8 ნიშანი იმისა, რომ მშვიდი ბავშვი იყავით, რაც საკმაოდ ძვირი დაგიჯდათ
- 01.06.2025

ბავშვობაში თუ იმ რწმენით აღიზარდეთ, რომ თქვენი მშვიდი ბუნება სხვების აღფრთოვანებას იწვევდა, თუ არც წუწუნი გიყვარდათ და ვერც თქვენს სურვილებს ამხელდით ხმამაღლა, თუ ყველა დაბრკოლებას ოლიმპიური სიმშვიდით იტანდით - დიდობაში ეს შეიძლება ძალიან ძვირი დაგიჯდათ, რადგან ასაკის მატებას თავისთავად მოაქვს ბევრი გამოწვევა და გაურკვევლობა.
პატარა ასაკში ისწავლე თვითდამშვიდება
თვითდამშვიდება ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ნიშანია იმისა, რომ ბავშვობაში მშვიდი ბავშვი იყავი.
10-მდე დათვლიდან დაწყებული საკუთარი თავის ჩახუტებით დამთავრებული, ბავშვებს, რომლებიც საკუთარ თავს ამშვიდებენ, ხშირად უყურადღებო მშობლები ჰყავთ. მშობლების განზრახვა იყო თუ არა ეს, მათ ეგონათ, რომ ცხოვრებისეულ გამოწვევებთან გამკლავებას თავად შეძლებდი, რის გამოც ისინი შენს მიმართ ზრუნვას აღარ იჩენდნენ, ასეთ ოჯახებში ბავშვებს სიყვარული სწყურიათ.
ერიდებოდი კონფლიქტებს
გძულდა უთანხმოებები, ალბათ ამიტომაც ინარჩუნებდი ნეიტრალიტეტს უმეტესად და არასდროს კამათობდი არავისთან.
ამ მიზეზის გამო ზრდასრულ ასაკში გიჭირს კონფლიქტების მოგვარება და თავს არიდებ გარშემომყოფებს.
უგულებელყოფდი სირთულეებს
როდესაც ადამიანები შენს მიმართ შეშფოთებას გამოხატავდნენ, ყოველთვის ახერხებდი გაღიმებას, მაგრამ ამან შენთვის კარგი ვერაფერი მოიტანა, რადგან პრობლემების უგულებელყოფა სერიოზულ ემოციურ ჩახშობას იწვევს.
ემოციების ჩახშობას არა მხოლოდ ნეგატიური ემოციები, მარტოობის განცდაც შეუძლია გამოიწვიოს.
ყურადღების ან სიყვარულის მიღებისას დისკომფორტს გრძნობდი
ბავშვობაში შეიძლება ყოველთვის არ გქონოდა მშობლების ჩახუტების განწყობა, მაგრამ არსებობს განსხვავება ასეთ განწყობაზე ყოფნასა და დისკომფორტის შეგრძნებას შორის. თუ მშობლებთან ახლოს არ ხარ, ან მათგან იშვიათად იღებ სიყვარულს, შეიძლება დისკომფორტს გრძნობდე.
ასეთი დამოკიდებულება დისკომფორტს იწვევს ზრდასრულ ასაკში და ყოველთვის შეგიშლის ხელს ადამიანებთან დისტანცირების სურვილი.
მარტივად ცნობდი ადამიანებს
თუ ბავშვობაში დაკვირვებულ ადამიანად გთვლიდნენ, სხვების განწყობის მყისიერად ამოცნობის უნარის გამო, ამას უარყოფითი მხარეებიც აქვს.
ზრდასრულ ასაკში, შენი მახვილი თვალი სხვებთან ურთიერთობაში მხოლოდ უფრო მახვილი გახდა; ალბათ სწორედ ამიტომ შეგიძლია ადამიანის ხმის ტონით გაიგო, არის თუ არა ის რაღაცით განაწყენებული ან შეწუხებული.
