ გაუმხელიათ.
მსახიობმა ორსულობის შესახებ ივნისში, ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ვიდეოთი აცნობა საზოგადოებას. ჰეთეუეი და მისი მეუღლე, ადამ შულმანი, უკვე ორი ვაჟის მშობლები არიან.
ივლისში, გადაცემაში Late Night with Seth Meyers სტუმრობისას, მსახიობმა ისაუბრა იმ სიხარულზე, რომელსაც ოჯახში ახალი წევრის მოლოდინი იწვევდა. მან მესამე შვილს ხუმრობით „ბოლო წამზე გატანილი გოლი“ უწოდა.

„გასაოცარია. ვიცოდით, რას ვაკეთებდით, მაგრამ ძალიან გაგვიკვირდა, რომ გამოგვივიდა... უბრალოდ გაოცებულები ვიყავით, რომ ყველაფერი ასე მოხდა. ამიტომ ამ ბავშვს ჩვენს “ბოლო წამზე გატანილ გოლს’ ვეძახით“, - თქვა ჰეთეუეიმ.
აპრილში, გამოცემა People-თან ინტერვიუში, მსახიობმა მეუღლის მხარდაჭერაზეც ისაუბრა. მისი თქმით, გასული წელი განსაკუთრებული დატვირთვით გამოირჩეოდა — ამ პერიოდში ჰეთეუეი ხუთი ფილმის, Mother Mary-ის, ეშმაკს აცვია პრადას 2-ის, ოდისეას, The End of Oak Street-ისა და Verity-ის პოპულარიზაციით იყო დაკავებული.
„ის სრულად მიჭერს მხარს. წელს განსაკუთრებით უჩვეულო პერიოდი გვქონდა. ორივემ ვიცით, რომ, ალბათ, მსგავსი რამ აღარ განმეორდება. ის ყველაფერში გვერდით მედგა. ყველაზე გამორჩეული ადამიანია, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ.
ძალიან გამიმართლა, რომ ის ჩემი პარტნიორია და მასთან ერთად ვატარებ ცხოვრებას. ერთი რამ არის, გქონდეს ოცნებები, მეორე კი - გყავდეს ადამიანი, რომელიც მათ ასრულებაში გეხმარება. ქმრის გარეშე ვერაფერს მივაღწევდი, რაც შევძელი“, - აღნიშნა მსახიობმა.
თემები: ენ ჰეთეუეი