LIFE

Mastercard-ისა და Global Blue-ს ერთობლივი ინიციატივა – დაიბრუნე გადასახადების 20% თურქეთში შოპინგისას

Mastercard-ისა და Global Blue-ს ერთობლივი ინიციატივა – დაიბრუნე გადასახადების 20% თურქეთში შოპინგისას

Mastercard-ისა და Global Blue- პროგრამა Tax-free შოპინგს უფრო სწრაფსა და მარტივს ხდის;

დაბრუნებული თანხა პირდაპირ Mastercard-ის ბარათზე ჩაირიცხება, რაც უზრუნველყოფს შეუფერხებელ გამოცდილებას.

Mastercard-მა, Global Blue-სთან თანამშრომლობით, ახალი კამპანია დაიწყო, რომლითაც ტურისტები Mastercard-ის ბარათით შოპინგისას გადასახადების 20%-ის დაბრუნებას შეძლებენ. ინიციატივის მიზანია, შოპინგი საერთაშორისო ვიზიტორებისთვის უფრო მომგებიანი გახადოს.

კამპანიის ფარგლებში, ტურისტები, რომლებიც სტამბულის შერჩეულ მაღაზიებში იშოპინგებენ, მათ შორის Istinye Park, Emaar Square Mall და Zorlu Center-ში, დაიბრუნებენ დამატებით 20%-ს სტანდარტულ დღგ-სთან ერთად. თანხა პირდაპირ მომხმარებლის Mastercard ბარათზე გადაირიცხება, რაც პროცესს უფრო სწრაფს, უსაფრთხოსა და კომფორტულს გახდის.

ონურ ფაიდაჩი, Mastercard-ის გენერალური დირექტორი თურქეთსა და აზერბაიჯანში:

„Mastercard-ში ჩვენი მიზანია გავაუმჯობესოთ მომხმარებლების მოგზაურობის გამოცდილება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. Global Blue-სთან თანამშრომლობა საშუალებას აძლევს ტურისტებს, მიიღონ მეტი უპირატესობა შოპინგისას და ამავდროულად მხარი დაუჭირონ ადგილობრივ ბიზნესებსა და ეკონომიკას.”

ღირებული გამოცდილება ქართველი მოგზაურებისთვის
თურქეთი ქართველი ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დანიშნულების ადგილად რჩება - იქნება ეს შოპინგი, დასვნება თუ სამედიცინო ტურიზმი.  ახალი Mastercard × Global Blue კამპანია ტურისტებს საქართველოდან სთავაზობს მეტ დანაზოგს, მოქნილობასა და კომფორტს, ასევე ექსკლუზიურ უპირატესობას.

Mastercard აგრძელებს ტურიზმის მხარდაჭერასა და საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერებას.
კამპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ:    
 https://www.globalblue.com/en/shoppers/promotions/6553-atd-extra-refund-mastercard