LIFE

ქორწინების საშუალო ასაკი მსოფლიოს ქვეყნებსა და საქართველოში

ქორწინების საშუალო ასაკი მსოფლიოს ქვეყნებსა და საქართველოში

მშობლებს, ყოველწლიურად გაცილებით მეტი მიზეზი აქვთ ჰკითხონ თავიანთ შვილებს როდის აპირებენ დაოჯახებას ან აპირებენ თუ არა. ქორწინების საშუალო ასაკი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გაიზარდა და შესაბამისად, გვიანი ქორწინება ან მასზე უარის თქმა მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყნის აქტუალურ საკითხად დგას. 

ქორწინების საშუალო ასაკი მსოფლიოს ქვეყნებსა და საქართველოში

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში ადამიანები გვიან ქორწინდებიან ან არ ქორწინდებიან, ამას ყველგან სხვადასხვა მიზეზი განაპირობებს. იმას, თუ რამდენი ათწლეულის განმავლობაში არიან ადამიანები დაუოჯახებლები, განსაზღვრავს როგორც ქვეყნის განვითარების დონე, სოციალური და ეკონომიკური ფაქტორები.

როგორც ცნობილია, ამერიკის, სამხრეთ ამერიკის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, ავსტრალიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ევროპის მოსახლეობა სხვა ქვეყნებთან შედარებით, საკმაოდ გვიან ასაკში იღებს დაოჯახების გადაწყვეტილებას. ასევე, საკმაოდ დიდ ასაკში ქორწინდებიან იაპონიაშიც. რაც შეეხება საქართველოს, 2014 წლის მონაცემებით, ქორწინების საშუალო ასაკი ქალებში 28 წელს, ხოლო მამაკაცებში 31 წელიწადს შეადგენს. 

ქორწინების საშუალო ასაკი მსოფლიოს ქვეყნებსა და საქართველოში

ისეთ მდიდარ ქვეყნებში, როგორიც არის დანია, ნორვეგია, შვეიცარია, ადამიანები 30 წლის ასაკში ქორწინდებიან. ხოლო განვითარების დაბალ საფეხურზე მყოფ ქვეყნებში, ქორწინების ასაკი 20 წლამდე მერყეობს. მიუხედავად იმისა, რომ ქორწინების ასაკს მეტწილად განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების დონე და ეკონომიკური მხარე, გვხვდება გამონაკლისი შემთხვევებიც. მაგალითად, აშშ-სთან შედარებით, ჩილეს, ისევე, როგორც საქართველოს განვითარების დონე საკმაოდ დაბალია, ქორწინების მაჩვენებელი სამივე ქვეყნის შემთხვევაში 28 წელია. 

ქორწინების საშუალო ასაკი მსოფლიოს ქვეყნებსა და საქართველოში

ქორწინების საშუალო ასაკი ქვეყნებში:

გერმანია - 33 წელი

ბრაზილია - 30 წელი 

იაპონია - 30 წელი 

ამერიკის შეერთებული შტატები - 28 წელი

გაერთიანებული სამეფო, ბრიტანეთი - 28 წელი

ტაილანდი - 27 წელი

თურქეთი - 27 წელი

საქართველო - 28 წელი 

რუსეთი - 26 წელი

ფილიპინები - 26 წელი 

ჩინეთი - 25 წელი 

ირანი - 25 წელი 

ნიგერია - 25 წელი 

ეგვიპტე - 24 წელი 

ვიეტნამი - 24 წელი 

მექსიკა - 24 წელი 

ეთიოპია - 23 წელი

კონგო - 23 წელი 

ინდოეთი - 22 - 23 წელი

ბანგლადეში - 22 წელი 

ინდონეზია 21 წელი

აღსანიშნავია ისიც, რომ მამაკაცებისა და ქალების ქორწინების ასაკი მკვეთრად განსხვავდება. მამაკაცები გაცილებით გვიან ქორწინდებიან, ვიდრე ქალები. 2014 წლამდე, საქართველოში რეგისტრირებულ ქორწინებათა 78%-ის შემთხვევაში, მამაკაცების ასაკი სჭარბობდა ქალებისას. იგივე პრაქტიკა აღინიშნება მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. მაგალითად, ღარიბ ქვეყნებში ასაკობრივი განსხვავება საკმაოდ მაღალია. ეგვიპტის მაგალითზე, ქალები, საშუალოდ 5 წლით ადრე ქორწინდებიან, ვიდრე მამაკაცები. თუმცა, რაც შეეხება ისეთ ქვეყნებს, როგორიც საფრანგეთია, ასაკობრივი განსხვავება 2 წელიწადს არ აღემატება. 

ქორწინების საშუალო ასაკი მსოფლიოს ქვეყნებსა და საქართველოში

მიუხედავად იმისა, რომ ქორწინების საშუალო ასაკი და მსოფლიო პრაქტიკა გამუდმებით დინამიკაშია, აღსანიშნავია, რომ ადამიანების უმრავლესობა მაინც ქორწინდება ან იურიდიული ქორწინების გარეშე თანაცხოვრებას ამჯობინებს.



businessinsider.com