ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ნიშნების ეროგენული ზონები და სექსუალური ლტოლვა

ზოდიაქოს ნიშნების ეროგენული ზონები და სექსუალური ლტოლვა

ყველა ზოდიაქოს ნიშანს თავისი გამორჩეული ეროგენული ზონა აქვს, მაგალითად ვერძებს უყვართ თავის მასაჟი, ქალწულები კი მუცელზე კოცნისაგან ჭკუას კარგავენ.

 

ვერძი (ეროგენული ზონა - თავი)

ორივე სქესის ვერძებს, განსაკუთრებით მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებები თავსა და სახეზე აქვთ. ისინი მომენტალურად რეაგირებენ შუბლზე მსუბუქ მოფერებასა და თმასთან თამაშზე. შეეხეთ ვერძის საფეთქელს და სექსუალური ურთიერთობების საფუძველი ჩაყრილია.

ყურის ბიბილოს ფეტიშიც სწორედ ვერძებისგან მოდის. თუმცა, სინამდვილეში, ვერძი ყურში ოდნავი შებერვით უფრო აღიგზნება, ვიდრე ბიბილოს დაზელით. აღნიშნული ნერვული დაბოლოებების გამო, ქალ ვერძებს წვერებიანი მამაკაცის კოცნა ჭკუიდან შლით.

თუ საქმე მამაკაც ვერძთან გაქვთ, მაქსიმალურად აღსაგზნებად თითით ტუჩზე ფრთხილად შეეხეთ.

კურო (ეროგენული ზონა - კისერი)

კუროს მგრძნობიარე ზონა კისერია. დაიწყეთ კეფის არეში მსუბუქი მასაჟით და ნელ-ნელა კისერზე გადადით. არსებობს “შემთხვევითი” შეხების შეუზღუდავი შესაძლებლობები, მაგალითად: მამაკაცისათვის ჰალსტუხის გასწორებისას შეგიძლიათ უეცრად კისერზე დაუსვათ ხელი ან ფრჩხილი გადაატაროთ. თქვენ მისი რეაქცია გაგაოცებთ.

სანაპიროზე ქალის გაშიშვლებულ კისერს შეეხეთ, მაგალითად სილის ჩამოსაწმენდად და ეს მისთვის სიგნალი იქნება.
სულერთია კაცთან გაქვთ საქმე თუ ქალ კუროსთან, როდესაც თქვენ განმარტოებულნი ხართ (არაა აუცილებელი რომანტიკული ან სექსუალური მიზნით), კისერი ყურადღების ცენტრში მოაქციეთ, იგივე ზონაში კოცნა ან უვნებელი კბენა, მხოლოდ გაახურებს კუროს, თუმცა, არასოდეს დაგავიწყდეთ, კუროს ბუნებრიობა მოსწონს.

ტყუპები (ეროგენული ზონა - ხელები)

ტყუპების განსაკუთრებულად მგრძნობიარე ადგილი ხელებია. ქალები დადებითად რეაგირებენ ხელის კოცნაზე, ხოლო კაცებს ძალიან უყვართ, როდესაც მათ სათითაოდ უკოცნიან თითებს, შეეცადეთ თითებით ტყუპების ხელს წაეთამაშოთ - მოგეჩვენებათ, თითქოს ნერვული დაბოლოებები თავად ცდილობენ ერთმანეთთან შეხებას. თითის ბალიშების მოულოდნელმა მოფერებამ შეიძლება მთლიანი სხეულის თრთოლა გამოიწვიოს. ხშირად დაკავდით ტყუპებთან მასაჟით და არ მოერიდოთ მხრებს, მკლავებს და ხელებს.

კირჩხიბი (ეროგენული ზონა - მკერდი)

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ორივე სქესს, ყველაზე მეტ სიამოვნებას ენისა და კბილების მოზიარე ღრმა კოცნა ანიჭებს. ამ დროს მათ შეიძლება ორგაზმიც კი განიცადონ. თუმცა ყველაზე მგრძნობიარე ნაწილად მაინც მკერდი რჩება, ორივე სქესი საკმაოდ მწვავედ რეაგირებს დვრილების ორალურ და მანუალურ სტიმულაციაზე. აქტამდელ თამაშისას კი, მკერდთან კავშირი მხოლოდ გააღვივებს სექსუალურ ენერგიას.

ლომი (ეროგენული ზონა - გული და ხერხემალი)

ლომთან ერთად აბაზანაში განმარტოვდით - ზურგი მისი მგრძნობიარე ადგილია, კარგად დაუმასაჟეთ ღრუბლით, ფრთხილად ჩააცურეთ ხელი დაბლა და წყალში მოხერხებულად მოთავსდით. შეეხეთ პარტნიორს რაიმე ნაზი, ხავერდოვანი ქსოვილით ხერხემალზე, ლომი დაუოკებელი გახდება! ქალი ლომის აღსაგზნებად ქვედა მუცელზე მოფერებაც არ დაგავიწყდეთ.

ქალწული (ეროგენული ზონა - მუცელი და წელი)

ქალწული მთელი სხეულით მზადაა იგრძნოს პარტნიორის ალერსი ენით, განსაკუთრებით რეაგირებს პარალელურად თმაზე შეხებისას. წელზე ხელის შევლებაც განსაკუთრებულ ეფექტს მოახდენს.
ქალწულს სისუფთავის იდეაფიქსი აქვს, ასე რომ, შეეცადეთ შხაპის ქვეშ მოხვდეთ ერთად, ის ჭკუას დაკარგავს, თუ ჭიპის მიდამოებში ნაზად მოეფერებით.

სასწორი (ეროგენული ზონა- დუნდულები და ზურგის ქვედა ნაწილი)

სასწორისთვის განსაკუთრებით მგრძნობიარე ადგილი წელი და საჯდომია. ცეკვისას ან უბრალოდ გვერდიგვერდ სეირნობისას, ფრთხილად შეეხეთ მას წელზე - ეს უკვე მიზიდულობის ნიშანი იქნება. უფრო ინტიმურ სიტუაციაში კი წელის ქვედა და ზედა მიდამოებში ნაზი მასაჟი გაუკეთეთ - სასწორი ექსტაზში ჩავარდება!

მამაკაც სასწორს საჯდომზე ნებისმიერი შეხება გააგიჟებს, რადგან წელი და უკანა მხარე სასწორის ყველაზე მგრძნობიარე მიდამოა, (განსაკუთრებით ქალი) უპირატესობას ანიჭებს პოზებს, რომლებშიც მისი სხეულის ამ ნაწილს პარტნიორი კარგად ხედავს.

სხვათა შორის, სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანის სხვა ნიშნებისგან გამორჩევა საჯდომის თანაბარი, ლამაზი სფეროსებრი მოყვანილობით ძალიან ადვილია.

მორიელი (ეროგენული ზონა - სასქესო ორგანოები)

მორიელისთვის ყველაზე მგრძნობიარე ადგილი თვითონ სასქესო ორგანოა. მსუბუქი შეხებაც კი ვულკანად აქცევს მორიელ მამაკაცს, ქალი მორიელების უმრავლესობა კი ფეხიფეხზე გადადებითაც აღიგზნება. თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, რომ ქალის შემთხვევაში, თვითონ უნდა მიაგნოთ ზუსტ წერტილს, რომელიც გააგიჟებს. ეს ძნელი არ არის, თუ პარტნიორის სურვილსაც მიჰყვებით.

მშვილდოსანი (ეროგენული ზონა - ბარძაყები და წვივები)

მისი მგრძნობიარე ადგილებია თეძო და ფეხების ზედა ნაწილი. ქალი მშვილდოსნებისთვის კი ამ ორ „კომპონენტს“ თმაც ემატება. სცადეთ, შეხებისთანავე სიამოვნებისგან აკრუტუნდება.

მშვილოდსნები გიჟდებიან ფეხის უკანა მხრიდან მოფერებაზე და უყვართ მსუბუქი მასაჟი ზეთით, თუმცა თითქმის ვერასოდეს ახერხებენ მასაჟის ბოლომდე დასრულებას, რადგან მალევე გადადიან სექსუალურ აქტზე.

თხის რქა (ეროგენული ზონა - მუცელი და მუხლები)

მამაკაც თხის რქებს ქალის მკერდის შეხება აგიჟებთ. უყვართ, როდესაც მათ დვრილებით ეხებიან და ეფერებიან მუცელზე, მკერდზე.

ქალი თხის რქა გაგაოცებთ თუ მუცელს და მუხლებს დაუმასაჟებთ და დაუკოცნით. ჭიპის ირგვლივ მიდამო ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს განსაკუთრებით მგრძნობიარე აქვთ. მუხლებს ქვემოთ კანი კი ადვილად სტიმულირდება.
ორივე სქესს უყვარს ხერხემლის მასაჟი. დაიწყეთ წელით და ადით ზემოთ. გამოიყენეთ ხელები, სახე, ენა... შეიძლება ფეხის ტერფებით მოფერებაც კი ესიამოვნოს.

მერწყული (ეროგენული ზონა - იდაყვები და ტერფები)

მერწყულის ეროგენულ ზონებში გამოირჩევა იდაყვები, ფეხის მუხლები და კოჭები. ამ მიდამოებში ნებისმიერი შეხება მერწყულის სექსუალურ სურვილს კიდევ უფრო გაამძაფრებს.
სცადეთ ფეხზე მდგომი პოზა, რომლის დროსაც ქალი ფეხებით შემოვლებულია კაცზე, გაითვალისწინეთ, მერწყულთა უმრავლესობას ინტიმურ ურთიერთობაში აგრესიული ქმედებები არ უყვარს.

თევზები (ეროგენული ზონა - ფეხები)

თუ ვინმეს ფეხის ფეტიში აქვს, ეს თევზებია. თევზებს სექსისთვის თბილი და მყუდრო ადგილი უყვარს, სადაც იდეალური გარემოა. უკეთესია თუ იქვე წყლის ხმა ისმის, ლივლივს ხედავს ან თვითონაც წყალშია, მას წყლის ლეიბიც ძალიან გაახარებს.

თევზებს აღაფრთოვანებს ფეხებისა და ტერფების მასაჟი, თითების ფეტიში. აღუწერელ სიამოვნებას მიანიჭებთ თუ ფეხებზე ტუჩებითაც შეეხებით.