5 ნიშანი იმისა, რომ წარმატებული ხართ და შეიძლება ამის შესახებ არც კი იცით
- 04.06.2017
მოძველებული შეხედულებით, წარმატებულ ადამიანად ითვლება ის, ვისაც აქვს კარგი სამსახური და ბევრ ფულს გამოიმუშავებს. წარმატებულად თვლიან ადამიანებს, რომლებიც სხვებისგან გამორჩეულები არიან თავიანთი ძვირადღირებული სამოსით, მანქანებით, სახლებით და სხვა მატერიალური ნივთებით.
მაგრამ:
1. შეიძლება გქონდეთ კარგი სამსახური, ბევრი ფული, სახლები, თუმცა გარდაიცვალოთ ახალგაზრდა ასაკში გულის შეტევით სტრესის გამო - ეს წარმატებაა?
2. თქვენ უამრავ ადამიანს ხვდებით დღის განმავლობაში, უამრავი საქმე გაქვთ, მაგრამ არ გაქვთ ურთიერთობა შვილებთან და სამსახურის საქმე პირველ ადგილზეა - ეს წარმატებაა?
ამ კითხვებზე ადამიანთა უმეტესობა პასუხობს, რომ არა - ეს არაა წარმატება.
გთავაზობთ 5 ნიშანს, რომელიც მიუთითებს, რომ თქვენ უკვე ხართ წარმატებული და არ აქვს მნიშვნელობა, კარგი სამსახური გაქვთ, ნაკლებად კარგი, ან საერთოდ გაქვთ თუ არა ის.
1. თქვენ ხართ წარმატებული, თუ გაქვთ სამსახური, სადაც შეგიძლიათ გადაწყვეტილებების მიღება და თქვენს აზრს პატივს სცემენ - თუ მაღალანაზღაურებადი სამსახური გაქვთ, მაგრამ გეშინიათ სიმართლე უთხრათ ბოსს იმიტომ, რომ ეს მას არ მოეწონება, თქვენ ჯერ არ ხართ წარმატებული.
2. თქვენ ხართ წარმატებული, თუ თავად განსაზღვრავთ თქვენს ნაბიჯებს - თუ აძლევთ ნებას ადამიანებს, რომ გიკარნახონ რა უნდა გააკეთოთ კარიერისთვის, ჯერ არ ხართ წარმატებული.
3. ხართ წარმატებული, თუ იცით როგორ და როდის, რა ფორმით უნდა გამოთქვათ საკუთარი აზრი - თუ ვერ გამოთქვამთ სამსახურში საკუთარ აზრს, თქვენ ჯერ არ ხართ წარმატებული.
4. თქვენ წარმატებული ხართ მაშინ, როცა საკუთარ თავს აძლევთ ნებას, მიჰყვეთ ოცნებებს - არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად პატარა, ან დიდი ნაბიჯებით მიდიხართ თქვენი მიზნისკენ, მთავარია, წინ მიიწევთ და თქვენ უკვე წარმატებული ხართ.
5. თუ გარშემო გყავთ ადამიანები, რომლებიც გიყვართ და რომლებსაც უყვარხართ თქვენ უკვე ხართ წარმატებულები - თქვენ შეგიძლიათ ყოველთვის იპოვოთ ახალი სამსახური, თუ ერთსკარგავთ, მთავარია, გარშემო გყავდეთ ადამიანები, რომლებსაც უყვარხართ და რომლებიც გიყვართ. გახსოვდეთ, რომ საკუთარი რწმენა და ღირებულებები ცხოვრებაში ყველაფერია.
თემები: მამაკაცები, პრობლემები, ქალები, წარმატება, რჩევები, მოტივაცია
<a href="https://www.forbes.com">https://www.forbes.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია