თუ გსურთ უკეთესი იყოთ - 11 გზა იმისთვის, რომ გახდეთ უფრო წარმატებული და ბედნიერი
- 08.04.2017
ზოგჯერ ადამიანებს ჰგონიათ, რომ სწორ გზაზე დგანან, ცხოვრობენ ისე, როგორც სწორად მიაჩნიათ, თუმცა მაინც არ არიან ბედნიერები. საჭიროა, სწრაფად მიხვდეთ, რომ ცვლილებების დრო დადგა და პირველ რიგში, საკუთარ თავში უნდა შეცვალოთ რაღაც და გახდეთ უკეთესი, უფრო წარმატებული და ბედნიერი.
გთავაზობთ 11 ხერხს, რომელიც გარდაქმნაში დაგეხმარებათ. მაშ ასე, დაიწყეთ საკუთარი თავის კორექტირება:
1. გაასუფთავეთ კარადა - ეს საუკეთესო თერაპიაა. გაყიდეთ, ან გააჩუქეთ ტანსაცმელი, რომელსაც აღარასოდეს ჩაიცვამთ, მაგრამ ჯერ კიდევ ახალივითაა. მოაწყვეთ თქვენი სამოსის სივრცე ისე, რომ იქ მხოლოდ ის ტანსაცმელი იყოს, რომელსაც ნამდვილად იცვამთ.
2. მოუარეთ კანს და ეს ყოველდღიურ რუტინად აქციეთ - უნდა აღინიშნოს, რომ ბევრ ჩვენგანს არ უყვარს კანის სათანადოდ მოვლა. გახსოვდეთ, რომ თუ გინდათ იბრწყინოთ, კანის მოვლაში საკმაოდ დიდი ინვესტიციის და ასევე, ნებისყოფის ჩადება მოგიწევთ.
3. გიყვარდეთ თქვენი სხეული - იკვებეთ სწორად, ივარჯიშეთ და მოუარეთ მას.
4. ნუ მოიკლებთ ძილს - გახსოვდეთ, რომ ღამით „ფეისბუქის“ სქროლვას სასარგებლო არაფერი მოაქვს. ეს უბრალოდ დროს გართმევთ ძილისთვის. გახსოვდეთ, რომ ძილი ამცირებს სტრესს, გეხმარებათ წონის შენარჩუნებაში, დილით კი, გამოძინებული და დასვენებული სახე გაქვთ.
5. იყავით გაბედული - აღმოაჩინეთ უფრო მეტი საკუთარ თავში. დატოვეთ წარსულში ბარიერები, რომლებიც თავს დაუწესეთ, გახსენით ახალი ჰორიზონტები, როგორც პროფესიულ, ასევე პირად ცხოვრებაში.
6. შეეშვით საქმის გადადებას - ნუ გადადებთ საქმეს ხვალისთვის, როცა დღეს შეგიძლიათ გააკეთოთ.
7. არ იწუწუნოთ - თუ ვინმე, ან რამე დისკომფორტს გიქმნით და რთული პერიოდი გაქვთ, არ იწუწუნოთ. უმჯობესია გადადგათ ქმედითი ნაბიჯები ყველაფრის გამოსასწორებლად.
8. იმოგზაურეთ - მოგზაურობა გიტოვებთ გამოცდილებას და წარუშლელ შთაბეჭდილებებს.
9. შეწყვიტეთ საკუთარი თავის წამება - თუ დაიღალეთ, დაისვენეთ. ნუ დაიტანჯავთ და გაიწამებთ თავს რაიმის გადაჭარბებულად კეთებით.
10. დატოვეთ წარსულში ადამიანები, რომლებიც არ ღირს თქვენს ემოციებად და ძალისხმევად - თუ ვინმე ტანჯვასა და ტკივილს გაყენებთ, აუცილებლად სწრაფად უნდა ამოშალოთ ის თქვენი ცხოვრებიდან.
11. და ბოლოს, შეიყვარეთ საკუთარი თავი და გააკეთეთ ყველაფერი ბედნიერებისთვის.
თემები: თავის მოვლა, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="http://www.femalenetwork.com">http://www.femalenetwork.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია