LIFE

საკუთარი შეცდომების აღიარება და წარმატებული ადამიანების სხვა ჩვევები

საკუთარი შეცდომების აღიარება და წარმატებული ადამიანების სხვა ჩვევები

თუ გსურს, მოკლე დროში ქარიზმატული პიროვნება გახდე, ყველაზე წარმატებული და სამაგალითო ადამიანების ხასიათის შტრიხები შეისწავლე!

ცოტას გაუმართლა, ბუნებრივი ქარიზმით დაბადებულიყო და ოთახში შესვლისთანავე, იქ მყოფი საზოგადოების თბილი მისალმებები გამოეწვია. რჩევების ავტორი აღნიშნავს, რომ თინეიჯერობის ბოლო წლებში, ასეთი ადამიანების კატეგორიას სულაც არ მიეკუთვნებოდა, თუმცა, ყოველთვის აკვირდებოდა, ხალხი ქარიზმატული პიროვნებებისკენ როგორ მიილტვოდა და ცდილობდა, მათი წარმატების საიდუმლო შეესწავლა. გთავაზობთ ამ დაკვირვებების შედეგად გამოტანილ დასკვნებს, რომლებიც თქვენი პიროვნების დასახვეწად გამოგადგებათ.

როგორც წესი, ქარიზმატული პიროვნებები:

  1. აქტიური მსმენელები არიან
  2. უნარი აქვთ, ეფექტური პირველი შთაბეჭდილება მოახდინონ
  3. საკუთარ შეცდომებზე პასუხს აგებენ
  4. აკეთებენ იმას, რასაც ჰპირდებიან
  5. ყველას პატივისცემით ეპყრობიან
  6. ნაჩქარევი დასკვნების გამოტანის ნაცვლად, კითხვებს სვამენ
  7. იცინიან
  8. პირველ რიგში, საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობენ და არა იმისთვის, სხვებს რომ ასიამოვნონ
  9. აკვირდებიან
  10. ადამიანებს უღიმიან
  11. შენი სახელი ახსოვთ
  12. დახმარებას გთავაზობენ
  13. არ ეშინიათ შეცდომების დაშვების
  14. სამადლობელ შეტყობინებებს გიგზავნიან
  15. სხვებს ამხნევენებ 
  16. დინჯად და დამაჯერებლად საუბრობენ
  17. არასოდეს გაკრიტიკებენ
  18. ბოდიშის მოხდა შეუძლიათ
  19. პატიობენ, მაგრამ ახსოვთ
  20. შენ მაგივრად არ საუბრობენ
  21. იციან, კომპლიმენტი როგორ წარმოთქვან 
  22. კომპლიმენტის მიღებაც შეუძლიათ
  23. სიმართლეს ამბობენ
  24. წარმატებას სხვებსაც ულოცავენ
  25. თავიანთ სხეულს ფლობენ, დახვეწილი მოძრაობები აქვთ
  26. არავის აკრიტიკებენ
  27. სრულ ყურადღებას გითმობენ
  28. ისეთ მდგომარეობაში არ ჩაგაყენებენ, თავის გამართლება რომ მოგიწიოს
  29. სხვების წარმატებას საკუთარ თავს არასოდეს მიაწერენ
  30. საუბრისას თვალების კონტაქტს ინარჩუნებენ
  31. გაიძულებენ, უმეტესად შენ ისაუბრო
  32. იციან, დაძაბული დიალოგი როგორ წარმართონ 
  33. აღიარებენ საკუთარ შეცდომებს
  34. თანმიმდევრულები არიან
  35. არასოდეს გაწყვეტინებენ
  36. არ ეშინიათ, იყვნენ მგრძნობიარეები
  37. არასოდეს გადაამეტებენ
  38. საკუთარ თავზე გაცინებაც შეუძლიათ
  39. ოპტიმისტები არიან, თუმცა, ამავდროულად, რეალისტებიც

ცხოვრების სწორი გზა

ალბათ, შენიშნე, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თვისება კარგ ადამიანს ეკუთვნის: ის სხვებისთვისაც კეთილის მსურველია, არ სჭირდება „ტაქტიკებით და ხრიკებით“ მოქმედება, უბრალოდ ცხოვრების სწორ გზას გვთავაზობს. როდესაც ამ თვისებების საკუთარ ცხოვრებაში დანერგვას დაიწყებ, შენ პიროვნებაში საგრძნობელ ცვლილებებს შენიშნავ.

ჩვევების რეალურ ცხოვრებაში დანერგვა

შესამჩნევ ცვლილებას მხოლოდ მაშინ მიაღწევ, როდესაც საკუთარ ქცევებში, დროთა განმავლობაში, განუწყვეტლივ მცირე შესწორებებს შეიტან. ავტორის პირადი გამოცდილებით, სასურველია, საწყის ეტაპზე 1-2 თვისებაზე ფოკუსირდე და ყურადღება ყოველდღიურად მათზე გაამახვილო, სანამ ისინი ბუნებრივ ჩვევებად არ გექცევა; შემდეგ კი — სხვებზე გადახვიდე. თუმცა, ამ თვისებების გასათავისებელი მოკლე გზა არ არსებობს: ეს, შენი მხრიდან, მართლაც დაუღალავ შრომას და კონცენტრირებას მოითხოვს.

დამატებითი ინფორმაციის მოძიება

თუ ამ საკითხებმა მართლაც დაგაინტერესა, 1-2 კარგ წიგნსაც გირჩევთ: გადაიკითხე დეილ კარნეგის „როგორ შევიძინოთ მეგობრები და გავლენა მოვახდინოთ ადამიანებზე“ (How to Win Friends and Influence People by Dale Carnegie) და ალ სუიცლერის, ჯოზეფ გრენის, კერი პატერსონის და რონ მაკმილანის „გადამწყვეტი დიალოგები“ (Crucial Conversations by Al Switzler, Joseph Grenny, Kerry Patterson, and Ron McMillan).



წყარო: <a href="http://www.inc.com/andrew-thomas/39-extraordinary-traits-of-likable-people.html">Inc.</a>