სტილი

საზაფხულო ფეხსაცმლის 8 წყვილი, რომლებიც მავნებელია თქვენი ფეხებისთვის

საზაფხულო ფეხსაცმლის 8 წყვილი, რომლებიც მავნებელია თქვენი ფეხებისთვის

1. კედები

პლიუსები: მსუბუქი, კომფორტული, უნივერსალური.

მინუსი: არა აქვს კალაპოტის რელიეფი.

ბრტყელ ძირს არ შეუძლია მოახდინოს ქუსლის დარტყმის ამორტიზაცია მიწის ზედაპირზე, რაც აყენებს დისკომფორტს ტერფებსა და მუხლებს.

რჩევა: ყიდვის დროს მიაქციეთ ყურადღება ქუსლის მხარეს (უპირატესობა მიანიჭეთ ორთოპედიულს). არ ღირს მუდმივად ასეთი ფეხსაცმლით სიარული ყველაზე კარგი ვარიანტია - ყოველდღე შეანაცვლეთ სხვა ფეხსაცმლით.

საზაფხულო ფეხსაცმლის 8 წყვილი, რომლებიც მავნებელია თქვენი ფეხებისთვის

2. მიული

პლიუსები: ვიზუალურად აგრძელებს ფეხებს, წვივებს ხდის უფრო წვრილს.

მინუსი: არამყარია. არ მაგრდება ფეხზე.

რჩევა: ხშირად არ ჩაიცვათ. მიული ბრტყელ ძირზე გამოდგება მხოლოდ პლიაჟზე გასასვლელად. ქალაქში ასეთი ფეხსაცმელი შეიძლება გახდეს დახეთქილი ფეხის ქუსლების მიზეზი.

საზაფხულო ფეხსაცმლის 8 წყვილი, რომლებიც მავნებელია თქვენი ფეხებისთვის

3. ესპადრელები

პლიუსები: კომფორტული და მსუბუქი ფეხსაცმელი, კანი სუნთქავს (თუ ნატურალური მასალაა), არ ხეხავს კანს.

მინუსები: ბრტყელი ძირი, ადვილად სველდება ქსოვილი, არამუდმივია.

რჩევა: აირჩიეთ მოდელი სარტყელით და მიაქციეთ ყურადღება სუპინატორს.

საზაფხულო ფეხსაცმლის 8 წყვილი, რომლებიც მავნებელია თქვენი ფეხებისთვის

4. შლოპანცები

პლიუსები: ადვილია ჩაცმა და გახდა, არ ეშინია წყლის და ქვიშის.

მინუსები: თხელი ძირი, არა აქვს სუპინატორები, არ იცავს ფეხს დაზიანებისა და ტრავმებისგან, სიარულის დროს ფეხი იღლება კუნთების ზედმეტი დაძაბულობისაგან, „მაზოლები“ თითებს შორის.

რჩევა: დაიტოვეთ ეს ფეხსაცმელი აუზისთვის ან პლიაჟისთვის და უპირატესობა მიანიჭეთ მოდელებს სქელ ძირზე.

საზაფხულო ფეხსაცმლის 8 წყვილი, რომლებიც მავნებელია თქვენი ფეხებისთვის

5. წვეტიანი ფეხსაცმელი მაღალ ქუსლზე

პლიუსები: ლამაზია, ანიჭებს სიარულს სიმსუბუქესა და დახვეწილობას.

მინუსები: ცხვირის ფორმა იწვევს სისხლის მიმოქცევის დარღვევას ფეხის თითებში, კალაპოტში ტერფის არაბუნებრივი მდებარეობა ცვლის დატვირთვის გადანაწილებას კანჭის კუნთებზე და იწვევს სისხლის უკუდენის დარღვევას ქვედა კიდურებიდან (ვარიკოზს), ზრდის ტრავმის საფრთხეს, ახდენს ფეხის დეფორმაციას.

რჩევა: საგულდაგულოდ შეამოწმეთ, რომ ფეხსაცმელი მოხერხებულად იჯდეს ფეხზე, ქუსლი კი არ იყოს ძალიან მაღალი (ოპტიმალური ზომა - 4-5 სმ სქელი მყარი ქუსლი).

საზაფხულო ფეხსაცმლის 8 წყვილი, რომლებიც მავნებელია თქვენი ფეხებისთვის

6. „ბალეტკები“

პლიუსები: უნივერსალურობა, ადვილია ჩაცმა და გახდა.

მინუსები: მუდმივი ტარება ხელს უწყობს ბრტყელტერფიანობის განვითარებას, არა აქვს სუპინატორი, ტერფი არასწორად იწყებს ფუნქციონირებას, ჩნდება მუხლების, თეძოებისა და ზურგის პრობლემები.

რჩევა: უბრალო ორთოპედიული ჩასადები დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ტკივილი ტერფში, ქუსლისქვეშა ჩასადები კი - შეამცირებს ტკივილს ქუსლში.

საზაფხულო ფეხსაცმლის 8 წყვილი, რომლებიც მავნებელია თქვენი ფეხებისთვის

7. ფეხსაცმელი პლატფორმაზე

პლიუსები: ზრდის სიმაღლეს, ვიზუალურად მოხდენილს ხდის ფიგურას, უფრო კომფორტული შეგრძნებები, ვიდრე წვრილი ქუსლისგან.

მინუსები: ტერფების დეფორმაცია, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დარღვევა, ტრავმის საშიშროება.

რჩევა: შეცვალეთ კომფორტულ საზაფხულო ფეხსაცმელზე მყარი ქუსლით.

საზაფხულო ფეხსაცმლის 8 წყვილი, რომლებიც მავნებელია თქვენი ფეხებისთვის

8. ფეხშიშველი

არ არის რეკომენდებული ფეხშიშველი სიარული ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ადამიანის ფეხი არ არის მიჩვეული სიარულს სწორ ზედაპირზე:

იატაკზე, ტროტუარის ფილაზე ან ასფალტზე. ამან შეიძლება გამოიწვიოს ტერფის დეფორმაცია და ხელი შეუწყოს ბრტყელტერფიანობის განვითარებას.

საზაფხულო ფეხსაცმლის 8 წყვილი, რომლებიც მავნებელია თქვენი ფეხებისთვის



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>