დედამიწაზე 7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. მათი დიდი დიდი ნაწილი ჩვევებით, მსოფლხედვით ერთმანეთს ჰგავს, ხოლო როცა განსხვავებულს აღმოაჩენენ, მას არანორმალურად მიიჩნევენ.
გთავაზობთ 7 ინდიკატორს. თუ ეს შვიდი რამ გახასიათებთ, იცოდეთ, რომ უმცირესობაში ხართ და უმრავლესობა თქვენ ნორმალურ ადამიანად არ მიგიჩნევთ:
1. შეგიძლიათ ენის მომრგვალება? - თუ ენის მომრგვალება გიჭირთ, უმცირესობაში ხართ და თქვენ ნორმალურად არავინ მიგიჩნევთ. დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 85% ამას უპრობლემოდ აკეთებს.
2. წითური ხართ? - მსოფლიოს მოსახლეობის 0,5 პროცენტში შედიხართ. წარმოიდგინეთ, როგორ უმცირესობაში ხართ და ნუ გაგიკვირდებათ, რომ თქვენი თმის ფერს სხვები ნორმალურად არ მიიჩნევენ.
3. კიდევ გაქვთ სიბრძნის კბილი? - თუ სიბრძნის კბილი ჯერ კიდევ გაქვთ, თქვენ უმცირესობაში ხართ. მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 65 პროცენტს უკვე ამოღებული აქვს სიბრძნის კბილი.
4. ხართ ცაცია? - უმცირესობაში ხართ. მსოფლიო მოსახლეობის ნხოლოდ 15 %-ია ცაცია.
5. დაქორწინებული ხართ? - თუ თითზე ბეჭედი არ გიკეთიათ, თქვენ არ ხართ ნორმალური, იმიტომ რომ ხუთიდან ოთხი მოზრდილი ადამიანი მსოფლიოში დაქორწინებულია.
6. თებერვალში დაიბადეთ? - მსოფლიოს მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილია თებერვალში დაბადებული. უმეტესობა აგვისტოსა და სექტემბერში იბადება.
7. გიყვართ რძე? - გსიამოვნებს რძის დალევა? - ეს ნამდვილად თქვენს არანორმალურობაზე მიუთითებს იმიტომ, რომ მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 75 პროცენტს რძე ეზიზღება.
თემები: თავდაჯერებულობა, ცხოვრება, ნიშანი, არანორმალური
<a href="https://www.indy100.com">https://www.indy100.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია