ზაფხულის დადგომასთან ერთად პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა „ვულე-ვუმ“ სასიამოვნო სიახლე დააანონსა: კომპანია Givenchy-მ მთელ მსოფლიოში გამართა პრეზენტაციები სიახლეების წარსადგენად, მათ შორისაა: ტონალური კრემი და პუდრი სპეციალურად ცხიმიანი კანისთვის — Givenchy Matissime Velvet-ი, 8 განსხვავებული პალიტრით წარმოდგენილი რუჟი — Givenchy Prisme Blush-ი და ზაფხულისთვის მიძღვნილი ლიმიტირებული კოლექცია — Gypsophila.
რატომაა ზაფხულისთვის იდეალური Givenchy Matissime Velvet-ის ხაზის დეკორატიული კოსმეტიკა?
Matissime Velvet-ის კონცეფცია ბრენდის საფირმო ნიშანს — ხავერდს ეხმაურება: ხავერდის სასიამოვნო ზედაპირი გლუვი და ამავდროულად პრიალაა — თუ ბუსუსებს ხელს საპირისპირო მიმართულებით გადაუსვამ, გლუვი ზედაპირი პრიალს დაიწყებს. სწორედ ხავერდის ორმხრივი ეფექტის მისაღებად შეიმუშავა Givenchy-მ ახალი ტონალური კრემი და ხავერდოვანი ტექსტურის პუდრი, ამ ორი საშუალების იდეალურად შერწყმისთვის კი სპეციალური აქსესუარი — make-up blender-ი („მაკიაჟის ბლენდერი“) შექმნა: კონუსის ფორმის ღრუბელი ერთგვაროვანი სტრუქტურის მისაღებად ტონალურის და პუდრის წასმის შემდეგ სახეზე უნდა გადაიტარო.
რას წარმოადგენს Givechy-ს ახალი რუჟის ხაზი?
Givechy Prisme Blush-ი 8 ჰარმონიულ პალიტრას გვთავაზობს, რომლებიც ნათელი ჰაილაითერები და სახის ოვალის მაკორექტირებელი მკვეთრი პიგმენტის შემცველი ვარიაციებია გაერთიანებული. Givenchy-ს ბრენდ-მენეჯერი — ვიქტორია დუაჩენკო გვირჩევს, მაკიაჟით მაქსიმალურად ბუნებრივი ეფექტის მისაღებად ერთი და იგივე ფერის რუჟი და ტუჩის საცხი გამოვიყენოთ.
Givechy ზაფხულის დადგომას ქალბატონებს ლიმიტირებული „ბოშოფილას“ ყვავილის სახელობის ხაზით ულოცავს: გაიცანით 2017 Gypsophila
სიახლე არ იქნება თუ აღვნიშნავთ, რომ Givenchy-ს სახლის მაღალი მოდის და კოსმეტიკის მიმართულებებს შორის მჭიდრო კავშირია. ამას მაკიაჟის ზაფხულის კოლექცია 2017 Gypsophila-ც ადასტურებს: მის შექმნაში აქტიურად მონაწილეობდა რიკარდო ტიში — მოდის სახლის კრეატიული დირექტორი. ბრენდის საზაფხულო ინსპირაცია მკვეთრი ფერის ტუჩები და არაორდინალური ფერის წამწამებია, ამიტომაც Gypsophila-ს ხაზი ბრონზერთან ერთად წითელ და შინდისფერ ტუჩის საცხებს და მწვანე და ლურჯ ტუშს გვთავაზობს.
თემები: Voules Vouz Tbilisi, Voulez-Vous, Voulez-Vous Georgia, Givenchy, Gypsophila, Givenchy Matissime Velvet, Givechy Prisme Libre
ვიზუალური მასალა: <a href="https://www.voulez-vous.ge">Voulez-Vous</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია