LIFE

Wizz Air-მა ქუთაისიდან ლიონის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო - Bonjour Lyon, Gamarjoba Kutaisi!

Wizz Air-მა ქუთაისიდან ლიონის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო - Bonjour Lyon, Gamarjoba Kutaisi!

 Wizz Air-მა, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონების ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადმა ავიაკომპანიამ, ოფიციალურად შეასრულა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისა და ლიონის სენტ-ეგზიუპერის აეროპორტის დამაკავშირებელი პირველი პირდაპირი რეისი. ახალი მარშრუტი, რომელიც კვირაში ორჯერ, სამშაბათობით და შაბათობით შესრულდება, მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს საქართველოსა და საფრანგეთს შორის მოგზაურობის და ეკონომიკური კავშირის გაძლიერებაში. ბილეთების შეძენა შესაძლებელია wizzair.com-სა და WIZZ აპლიკაციაში, ბილეთების ფასი კი 69.99 ლარიდან იწყება.

ლიონი, რომელიც ცნობილია მდიდარი ისტორიით, დახვეწილი გასტრონომიითა და აქტიური სპორტული ცხოვრებით, იდეალური ადგილია როგორც დამსვენებლებისთვის, ისე საქმიანი ადამიანებისა თუ ფეხბურთის მოყვარულებისთვის. მას ხშირად უწოდებენ საფრანგეთის გასტრონომიულ დედაქალაქს, რადგან აქ მრავლად შეხვდებით მსოფლიოში ცნობილ, მიშლენის ვარსკვლავი მქონე რესტორნებსა და ტრადიციულ ბუშონებს, რომლებიც ავთენტურ ლიონურ სამზარეულოს სთავაზობენ სტუმრებს. გარდა ამისა, ქალაქი მრავალ კულტურულ ფესტივალს მასპინძლობს, მათ შორის სინათლის ფესტივალს (Fête des Lumières), რომელიც ყოველწლიურად მილიონობით ვიზიტორს იზიდავს მთელი მსოფლიოდან.

საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყებიდან, Wizz Air გამუდმებით ცდილობს გადააჭარბოს მგზავრების მოლოდინებს და სთავაზობს მათ მიმართულებების ფართო სპექტრს, გამორჩეულ მომსახურებასა და ხელმისაწვდომ ტარიფებს.

2017 წლიდან ბაზრის უცვლელი ლიდერის პოზიციის დაკავების შემდეგ, Wizz Air 2025 წელსაც აგრძელებს ინდუსტრიის სტანდარტების დამკვიდრებას. ცოტა ხნის წინ, მან დანერგა ინოვაციური სისტემა Customer First Compass, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებელზე ორიენტირებულ ოპერაციებს და სასიამოვნო, ხელმისაწვდომი მოგზაურობის გამოცდილებით, მიზნად ისახავს მგზავრების კმაყოფილების გაზრდას.



დღეის მდგომარეობით, Wizz Air საქართველოში ქუთაისიდან 14 ქვეყანაში 26 მიმართულებით ოპერირებს, მათ შორისაა ახლად აღდგენილი რეისები მადრიდისა (ესპანეთი) და ჰამბურგის (გერმანია) მიმართულებით. 2012 წლის სექტემბერში ოპერირების დაწყებიდან, ავიაკომპანიამ 6.9 მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანა.

სალვატორე გაბრიელე იმპერიალე, Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერი:

ძალიან გვახარებს ქუთაისისა და ლიონის შორის პირდაპირი რეისის დაწყება, რაც კიდევ უფრო აფართოებს ჩვენს ქსელს და ქართველ მოგზაურებს უფრო ხელმისაწვდომ და მდგრად ვარიანტებს სთავაზობს. აღნიშნული მარშრუტი არა მხოლოდ აძლიერებს ორ ქვეყანას შორის კავშირს, არამედ ხსნის კულტურული გაცვლისა და ეკონომიკური თანამშრომლობის სრულიად ახალ კარს.“



საქართველოს აეროპორტების გაერთიანების აღმასრულებელი დირექტორი, ლევან მოსეშვილი:

„დღეიდან, სიამოვნებით ვთავაზობთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს კიდევ ერთ საინტერესო სიახლეს. ლიონი გახდა მესამე ფრანგული ქალაქი - პარიზისა და ნიცას შემდეგ - რომელიც პირდაპირ დაუკავშირდა საქართველოს საჰაერო გზით. ახალი მარშრუტი უზრუნველყოფს კომფორტულ მგზავრობას ქუთაისსა და საფრანგეთის ერთ-ერთ მთავარ კულტურულ და ეკონომიკურ ცენტრს შორის. ეს, ასევე, შესანიშნავი ამბავია ქართველი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის, რომლებსაც ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის მატჩებს, რომელიც ამჟამად ლიონის ოლიმპიკში და უყურონ მის თამაშებს ფეხბურთის ერთ-ერთ უდიდეს ეტაპზე - უეფას ჩემპიონთა ლიგაზე.“

ქუთაისი-ლიონის ახალი მარშრუტი, პარიზის პოპულარულ მარშრუტთან ერთად, განსაკუთრებულ შესაძლებლობას სთავაზობს ფეხბურთის გულშემატკივრებს და მათ საშუალებას აძლევს საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარსკვლავებს, რომლებიც ევროპის წამყვან კლუბებს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოადგენენ, პირდაპირ სათამაშო მოედანზე უყურონ.

ქუთაისი-ლიონის მარშრუტის ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია Wizz Air-ის ოფიციალურ ვებსაიტზე: www.wizzair.com.


ინფორმაცია ქუთაისი - ლიონის მარშრუტის შესახებ

მარშრუტი

სიხშირე

მინიმალური ფასი

პირველი ფრენა

ქუთაისი-ლიონი

სამშაბათი და შაბათი

69.99 ლარი

3 ივნისი, 2025

Wizz Air-ის შესახებ

Wizz Air-ი ოპერირებს 234 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა საუკეთესო არჩევანი 62,8 მილიონი მგზავრისთვის 2024 წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ხუთეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. 2019 და 2023 წლებში Wizz Air-იდასახელდა „წლის ავიაკომპანიად” ATA-ს მიერ. World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში Wizz Air-ი აღიარეს, როგორც ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია 2021-2024 წლებში, ხოლო CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-მა ავიაკომპანია დაასახელა, როგორც 2024 წლის „გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფი ევროპის, შუააზიისა და აფრიკის რეგიონებში”.


CAPA-ს, ავიაციის დაჯილდოების ცენტრის 2022-2024 წლების ბრწყინვალების ჯილდოების თანახმად, რომელიც აფასებს გლობალური ავიაკომპანიების გამონაბოლქვის ინტენსივობის მონაცემებს. Wizz Air დასახელდა ავიაკომპანია, რომელსაც სხვა გლობალურ და ევროპულ ავიაკომპანიებთან შედარებით, აქვს ყველაზე დაბალი CO2 გამონაბოლქვი ერთ RPK-ზე.