როგორი თეთრეული უნდა ჩაიცვათ ქალებმა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
- 08.05.2017
1. ვერძი - ხართ ენერგიული და არასოდეს იხევთ უკან. გსურთ შთაბეჭდილების მოხდენა ყველაგნ სადაც ხართ. წითელი თქვენი საყვარელი ფერია, რომელიც ხაზს უსვამს თქვენს ძალას. ასეთი „ბოდე“ თეთრეულითქვენთვისაა, მასში კარგად ჩანს სილუეტი და იკვეთება ძალა.
2. კურო - კუროს უყვარს ყველაფერი ლამაზი და დახვეწილი. გიჟდება მაქმანებზე. შერეულ დიზაინზე, რომელშიც სხვადასხვაგვარი ტექსტურაა გამოყენებული. ვარდისფერი არის ფერი, რომელიც ყველაზე მეტად შეგეფერებათ.
3. ტყუპები - ტყუპებს ყველაფერი მხიარული და მარტივი უყვართ. მწვანე წინსვლისა და მშვიდობის ფერია. ეს მწვანე, დეტალებით გაწყობილი თეთრეული გარდა იმისა რომ ამაღლებულ განწყობას შეგიქმნით, ასევე უფრო მიმზიდველს გაგხდით.
4. კირჩხიბი - ემოციურ კირჩხიბს სურს ყოველთვის მიმზიდველად და რომანტიკულად გამოიყურებოდეს. ამიტომ ეს თეთრეული თქვენთვისაა.
5. ლომი - ძლიერი და მუდამ ტონუსში მყოფი ლომისთვის საყვარელი თეთრეული ასეთია - სპორტული ბრა და შორტის მსგავსი ქვედა საცვალი, ფერი მარჯნისფერი. დარწმუნებული იყავით რომ ეს თქვენს საყვარელ ადამიანს შეუმჩნეველი არ დარჩება და ბევრ კომპლიმენტს მიიღებთ.
6. ქალწული - თქვენ არ გიყვართ სიშიშვლის ჩვენება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სექსუალურად არ იცვამთ. ამ თეთრეულში თქვენი დაფარული სხეული გაცილებით უფრო მიმზიდველია.
7. სასწორი - ეს მაღალწელიანი თეთრეული თქვენს სილუეტს კიდევ უფრო გამოკვეთს და სექსუალურს წარმოგაჩნეთ. რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო მიმზიდველი?!
8. მორიელი - ვნებიან მორიელს თეთრეულიც შესაბამისი უნდა ეცვას. ეს მეწამული ფერის სექსუალური სამოსი თქვენ სასურველად გაქცევთ.
9. მშვილდოსანი - სპონტანური მშვილდოსნისთვის არის თეთრეული, რომელიც მას გამოადგება როგორც დღის განმავლობაში, ასევე ღამით. არავინ იცის როდის მოიფიქრებს სადმე წასვლას, ამიტომ ასეთი თეთრეული თქვენთვის იდეალურია.
10. თხის რქა - თხის რქა დახვეწილი და ძლიერია. იპოვეთ ისეთი სტილი, რომელიც თქვენს ხასიათსა და სტაბილურობას უსვამს ხაზს. შავი, ელეგანტური „ბოდე“ თეთრეული თქვენთვისაა.
11. მერწყული - ზოგჯერ თქვენ თამამი და ძალიან სექსუალური ხართ, ხანდახან კი, მორცხვი. მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა დღეს როგორ ხასიათზე გაიღვიძეთ, ფირუზისფერი არის ის, რაც ყოველთვის თქვენია. ამიტომ თეთრეულის შერჩევის დროსაც ამ ფერზე გაამახვილეთ ყურადღება.
12. თევზები - თევზებმა არჩევანი მწვანე ფერის თეთრეულზე უნდა შეაჩერონ, რადგანაც ეს მათი ფერია. თავს კომფორტულად იგრძნობთ თავს ისეთ თეთრეულშიც, რომელსაც სულ მცირე დეტალი მაინც ექნება მწვანე.
თემები: ქალები, ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, თეთრეული
<a href="http://www.popsugar.com">www.popsugar.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია