1. შეწყვიტეთ ჩხუბი არაფრის გამო.
ისტერიკის გამართვა იმის გამო, რომ მას დაავიწყდა სარეცხი მანქანის ჩართვა ან რაღაც ისეთი არ თქვა, რასაც მოელოდით, თქვენი კაბის შესახებ, კარგს არაფერს არ მოგიტანთ.
2. არ დაგენანოთ კომპლიმენტები.
ყოველთვის ხმამაღლა აღნიშნეთ ის, რაც მასში მოგწონთ: უთხარით, რომ დღეს კარგად გამოიყურება ან შეაქეთ მისი წარმატებები მეგობრების თანდასწრებით. გააკეთეთ ეს რაც შეიძლება ხშირად.
3. გაატარეთ დრო მეგობრებთან ერთად.
დიახ, ურთიერთობების დასაწყისშიც კი, როცა ერთი წუთითაც ვერ ძლებთ ერთმანეთის გარეშე. დაიჯერეთ, ადრე თუ გვიან მეგობრები დაიკავებენ ძველ ადგილს თქვენს ცხოვრებაში.
4. იარეთ პაემნებზე.
პაემანი - ეს არა მხოლოდ ვახშამია სანთლის შუქზე ან ლაშქრობა კინოში. წადით ერთად ღამის კლუბში, მუზეუმში, სოკოს დასაკრეფად... არა აქვს მნიშვნელობა რით დაკავდებით, უბრალოდ გამოდით სახლიდან რაც შეიძლება ხშირად და ერთად გააკეთეთ რაღაც უჩვეულო.
5. თუ დაპატიჟებული ხართ, ერთად ეწვიეთ ოფიციალურ ღონისძიებებსა და ოჯახურ სადილებს.
დიახ, ეს ყოველთვის არ არის ხოლმე სამხიარულო. მაგრამ დაგვეთანხმეთ, არც ისეთი რთულია მოითმინო რაღაც 2-3 საათი. სამაგიეროდ მისთვის ეს როგორ ბევრს ნიშნავს.
6. პირდაპირ თქვით, რა არის თვენთვის მნიშვნელოვანი.
არავის არ შეუძლია წაიკითხოს სხვისი აზრები. განსაკუთრებით მამაკაცებს, რომლებიც გადაკრულ სიტყვასაც კი ძნელად იგებენ. ამიტომ პირდაპირ უთხარით სათქმელი.
7. ჩაატარეთ ექსპერიმენტები სექსში.
დაივიწყეთ სიმორცხვე. თუ ნამდვილად აპირებთ გაატაროთ ამ მამაკაცთან მრავალი წელი, ეცადეთ გაატაროთ ეს წლები სიყვარულის ნაპერწკალით.
8. ნაკლებად იწუწუნეთ.
წუწუნი და დაყვედრება - თუ ეს არის ყველაფერი, რასაც თქვენი მეგობრები ისმენენ თქვენი რჩეულის შესახებ, მაშინ არ გაგიკვირდეთ, თუ მალე ისინი ზუსტად მასევე დაიწყებენ ლაპარაკს მის შესახებ და ეცდებიან გადაგარჩინონ ურჩხულისგან.
9. არ განსაჯოთ სექსუალური ჩვევები.
თქვენ ხომ მაინც იცით, რამდენი დროა საჭირო, რომ ენდო ადამიანს და მოუყვე საკუთარი ფანტაზიების შესახებ. არ დასცინოთ. ის, რაც თქვენთვის სასაცილო და უცნაურია, მისთვის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს. პატივისცემით მოეკიდეთ.
10. ნუ იქექებით სხვის თეთრეულში.
ვინც ეძებს, ის ყოველთვის პოულობს. მის ფეისბუქში ქექვით ინტერესის ან წუთიერი ეჭვიანობის გამო, შეიძლება მართლაც იპოვნოთ ის, რისი ცოდნაც არ არის თქვენთვის საჭირო. შეიძლება ეს იყოს წუწუნი მეგობრებთან თქვენი ურთიერთობების თაობაზე ან მსუბუქი ფლირტი თანამშრომელთან. მისი გამოჭერის მცდელობა მხოლოდ წაგართმევთ ძილს, დაძაბავს სახლში მდგომარეობას და გააფუჭებს თქვენს, როგორც იდეალური ქალის, რეპუტაციას.
11. ყოველთვის მოუხადეთ ბოდიში.
დიახ, ეს არ არის ადვილი. მაგრამ თუ არ გადაწყვიტავთ ამ ერთ პრობლემას ახლა, შემდეგი ჩხუბის დროს უკვე ორი პრობლემა იქნება. არაფერი ცუდი არ არის იმაში, რომ აღიაროთ საკუთარი შეცდომა პირველმა.
12. რთულ მომენტში იფიქრეთ, რატომ და რისთვის ხართ ერთად.
ხანდახან გეჩვენება, რომ ყველაფერი ამაოა, ძალა აღარ გაქვს, ეს ადამიანი კი სულაც არ არის ის, ვინც გჭირდება. მაგრამ თქვენ რაღაცის გამო ხომ გიყვარდათ ის და კიდევ, გუშინ გინდოდათ მასთან ერთად ერთ დღეს სიკვდილი. ნუთუ ასეთი დანაღვლიანება ღირს ორი გატეხილი გულის?
თემები: სიყვარული, სასიყვარულო ურთიერთობა, რჩევები ქალებს, მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="http://elle.ua">http://elle.ua</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია