LIFE

ჯენიფერ ლოპესი ბენ აფლეკთან განქორწინებისა და ტყუპების კოლეჯში წასვლის შემდეგ: „მარტო ვარ, თავისუფალი და ბედნიერი“

ჯენიფერ ლოპესი ბენ აფლეკთან განქორწინებისა და ტყუპების კოლეჯში წასვლის შემდეგ: „მარტო ვარ, თავისუფალი და ბედნიერი“

ჯენიფერ ლოპესი ამბობს, რომ ბენ აფლეკთან განქორწინებისა და შვილების კოლეჯში წასვლის შემდეგ ცხოვრების ახალი ეტაპით ტკბება. 57 წლის მომღერლისთვის მარტო ცხოვრება თავისუფლებისა და საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენის შესაძლებლობად იქცა.

„მარტო ვარ, თავისუფალი ვარ და შემიძლია, რაც მინდა, ის გავაკეთო. ეს საოცარია, თუმცა ცოტა უცნაურიც“, - განაცხადა ლოპესმა ჯიმი ფელონის შოუში სტუმრობისას.

მომღერალმა ამ პერიოდს „ბედნიერი ეპოქა“ უწოდა და აღნიშნა, რომ ახლა მის ცხოვრებაში აღარ არის ის, რაც თავს არაჯანსაღად აგრძნობინებდა.

ლოპესისა და ბენ აფლეკის განქორწინება 2025 წელს დასრულდა. ამ შემოდგომაზე კი მისი 18 წლის ტყუპები, მაქსი და ემი, კოლეჯში სასწავლებლად წავიდნენ. შვილები მომღერალს ყოფილ მეუღლესთან, მარკ ენტონისთან ჰყავს.

თუმცა ახალი ეტაპი მისთვის მხოლოდ თავისუფლებასთან არ ასოცირდება. 26 სექტემბერს, JLO Beauty-ის ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ლოპესმა ისაუბრა იმაზეც, რომ შვილების ბავშვობის ფოტოებს ათვალიერებდა და ტიროდა. მისი თქმით, ყოველდღიური რუტინა დაეხმარება, შეეგუოს სახლს, სადაც ახლა შვილები აღარ არიან.

„20 წლის განმავლობაში ყველაფერი მათ გარშემო ტრიალებდა. ახლა კი მხოლოდ მე ვარ. ბევრი თვალსაზრისით, ეს ძალიან ბედნიერი პერიოდია, თუმცა მას სხვა ემოციებიც ახლავს“, - თქვა მომღერალმა.

შვილების სახლიდან წასვლასთან დაკავშირებულმა განცდებმა ლოპესი მუსიკის შექმნისკენაც უბიძგა. ტყუპების კოლეჯში გამგზავრებისთვის მზადების პერიოდში მან სტუდიაში მუშაობა დაიწყო. მომღერლის თქმით, უკვე დაახლოებით 20 სიმღერა აქვს ჩაწერილი, თუმცა სამუშაოს მხოლოდ ნახევარი აქვს შესრულებული.

„უკვე დაახლოებით 20 სიმღერა შევქმენი და მგონია, რომ ჯერ მხოლოდ შუა გზაზე ვარ. რამდენიმე სიმღერა მაქვს, რომლებსაც განსაკუთრებით ველოდები“, - აღნიშნა მან.

ლოპესმა 2027 წელს შესაძლო ტურნეს გამართვაზეც მიანიშნა, თუმცა კონკრეტული გეგმები ჯერ არ გამოუცხადებია.

მისი ახალი სინგლი Proof of Love სიყვარულში სიხარულისა და დანაკარგის თანაარსებობას ეხება. მომღერლის თქმით, ეს მხიარული საცეკვაო სიმღერაა, რომელშიც სიყვარულის ერთ-ერთ მტკიცებულებად ტკივილი და გლოვაც არის წარმოდგენილი.

„როდესაც ვიღაც მიდის, ტკივილსა და დანაკარგს გრძნობ. ესეც სიყვარულის ნაწილია“, — განმარტა ლოპესმა.