1. სწორი კონტურული მაკიაჟი - ის, თუ როგორი კონტურული მაკიაჟი უნდა გაიკეთოთ, აბსოლუტურადაა დამოკიდებული თქვენი სახის მოყვანილობაზე, მაგრამ არსებობს ერთი წესი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს - კონტურული ჩრდილები უნდა გავიკეთოთ იმ ზონაში, რომელთა დაფარვაც გვსურს, ხოლო „ჰაილაითერი“ წავისვათ იმ ადგილებზე, რომელთა გამოკვეთაც გვინდა.
2. წარბის გაკეთების ორი პრინციპი - 1. წარბის სიგანე უნდა შეესაბამებოდეს ზედა ტუჩის სიგანეს. დიდ თვალებს უფრო სქელი წარბი უხდება. თუ პატარა თვალები გაქვთ, მაშინ წარბი უნდა დაიწვრილოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თვალები ძალიან პატარა გამოჩნდება. 2. განვიხილოთ მანძილი თალსა და წარბს შორის - თუ თვალთან ის დიდი მანძილითაა დაშორებული, სქელი წარბი უფრო მოგიხდებათ, ხოლო თუ ახლოს არის თვალთან, მაშინ ის არ უნდა იყოს სქელი.
3. თვალის „ლაინერი“ - სწორი ხაზის გავლება თვალის ზედა ნაწილზე რთული ამოცანაა. თუ „ლაინერის“ გარდა ხელში არაფერი გაქვთ, მონიშნეთ ზედა ქუთუთოზე მცირე წერტილები და შემდეგ ისინი ერთმანეთთან დააკავშირეთ.
4. თუ მაკიაჟს საკუთარი ხელით, სახლის პირობებში იკეთებთ, გამოიყენეთ ჩანგალი, ან კოვზი - ეს ერთ-ერთი მარტივი და სწრაფი მეთოდია თვალზე „ლაინერის“ საკუთარი ხელით სწორად წასასმელად.
5. ასევე, ნუ დაგავიწყდებათ თქვენი საკრედიტო ბარათი - ამ და სხვა მსგავსი ბარათის გამოყენება ნამდვილად კარგი ხრიკია თვალზე ‘’ლაინერის“ წასასმელად.
6. გამოიყენეთ პატარა ფირფიტები იმისთვის, რომ „ლაინერი“ არასასურველ ადგილას არ წაისვათ - დაიმაგრეთ ის თვალზე ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები, ახლა კი, შეგიძლიათ თვალზე ხაზის გავლება.
7. თუ გსურთ, რომ წამწამები გრძელი და აპრეხილი იყოს - გააცხელეთ შესაბამისი ხელსაწყო თმის ფენით და ამის შემდეგ გამოიყენეთ ის წამწამების ასაპრეხად.
8. მოაშორეთ ზედმეტი ტუში ფუნჯს, წამწამებზე წასმამდე.
9. ტუჩები უფრო სქელი რომ გამოჩნდეს - ამისთვის ტუჩის შუა ნაწილში წაისვით ღია ფერის საცხი და შემდეგ წაისვით ის ტუჩსაცხი, რომელიც გსურთ.
თემები: თავის მოვლა, მაკიაჟი, რჩევები ქალებს, ქალები, რჩევები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია