საყვარელ ადამიანს ბევრი რამ შეგვიძლია მოვთხოვოთ. განსაკუთრებით კი პატივისცემა, ერთგულება და პატიოსნება. ეს მნიშვნელოვანია ნებისმიერი ურთიერთობისთვის.
თუმცა ზოგჯერ ვცდებით საზღვრებს და ვითხოვთ ისეთ რაღაცებს, რისი მოთხოვნაც არ შეიძლება და ამის გამო, უმეტეს შემთხვევაში, ურთიერთობა ჩიხში შეგვყავს.
მაშ ასე, გაეცანით - 4 ძირითადი რამ, რაც საყვარელ ადამიანს არ უნდა მოსთხოვოთ:
1. არ უნდა მოითხოვოთ პარტნიორისგან რომ შეიცვალოს და სხვანაირი გახდეს - თქვენ არ გაქვთ უფლება მოსთხოვოთ ვინმეს შეცვლა. ადამიანები შეიძლება შეიცვალონ, მაგრამ ამის ძლიერი სურვილი მათ თავად უნდა ჰქონდეთ. თუ თქვენს პარტნიორს არ აინტერესებს ცეკვა, ხელოვნება შეუძლებელია, მან სიამოვნება მიიღოს ბალეტით. მას შეუძლია გაგიწიოთ კომპანიონობა და წამოვიდეს თქვენთან ერთად, მაგრამ ეს მის კეთილშობილურ და რომანტიკულ ჟესტად უნდა მიიჩნიოთ და არ უნდა გქონდეთ მოლოდინი, რომ ბალეტს შეიყვარებს. მიიღეთ თქვენი პარტნიორი ისეთი, როგორიც არის.
2. არ აიძულოთ, რომ მისთვის ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობა შეწყვიტოს - პარტნიორს შეიძლება ჰყავდეს სულ ცოტა ერთი უახლოესი მეგობარი, ან ოჯახის წევრი, რომელიც არ მოგწონთ. თუმცა არ უნდა ელოდოთ, რომ ის ამ ადამიანთან თქვენი მოსაზრების საფუძველზე შეწყვეტს ურთიერთობას. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ არ გაქვთ უფლება უკარნახოთ ვისთან ჰქონდეს ურთიერთობა და ვისთან არა. ნუ შეურჩევთ მას მეგობრებს. გამორიცხულია, რომ ამან თქვენს ურთიერთობაზე დადებითად იმოქმედოს.
3. არ სთხოვოთ პარტნიორს, რომ უარი თქვას თავის გატაცებებზე - როდესაც არ ვიზიარებთ საყვარელი ადამიანის ჰობებს, ინტერესებს და ამას დაკარგულ დროდ მივიჩნევთ, ეს არ ნიშნავს, რომ ის აიძულოთ, უარი თქვას ამ ინტერესებზე. თქვენ ამით მას საკუთარ თავზე უარის თქმას სთხოვთ.
4. თქვენი პარტნიორი არ არის პასუხისმგებელი თქვენს ფინანსურ კომფორტზე - ის, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელია შვილების ფინანსურ კომფორტზე, მაგრამ თქვენ მისი შვილი არ ხართ, თქვენ მისი თანასწორი ხართ. მზად უნდა იყოთ პასუხისმგებლობის გაზიარებისთვის ნებისმიერ საკითხში და მათ შორის მაშინაც, როცა საქმე ფინანსებს ეხება.
თემები: სიყვარული, სასიყვარულო ურთიერთობა, რჩევები ქალებს, მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="iheartintelligence.com">iheartintelligence.com</a>