4 წესი, რომლებიც სკანდინავიელებს დედამიწაზე ყველაზე ბედნიერ ადამიანებად აქცევს
- 11.05.2017
1. თავდაჭერილობა და სხვის მიმართ პატივისცემა
სკანდინავიის ქვეყნებში არსებობს ე.წ. იანტეს კანონი - დაუწერელი წესების სია.
- არ იფიქრო, რომ განსაკუთრებული ხარ.
- არ იფიქრო, რომ ჩვენი შესაფერისი ხარ.
- არ იფიქრო, რომ ჩვენზე ჭკვიანი ხარ.
- ნუ გეჩვენება, რომ ჩვენზე უკეთესი ხარ.
- არ იფიქრო, რომ ჩვენზე მეტი იცი.
- არ იფიქრო, რომ ჩვენზე მნიშვნელოვანი ხარ.
- არ იფიქრო, რომ ყველაფერი იცი.
- არ უნდა დაგვცინო.
- არ იფიქრო, რომ ვინმეს შენთან საქმე აქვს.
- არ იფიქრო, რომ შენ ჭკუა უნდა გვასწავლო.
თუმცა თავად სკანდინავიელები პერიოდულად ხუმრობენ ამ კანონზე, მაგრამ ის ნამდვილად ეხმარება შექმნან მეგობრული და შეკრული საზოგადოება.
2. ბალანსი ოჯახსა და სამსახურს შორის
სკანდინავებმა კარგად იციან, როგორი მნიშვნელოვანია გამოიჩინო საკმარისი ყურადღება ოჯახისა და სამსახურის მიმართ. დანიაში ბევრი ოფისი და საწარმო უკვე საღამოს 5 საათზე იხურება, ნორვეგიაში კი, მაგალითისთვის, ახლახანს შემოიღეს 6-საათიანი სამუშაო დღე: ასე ეფექტურობაც არ ვარდება, და თანამშრომლებიც ასწრებენ დასვენებას ოჯახურ წრეში.
3. ოჯახური კერის სითბო
დანიელებს გააჩნიათ ერთი შესანიშნავი სიტყვა, რომელიც ნიშნავს სიმყუდროვეს სახლში, და ნათესავური და მეგობრული ურთიერთობების სითბოს, - „ჰიუგე“ (hygge). ეს ასეთი საყვარელი შეკრებებია სანთლისა და ბუხრის შუქზე უამრავი გემრიელი საჭმელით, სასმელითა და საუბრებით.
4. რეალისტური მოლოდინი
თავის წიგნში „ბედნიერები, როგორც დანიელები“ მალინ რიუდალი გვიზიარებს საკუთარი ხალხის ბედნიერების რეცეპტს. ერთ-ერთ უმნიშვნელოვან საიდუმლოდ ის თვლის რეალისტური მოლოდინის ფორმულირების უნარს, რაც სულაც არ ნიშნავს ოცნებისა და ამბიციური მიზნების შეწყვეტას. რაც უფრო ნაკლები გვაქვს მეგობრებისა და ახლობლების მიმართ ამაღლებული მოლოდინი, მით უფრო მეტი შანსია სასიამოვნოდ გაგვიკვირდეს. სხვა ადამიანებთან საკუთარი თავის შედარება ასევე არ წარმოადენს საუკეთესო გზას ბედნიერებისკენ.
თემები: სიყვარული, ბედნიერება, მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="http://www.adme.ru">www.adme.ru</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია