LIFE

როგორ დავივიწყოთ ყოფილი? – 2 მთავარი შეცდომა, რომელიც ურთიერთობის დასრულების შემდეგ არ უნდა დაუშვათ

როგორ დავივიწყოთ ყოფილი? – 2 მთავარი შეცდომა, რომელიც ურთიერთობის დასრულების შემდეგ არ უნდა დაუშვათ

საყვარელი ადამიანის დაკარგვას, ურთიერთობის დასრულებას ყოველთვის ახლავს მტანჯველი, მტკივნეული და ემოციურად ურთულესი პერიოდი.

ზოგჯერ შეპყრობილები ვართ ყოფილი პარტნიორით, რაც ძირითადად ორი ქმედებით გამოიხატება - ან ვაძაგებთ მას, ან ვაიდეალებთ.

როდესაც მას ვაძაგებთ, ვიხსენებთ ყველაფერს ცუდს, რაც გაგვიკეთა და რაც მასთან ურთიერთობამ მოგვიტანა. კონცენტრირებას ვაკეთებთ „ექსის“ უარყოფით მხარეებზე. გონებაში დამახინჯებულ არსებად წარმოვიდგენთ და ზოგჯერ გვჯერა, რომ ის ამორალური და ფსიქოპატია. რა თქმა უნდა, მისი ძაგება გულის ტკივილს და წუხილს წამიერად ანელებს, თუმცა თქვენი ქმედება შემაშფოთებელია, რადგან მიუთითებს, რომ უბრალოდ შეპყრობილი ხართ მისით.

რაც შეეხება ყოფილის გაიდეალებას, თუ ასე იქცევით, ამ დროს იხსენებთ ყველაფერს პოზიტიურს, რაც მასთან გაკავშირებდათ. წარმოიდგენთ, რომ ის იდეალურია. ფიქრობთ, რომ ეს ურთიერთობა თქვენთვის საუკეთესო რამ იყო ცხოვრებაში და მსგავსი აღარ განმეორდება. საკუთარ თავს უსარგებლოს უწოდებთ, ხოლო „ექსი“ სრულყოფილად მიგაჩნიათ. ეს ძალიან მტკივნეულია.

იდეალიზება ყოფილის ისევე, როგორც მისი ძაგება, რეალობის შეგრძნებას გვაკარგვინებს და ვერ ვეგუებით, რომ ის დავკარგეთ.

სანამ უკიდურესობაში გადავარდნილხართ, განიხილეთ ეს ურთიერთობა, დაშორების მიზეზები. სცადეთ მკაფიოდ დაინახოთ განშორების მიზეზში როგორც მისი, ასევე საკუთარი როლი.

გასაგებია, რომ გიჭირთ ახალ რეალობასთან შეგუება, სამყაროსთან, სადაც ის თქვენ გვერდით არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ შეპყრობილი უნდა იყოთ.

და მაინც, თუკი ხართ შეპყრობილი, დაწერეთ თქვენი და თქვენი ყოფილის როლი ურთიერთობის დანგრევის თვალსაზრისით - კარგი, ცუდი და საშინელი. დაწერეთ ამბავი - რა მოხდა რეალურად. ეცადეთ, ცივი გონებით შეხედოთ ყველაფერს. არაუშავს, თუ მხოლოდ დარდობთ, ეს ბუნებრივი და ნორმალურია - შეძლებთ ნორმალური ცხოვრების გაგრძელებას.

თუ ცივი გონებით არ შეხედავთ და არ განსჯით მოცემულ რეალობას, მხოლოდ პოზიტიურ, ან მხოლოდ ნეგატიურ ასპექტებზე აკეთებთ აქცენტს, ეს მხოლოდ ტკივილს მოგიტანთ.

სცადეთ და იფიქრეთ მხოლოდ ისეთ საკითხებზე, რომლებიც გაგათავისუფლებენ შეპყრობილი ფიქრებისგან.



<a href="https://www.psychologytoday.com">https://www.psychologytoday.com</a>