LIFE

თუ წიგნების კითხვა გიყვართ, თქვენ სასიამოვნო ადამიანი ხართ - ახალი კვლევის შედეგი

თუ წიგნების კითხვა გიყვართ, თქვენ სასიამოვნო ადამიანი ხართ - ახალი კვლევის შედეგი

კითხვა ადამიანს მხოლოდ ცოდნის გაღრმავებასა და სამყაროს შეცნობაში არ ეხმარება. როგორც კინგსტონის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, ის ასევე გარდაქმნის ადამიანს გაცილებით შთამბეჭდავად და სასიამოვნოდ, უვითარებს სხვადასხვა უნარებს.

კვლევამ აჩვენა, რომ „წიგნის ჭიები“ დანარჩენებთან შდარებით უფრო თავაზიანები და კეთილგანწყობილები იყვნენ სხვა ადამიანების მიმართ და მათი ქცევები უფრო სასიამოვნო იყო, ვიდრე მათი, ვინც კითხვაზე უფრო მეტ დროს ტელევიზორის ყურებას უთმობდა.

უფრო მეტიც, კვლევის დასკვნაში ნათქვამია, რომ ადამიანის ემოციურ ინტელექტსა და მსოფლაღქმაზე დიდ გავლენას ახდენს ის, თუ რა ჟანრის ლიტერატურა უყვარს მას.

ადამიანები, რომლებსაც უყვართ დრამა და ნაწარმოებები სიყვარულზე, აღმოჩნდნენ უფრო მეტად გულისხმიერები. ხოლო ისინი, ვინც რეგულარულად კითხულობენ ექსპერიმენტულ ნამუშევრებს გასხვავებულად აღიქვამენ მსოფლიოს და დანარჩენებზე უფრო კრეატიულები არიან.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ის, ვისაც კომედიური ჟანრი უყვარს, უფრო საკუთარ თავში ჩაკეტილი ადამიანია, ხოლო ფანტასტიკის მოყვარულებს კომუნიკაცია და ურთიერთობები გამოსდით კარგად.



<a href="http://www.femalenetwork.com">http://www.femalenetwork.com</a>