LIFE

ალბერტ აინშტაინის მიხედვით ბედნიერება ადამიანის ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა

ალბერტ აინშტაინის მიხედვით ბედნიერება ადამიანის ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა

რა არის პირველი რამ, რაზეც გაღვიძებისთანავე გეფიქრება? სამსახურეობრივი პასუხისმგებლობები? შესამოწმებელი ელექტრონული ფოსტა? უამრავი საქმე, რომელიც დღის ბოლომდე უნდა შეასრულო? 

თუ...

უბრალოდ, ფიქრობთ იმაზე, რაც ბედნიერებას განიჭებთ? შვილებზე, რომლებსაც სკოლაში კოცნით აცილებთ, მეუღლესა და პარტნიორზე, რომელსაც სახლში დაბრუნებისას ჩახუტებით ხვდებით? ან იმ ფაქტზე ფიქრობთ, რომ მიუხედავად იმისა, ყველაფერი, რაც გსურთ არ გაქვთ, მაინც კარგად გრძნობთ თავს?

ალბერტ აინშტაინის მიხედვით ბედნიერება ადამიანის ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა

ალბერტ აინშტაინმა ერთხელ თქვა:

"ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც ვიღებთ ის არის, გვჯეროდეს იმის, რომ მეგობრულ სამყაროში ვცხოვრობთ თუ მტრულში". 

როგორია თქვენი სამყარო? როგორ აღიქვამთ მას? ეს გადაწყვეტილება მხოლოდ თქვენ უნდა მიიღოთ. ყოველ დილას, საკუთარ თავს, სასურველია ჰკითხოთ, როგორია რეალობა რომელშიც არსებობთ, რომელშიც ცხოვრობდით და იცხოვრებთ. თქვენი დამოკიდებულება და ხედვა მკვეთრად განსაზღვრავს თქვენს ცხოვრებას. უფრო ზუსტად კი, იმ ნათელი ფერებისა და შუქის რაოდენობას, რომელიც მასში არსებობს. 

ალბერტ აინშტაინის მიხედვით ბედნიერება ადამიანის ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა

მსგავს გადაწყვეტილებებში ხშირად გვეხმარება მოულოდნელობები, რომლებიც ადამიანების ცხოვრებაში ხშირად ხდება. რა თქმა უნდა, მოულოდნელობები და გაუთვალისწინებლობები, ხშირად, უარყოფითია, გვაფერხებს და გვაბრკოლებს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველთვის არსებობს გამოსავალი, ყველაფერზე იმარჯვებს მოთმინება და დადებითი განწყობა. როცა გვჯერა იმის, რომ სამყარო, რომელშიც ვხოვრობთ დადებითია, რთულია ჩვენი ფიქრების ნეგატიურისკენ მიმართვა. 

მეტი მოთმინება, მეტი ღიმილი, მეტი იმედი... და გახსოვდეთ:

კარგი ბადებს კარგს 

ალბერტ აინშტაინის მიხედვით ბედნიერება ადამიანის ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა

დღის ბოლოს აუცილებლად გადაავლეთ თვალი ყველაფერს, რაც დღის განმავლობაში შეგემთხვათ და აღმოაჩენთ ძალიან ბევრ დადებითს. ისწავლეთ ისიამოვნოთ მცირედითაც, რადგან, სიამოვნების შეგრძნება ასტიმულირებს თქვენს გონებას და ამძაფრებს კმაყოფილებისა და სიამოვნების გრძნობას. სხვა სიტყვებით ცოტა ბანალურადაც რომ გითხრათ, თუ სამყაროში სიკეთესა და პოზიტივს მეტად ეძებთ, ვიდრე უარყოფითს, სანაცვლოდ, ყოველთვის მეტ სიკეთესა და დადებითს მიიღებთ. 

პოზიტიურად ფიქრი ჯანმრთელობაა

ალბერტ აინშტაინის მიხედვით ბედნიერება ადამიანის ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა

ადამიანის განწყობა ილუზია არ არის, რომელსაც ძალით იქმნის. პირიქით, იგი იმდენად გავლენიანი რამეა, რომ განსაზღვრავს კიდეც ადამიანის ცხოვრებას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასაც. 

სამყაროს პოზიტიური აღქმა ეხმარება ადამიანებს სტრესის დაძლევაში, დეპრესიის თავიდან არიდებაში, შფოთვის დამარცხებასა და ხდის მას სტაბილურს და გაწონასწორებულს, მიუხედავად იმისა, რა ხდება მის ირგვლივ. ადამიანები, რომლებიც სამყაროს ნათელი მხრიდან აღიქვამენ, გაცილებით მარტივად უმკლავდებიან პრობლემებს, ვიდრე ისინი, ვინც არ ამახვილებს ყურადღებას ამაზე. 

როგორ დავიწყოთ დღე პოზიტიურად? 

ალბერტ აინშტაინის მიხედვით ბედნიერება ადამიანის ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა

თუ აქამდე არ გიფიქრიათ განწყობის მნიშვნელოვან როლზე თქვენს ყოველდღიურობაში, გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რაც დაგეხმარებათ გაღვიძებისთანავე შეიქმნათ დადებითი განწყობა და დაინახოთ მცირე, თუმცა, ნათელი წერტილები, რომლებიც ჭარბად არსებობს თქვენს ცხოვრებაში:

  • აუცილებლად შეთანხმდით საკუთარ თავთან, რომ დღე, რომელიც იწყება იქნება დადებითი, მეტიც, შესანიშნავი!
  • კონცენტრირდით ისეთ საკითხებზე, რაც ფიქრობთ, რომ ბედნიერებას განიჭებთ - იქნება ეს სამსახურის შემდეგ შვილების ნახვა თუ იმ პროექტის არაპროგნოზირებადი დასასრული, რომელზეც მუშაობთ. 
  • დააფასეთ ყველაფერი რაც გაქვთ - ნურასოდეს ჩამოუშვებთ ცხვირს იმის გამო, რომ რაღაც არ გაქვთ. თქვენ ჯანმრთელი ხართ, შეგიძლიათ იმუშაოთ, იზრუნოთ შვილებზე და საყვარელ ადამიანებზე. ეს მთავარია!
  • დაფიქრდით, ვინ გაყენებთ დადებით განწყობაზე და ეცადეთ მეტი დრო გაატაროთ მათთან. 
ალბერტ აინშტაინის მიხედვით ბედნიერება ადამიანის ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა

ყველაფერი 100%-ით რიგზე არასოდეს იქნება, ამის ლოდინში დროს ნუ დაკარგავთ. თქვენ მხოლოდ ის უნდა გააკეთოთ, რაც მოგეთხოვებათ - მეტი მოთმინება, მეტი ღიმილი, მეტი იმედი... 

მართალია, მცირე, თუმცა, მტკიცე ნაბიჯებით, პროგრესს აუცილებლად განიცდით. 

ასე რომ, ხვალ აცილებლად ჰკითხეთ საკითარ თავს, როგორია თქვენი სამყარო, ცუდი თუ კარგი? გახსოვდეთ, არჩევანი ყოველთვის გაქვთ: მას დადებითსა და უარყოფითს, ოპტიმიზმსა და პესიმიზმს შორის აკეთებთ. რომელია საუკეთესო პერსპექტივა, ალბათ, თავადაც ხვდებით. 



inc.com