ბრილიანტის შემდეგ, ფეხსაცმელი ქალის საუკეთესო მეგობარია. დაუსრულებელი არჩევნის საშუალება ყოველ სეზონზე ძალიან დამაბნეველია, უამრავი ფერი თუ ფორმა, საბოლოოდ კი შენს გარდეორბში ცისარტყელის ნებისმიერ ფერის შესაბამის ფეხსაცმელს ან სულაც 10 შავ ჩექმას აღმოაჩენ.
ამიტომაც, გთავაზობთ სიას, რომლის მიხედვითაც შეძლებ სწორ ინვესტიციას.
1. წვეტიანი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი
უბრალო შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ყველა ქალის კარადაში უნდა იყოს. ის ძენს სამოსს განსაკუთრებულ იერს და გმატებს თავდაჯერებულობას.
2. ფეხსაცმელი კოჭთან შესაკრავით
ასეთი სტილის ფეხსაცმელი თითქმის ყველაფერს უხდება და ვიზუალურად ზრდის ფეხის სიგრძეს.
3. კოჭამდე ფეხსაცმელი
თუ გსურს შენი იერი იყოს ოდნავ მკვეთრი და თვალშისაცემი, მაშინ ასეთი სტილის ფეხსაცმელი საუკეთესო გამოსავალია. დააწყვილე ის რაიმე კაბასთან ან ქვედაბოლოსთან ერთად და შენ ‘მეამბოხეს’ იერს მიიღებ.
4. ოთხკუთხედცხვირიანი დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი
მამაკაცის ფეხსაცმლის შთაგონებით შეიქმნა ეს ფეხსაცმელი, რომელმაც ჩაანაცვლა ბალერინები, მე თუ მკითხავს შავი ან პირიქით ძალიან კაშკაშა ფერის ეს ფეხსაცმელი მთლიანად ცვლის სამოსის იერს.
5. ფეხსაცმელი ცხოველის პრინტით
გველის ან ლეოპარდის პრინტის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მატებს სტილს შენს ჩაცმულობას. თუმცა, თუ ფეხსაცმელი აირჩიე ამ პრინტით, ამჯობინე ტანსაცმელი ნეიტრალური ფერებით.
6.ფეხსაცმელი მეტალის დეტალებით
ამ სტილის ფეხსაცმელის ჩაცმა წარმატებულია, როგორც საღამოს წვეულებაზე, ასევე ყოველდღიურად.
7. დაბალი ქუსლი
90-იანი ფეხსაცმლის სტილი დაბრუნდა!! კომფორტზე უარის თქმის გარეშე, დაბალი ქუსლი უფრო თავისუფალს გხდის.
8. ბოტასები
მოდური ბოტასი არაჩვეულებრივია ყოველდღიურად, ასევე თუ მას დააწყვილებ დახვეწილ კაბასთან ან ქვედაბოლოსთან, ყველასგან განსხვავებული ჩაცმულობით იქნები.
9. სანდლები ან ბრტყელი ფეხსაცმელები
მათი ჩაცმა ხომ ყველაფერთან ერთად შეიძლება: ყვავილებიანი კაბით დაწყებული- მოკლე შორტებით დამთავრებული.
10. მაღალი ჩექმები
ასეთი სტილის ფეხსაცმელი უძლებს დროს. უბრალოს ჯინსს და მაისურს კი, განსაკუთრებულ ეფექტს სძენს.
11. ფეხსაცმელი ნებისმიერი ამინდისთვის
როდესაც თავსხმა წვიმაა ან თოვლია და არ გსურს უზარმაზარი ბოტების ჩაცმა, ასეთი ფეხსაცმელი შენი მხსნელი იქნება!
თემები: სტილი, ფეხსაცმელი, მოდა
წყარო: <a href="http://www.harpersbazaar.com/">harpersbazaar</a>