სხვადასხვა ქვეყნების მკვლევარებმა შეისწავლეს ადამიანთა პიროვნული თვისებები და გამოყვეს 10 მათგანი, რომლებიც მომხიბვლელობას გვიკარგავს.
მაშ ასე, 10 რამ, რაც ნაკლებად მომხიბვლელს წარმოგაჩენთ:
1. სტრესი - ჟურნალში „ბიოლოგიის წერილები“ 2013 გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ნაჩვენები იყო, რომ ქალი, რომელსაც სტრესის ჰორმონი - კორტიზოლი მაღალი აქვს, მამაკაცებისთვის ნაკლებად მიმზიდველებია.
2. არაკეთილსინდისიერება - კვლევის თანახმად, ტყუილი კიდევ ერთი, რამ არის რაც ადამიანს მომხიბვლელობას უკარგავს. ეს ეხება მცირე ტყუილსაც.
3. ძილის ნაკლებობა - 2010 წელს შვედმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ რაც უფრო ცოტა სძინავს ადამიანს, მით უფრო ნაკლებად მომხიბვლელია ის.
4. ემოციები - 2014 წელს ჩინეთში შეისწავლეს ადამიანების ემოციები. კვლევაში ჩართულ მოხალისეებს გადაუRეს ფოტოები, რომლებზეც აღბეჭდილი იყო ადამიანთა ბუნებრივი ემოციები. ადამიანები, რომელთა ემოციებიც იყო ცუდი - უხეში, ბოროტი და ა.შ. იყვნენ ნაკლებად მომხიბვლელები.
5. სხეულის ენა - აშშ-ს ოთხი უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ როცა საუბრის დროს ადამიანს ხელები გადაჯვარედინებული აქვს და სხეულის ენით არ კონტაქტობს მსმენელთან, ნაკლებად მომხიბვლელია.
6. სიზარმაცე - ვისკონსინის უნივერსიტეტის პროფესორებმა დაადგინეს, რომ ზარმაცი ადამიანები მოსაწყენები და სხვებისთვის ნაკლებად მიმზიდველები არიან.
7. ზედმეტად ბედნიერი გამომეტყველება - 2011 წელს ერთ-ერთი ბრიტანული უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მამაკაცი, რომელიც ძალიან უღიმის ქალს, არ არის მომხიბვლელი.
8. ზედმეტი სიამაყე - ამავე კვლევამ დაადგინა, რომ ზედმეტად ამაყი ქალები მამაკაცებისთვის მიმზიდველები არ არიან.
9. სუნი - ახალი მექსიკის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ადამიანები რომლებსაც აქვთ ერთნაირი სურნელი, არ იზიდავენ ერთმანეთს.
10. არ აქვს იუმორის გრძნობა - ფსიქოლოგები მივიდნენ დასკვნამდე, რომ არ აქვს მნიშვნელობა სქესს, ადამიანი რომელსაც არ აქვს იუმორის გრძნობა, არ არის მომხიბვლელი.
თემები: სიყვარული, რჩევები ქალებს, მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები