LIFE

შესაძლებელია თუ არა მეგობრობა ქალსა და მამაკაცს შორის - მეგობრები თუ მომავალი შეყვარებულები...

შესაძლებელია თუ არა მეგობრობა ქალსა და მამაკაცს შორის - მეგობრები თუ მომავალი შეყვარებულები...

შესაძლებელია თუ არა მეგობრობა ქალსა და მამაკაცს შორის? თუ დადგენილია ურთიერთობის საზღვრები, მაშინ შესაძლებელია. უფრო მეტიც, ასეთი მეგობრობა შეიძლება უფრო გულწრფელი და ღრმა იყოს, თვლის ფსიქოთერაპევტი და წყვილების ურთიერთობების სპეციალისტი ესტერ პერელი.

ერთი მათგანის ფიზიკური ლტოლვის არარსებობა ხდის შესაძლებელს მეგობრობას და შეუძლებელს სიყვარულს

ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტია. მაგრამ მიზიდულობის საიდუმლოებები არ მუშაობენ ტანდემში. ერთს უფრო მეტი უნდა, მეორეს - არა. იმისათვის, რომ ურთიერთობა ნამდვილად გახდეს მეგობრული, შეყვარებულმა მხარემ სექსუალური ინტერესის არარსებობა უნდა მიიღოს როგორც საჩუქარი, და არა როგორც უარი. ეს მოითხოვს დროსა და ნდობას.

სწორია თუ არა ეს ყველასთვის? შეყვარება შეგვიძლია მარტივად, მეგობრობა კი ვითარდება თანდათან, ჩვენ ვამჟღავნებთ ზრუნვასა და მოთმინებას ერთმანეთის მიმართ. ჩვენ ვუტოვებთ საუკეთესოს, რაც გაგვაჩნია, მეგობრებს, და ხშირად ცუდად ვექცევით პარტნიორებს.

„მამაკაცს ქალთან მეგობრობა აძლევს შესაძლებლობას მოყვეს საკუთარი წარუმატებლობების შესახებ, რის გაკეთებაც საკმაოდ რთულია მამაკაცურ მეგობრობაში“.

შესაძლებელია თუ არა მეგობრობა ქალსა და მამაკაცს შორის - მეგობრები თუ მომავალი შეყვარებულები...

ქალი და მამაკაცის მეგობრობისას მუდმივად უნდა ვამოწმოთ საზღვრები. პარტნიორების ეჭვიანობა - ის მიზეზია, რომლის გამო ბევრი დარწმუნებულია, რომ მეგობრობა ქალსა და მამაკაცს შორის შეუძლებელია. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ პრობლემის გადასაჭრელი გასაღებია - ნდობა.

კვლევა, რომელიც ჟურნალ „პირადი და სოციალური ურთიერთობებში“ გამოქვეყნდა , ლინდა საპადინმა გამოკითხა 156 ქალი და მამაკაცი თემაზე, თუ რა მოსწონთ/არ მოსწონთ განსხვავებული სქესის წარმომადგენლების მეგობრობაში.

ქალების უმეტესობამ უარყოფითი აზრი გამოთქვა სექსუალური დაძაბულობის შესახებ. მაგრამ მამაკაცები თვლიან, რომ სექსუალური ლტოლვა - ქალისა და მამაკაცის მეგობრობის დაწყების მთავარი მიზეზია და ამან შეიძლება უფრო ღრმა გახადოს მეგობრული ურთიერთობები.

„მე მჯერა, რომ ჩვენ გაგვაჩნია უნარი გავაბათ უამრავი ტიპის ურთიერთობები მამაკაცებთან, მაგრამ ჩემთვის მეგობრობა ქალსა და მამაკაცს შორის - უნიკალური ძაფია, რომელიც უნდა იყოს შეფასებული ღირსეულად“ - წერს ლინდა.



<a href="http://www.psychologies.ru/">http://www.psychologies.ru/</a>