სამწუხაროა, მაგრამ სწორედ ეს ურთიერთსაწინააღმდეგო აზრებია მიზეზი, რის გამოც, ადამიანების წაკითხვის უნარის მიუხედავად, საკუთარ საჭიროებებსა და გრძნობებზე დუმილს ირჩევ.
მკაცრად განსჯიდი საკუთარი თავს მცირე შეცდომის გამო
თვითკრიტიკა ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რომ ბავშვობაში მშვიდი ბავშვი იყავი და ეს იმაზე ძვირი დაგიჯდათ, ვიდრე წარმოგედგინა.
მშობლები ალბათ იშვიათად გაძლევდნენ შეცდომების დაშვების უფლებას, ცხოვრობდი გარემოში, რომელიც შემფასებლური იყო.
ყველა უშვებს შეცდომებს, მაგრამ შეცდომებიდან სწავლაა საჭირო და არა გაკიცხვა და განკითხვა.
ზრდასრულ ასაკშიც ეს აზროვნება მოგყვება და მკაცრად განსჯი საკუთარ თავს. შედეგად, მუდმივმა ნეგატიურმა თვითსაუბრებმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს.
როგორც ფილოსოფიის დოქტორი გაი ვინჩი განმარტავს: „ნეგატიურ თვითსაუბარი მავნებელია, ის აზიანებს თვითშეფასებას, თავდაჯერებულობას, კომპეტენციას, მოტივაციას, მიზანდასახულობას და იწვევს ღრმა ფსიქოლოგიურ, ემოციურ და კოგნიტურ ზიანს“.
არასდროს გქონია პრეფერენციები
ბავშვობაში, ალბათ, არასდროს გქონია საკუთარი აზრის გამოხატვის სურვილი. ამის გამო, სავარაუდოდ „მშვიდ ბავშვს“ გიწოდებდნენ.
გარეგნულად, შესაძლოა, მშობლებს შენს უდარდელ ხასიათში ცუდი ვერაფერი დაენახათ, მაგრამ მათ ვერ გააცნობიერეს, რომ ასეთი მშვიდი ბუნება ნორმალური არ იყო. საქმე იმაში არ არის, რომ საკუთარი აზრი არ გქონდა, უბრალოდ თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდი მისი გამოხატვის გამო.
მშობლებმა, სავარაუდოდ, უგულებელყვეს შენი პრეფერენციები. არდადეგებზე არასდროს მიგიღია საყვარელი სათამაშო და დაბადების დღეზე არაფერი გაუკეთებიათ ისე, როგორც სთხოვე. დროთა განმავლობაში, უბრალოდ იმ დასკვნამდე მიხვედი, რომ შენი იდეები მნიშვნელოვანი არ იყო, რამაც ზრდასრულ ასაკში მოკრძალებული და მერყევი ადამიანი გაგხადა.
არასდროს დაგიმკვიდრებია შენი ნამდვილი „მე“
რადგან ბავშვობის უმეტესი ნაწილი სხვების მოვლაში გაატარე, ერთხელაც არ გიკითხავს საკუთარი თავისთვის, ვინ იყავი ან რა გინდოდა. ამის გამო, ახლა ქამელეონივით ხარ, გამუდმებით იცვლი საკუთარ თავს იმის მიხედვით, თუ ვისთან ერთად ერთობი - მეგობრებთან შეიძლება ცელქი იყო, მშობლებთან კი - მშვიდი და დინჯი.
შენი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ სინამდვილეში არ იცი ვინ ხარ და უნდა შეცვალო საკუთარი თავი, რადგან არ გაქვს ნამდვილი იდენტობა, შესაძლოა ეს ბავშვობაში დიდად არ გაწუხებდა, მაგრამ ახლა ის გავლენას ახდენს შენს ნამდვილ უნარზე, დაადგინო შენი ავთენტურობა, იყო საკუთარი თავი.
თემები: ბედნიერი ბავშვი, ბავშვები