როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი მატყუარა და მოღალატეა? – 3 ნიშანი
- 02.06.2017
არც ისე მარტივია ერთი შეხედვით გამოიცნოთ ადამიანი რომელიც მოგწონთ, მოღალატეა, თუ არა. იმისთვის, რომ სამომავლოდ თავიდან აიცილოთ ღალატი და გულის ტკენა, მასზე მცირე დაკვირვება უნდა აწარმოოთ. ეს მის შეცნობაში დაგეხმარებათ.
1. ჰგავს თუ არა ის მატყუარას? - ადამიანის შეფასების თვალსაზრისით პირველი შთაბეჭდილება შეიძლება იყოს ყველაზე ზუსტი.
კვლევის თანახმად, ქალებს შეუძლიად ზუსტად აღმოაჩინონ იყო თუ არა მამაკაცი ორგული და მოღალატე წარსულში. მკვლევარებმა სთხოვეს კაცებს და ქალებს შეეფასებინათ საპირისპირო სქესის წარმომადგენლების ფოტოები და ფოტოების მიხედვით ეთქვათ, რომელი მათგანი იყო მოღალატე წარსულში.
ქალებმა ზუსტად გამოიცნეს, რომელი მამაკაცი ავლენდა მოღალატეობრივ ხასიათს წარსულში და მათთვის ამოსავალი წერტილი იყო მამაკაცის გარეგნობაში მამაკაცურობა. ქალების შეფასება გამართლდა - კაცები, რომელთაც ჰქონდათ უფრო მამაკაცური იერი უფრო მეტად იყვნენ ღალატსა და ტყუილში წარსულში შემჩნეულები. წარსული ღალატი კი ნიშანია იმისა რომ ის მომავალშიც ასე გააგრძელებს.
მამაკაცებმა ზუსტად ვერ განსაზღვრეს ქალის წარსული მათი ფოტოების მიხედვით. მათ მიიჩნიეს, რომ მომხიბვლელი, მიმზიდველი და ქალური ქალი უფრო მეტად მოღალატე იქნებოდა, თუმცა კვლევამ აჩვენა, რომ ეს ქალები პარტნიორებს არ ატყუებდნენ.
2. აქვს თუ არა მას სექსუალური ხმა? - კაცებს მოსწონთ ქალის მაღალი და ქალური ხმის ტემბრი, მაშინ როცა ქალებს მოსწონთ მამაკაცის ღრმა, დაბალი და მამაკაცური ხმა.
პარადოქსულია, მაგრამ კაცებს ეჭვი შეაქვთ ქალში, რომელსაც ძალიან ქალური ხმა აქვს და მას მოღალატედ მიიჩნევენ. ქალები კი თვლიან, რომ კაცს რომელსაც აქვს მამაკაცური ხმა უფრო მეტად მოღალატეები არიან.
ეს მოლოდინი, უმეტეს შემთხვევაში, მართლდება. მიმზიდველი ხმის მქონე მამაკაცებიც და ქალებიც კარგი სექსუალური პარტნიორები არიან და უფრო მეტად ავლენენ მოღალატეობრივ ხასიათს.
3. ხომ არ არის ის ნარკოტიკზე, ან ალკოჰოლზე დამოკიდებული? - ადამიანები, რომლებსაც უყვართ ალკოჰოლი, ან არიან ნარკოდამოკიდებულები, უფრო მეტად ატყუებენ პარტნიორს.
მკვლევართა აზრით, მიზეზი ისაა, რომ ამ ადამიანებს არ შეუძლიათ თვითკონტროლი.
როგორ უნდა უნდა მიხვდეთ, რომ პარტნიორი არ არის მიდრეკილი ტყუილისკენ და ღალატისკენ?
ტყუილისკენ მიდრეკილი ადამიანის ამოცნობა უფრო მარტივია და ნიშნები უფრო თვალშისაცემი, ვიდრე ადამიანის, რომელიც ნაკლებ სავარაუდოა, რომ მოგატყუებთ.
საინტერესოა, რომ როდესაც პარტნიორებიდან ორივე მუშაობს, არაჯანსაღი ურთიერთობის შანსი, ღალატის შანსი მცირდება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოგატყუოთ პარტნიორმა რომელიც არ არის ნარცისიზმით შეპყრობილი და კეთილსინდისიერი ჩანს.
თემები: სიყვარული, რჩევები ქალებს, მამაკაცები, ურთიერთობა, ღალატი, ქალები, რჩევები
<a href="https://www.psychologytoday.com">https://www.psychologytoday.com</a>