
ხშირად რაღაც აკვიატებული ოცნება თუ მიზანი გვიპყრობს და მის მისაღწევად არაფერს ვიშურებთ, მაგრამ როგორც კი სასურველ შედეგს მივაღწევთ, ბედნიერების ემოცია სადღაც ქრება, თითქოს არაფერი მნიშვნელოვანი მომხდარა ჩვენს თავს, თითქოს ახლახან არ აგვიხდა ოცნება.
ეს სრულიად ნორმალური ნაწილია იმისა, თუ როგორ ამუშავებს ჩვენი ტვინი წარმატებას, ამბიციას და კმაყოფილებას. ფსიქოლოგები მას „ჰედონისტურ ადაპტაციას“ ან „ჰედონისტურ სარბენ ბილიკს“ უწოდებენ.
ფსიქოლოგები, ფილიპ ბრიკმანი და დონალდ კემპბელი აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანი მოვლენების შემდეგ (როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი), ადამიანების ბედნიერების დონე, ჩვეულ ნიშნულს უბრუნდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გონებას შეუძლია შეამციროს დიდი ხნის ნანატრი ეიფორია, როდესაც მიზანი მიღწეულია.
მიზნის შემდგომი დეპრესიის მეცნიერება
დიდი ხნის განმავლობაში მთელ ენერგიას ერთ მიზანში ვდებთ, ფინიშის დროს კი ემოციური რეგრესი გვიპყრობს. ეს თითქოს მთაზე ასვლას ჰგავს: მწვერვალიდან ხედი შეიძლება განსაცვიფრებელი იყოს, მაგრამ იქ ასვლის გზა ასევე მნიშვნელოვანი იყოს მოგზაურობისთვის - როგორც კი მწვერვალზე ახვალთ, ბუნებრივია, იფიქრებთ: რა არის შემდეგი?
მარტინ სელიგმანი, პოზიტიური ფსიქოლოგიის ცნობილი ფიგურა, ხაზს უსვამს, რომ ბედნიერება უკეთესად შენარჩუნდება ჩართულობით, აზრითა და მიღწევის გრძნობით, და არა მხოლოდ ერთი კონკრეტული წარმატებით. როგორც კი მნიშვნელოვანი მომენტი გაივლის, ეს „ენერგია“ შეიძლება გაქრეს, თუ ის უფრო ხანგრძლივ ელემენტებზე არ იქნება დაფუძნებული, როგორიცაა ურთიერთობები, პიროვნული ზრდა და მიზანი.
მთავარი ის კია არაა, მიაღწიოთ ბედნიერებას, არამედ ისწავლოთ და განვითარდეთ ყოველი ნაბიჯით, ასე ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიღწევის შემდგომი სიცარიელე იგრძნოთ.
მიზნის მიღწევის შემდეგ იმედგაცრუებული ხართ?
ეს არ ნიშნავს, რომ უმადური ან მოწყენილი ხართ. ეს ხშირად იმის ნიშანია, რომ უნდა დააკვირდეთ, თუ როგორ გადადის თქვენი მიღწევები ცხოვრების უფრო ფართო სპექტრში. მნიშვნელოვანია:
აღიარეთ ის, რაც ისწავლეთ, მადლობა გადაუხადეთ მათ, ვინც მხარი დაგიჭირათ და დაადგინეთ, პროცესის რომელმა ნაწილმა მოგანიჭათ ბედნიერება.
როდესაც კმაყოფილება მხოლოდ ფინიშზე არ არის დამოკიდებული, უფრო მყარი და ძლიერი იქნებით, თუ ოდესმე ვარდნას წააწყდებით.
გააზრებულად დაისახეთ ახალი გამოწვევები, არ შეწყვიტოთ ამბიციურობა, იყავით მიზანდასახული იმ მიზნების მიმართ, რომლებსაც ირჩევთ.
აირჩიეთ საქმიანობა, რომელიც აფართოებს თქვენს უნარებს ან გამოხატავს თქვენს ვნებებს, იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ დევნოთ წარმატების გარეგანი ნიშნები.
დაფიქრდით მიზანზე, ჰკითხეთ საკუთარ თავს, რატომ გიზიდავთ კონკრეტული მიზანი თავიდანვე. ეს გამოწვეულია ნამდვილი ცნობისმოყვარეობით თუ ზრდის სურვილით?
და ბოლოს, თუ უზარმაზარი მიღწევის შემდეგ უცნაურ ემოციურ კოლაფსში აღმოჩნდებით, ჩათვალეთ ეს გამოწვევაა გადაფასების და ხელახლა მომზადებისკენ; ამიტომ, გამხნევდით, თქვენ არაფერი გჭირთ - შესაძლოა, უბრალოდ დროა შეცვალოთ პერსპექტივა, რადგან ნამდვილი კმაყოფილება ხშირად მოდის იმ მოგზაურობიდან, რომელშიც ვართ და არა მხოლოდ იმ ადგილიდან, სადაც ვჩერდებით.
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია