როგორია ცხოვრება, როცა საყვარელ ადამიანს შორდები - ჰოლივუდის ვარსკვლავების ფრაზები განქორწინების შესახებ -
- 17.06.2017
1. ოლივია უაილდი ტაო რასფოლისთან განქორწინების შემდეგ - „არ გინდა განშორება, არ გსურს, რომ დასრულდეს ქორწინება, განსაკუთრებით თუ შორდები ადამიანს, რომელიც მართლა გიყვარს. უბრალოდ იცი, რომ რაღაც დათავრდა და ახლა ცდილობ ყველაფერი შეცვალო“.
2. ჯენიფერ ლოპესი მარკ ენტონთან განქორწინების შემდეგ - „არ არსებობს ცხოვრებაში ისეთი დიდი ტკივილი და მარცხი, როგორიც განქორწინებაა“
3. სკარლეტ იოჰანსონი რაიან რეინოლდსთან დაშორების შემდეგ - „ვგრძნობ, რომ ახლა უფრო მეტი ვიცი იმის შესახებ თუ რა მჭირდება და რა მსურს ურთიერთობაშიდა ვიცი, რომ საკუთარ თავთან კომუნიკაციის უფრო მეტი საშუალება მაქვს. ვცდილობ ვიპოვო პასუხი კითხვებზე - ვისზე დავქორწინდი, ან რა მოხდა ქორწინებაში, სად არის ახლა ჩემი ცხოვრება“.
4. ჯესიკა სიმპსონი ნიკ ლაჩეისთან განქორწინების შემდეგ - „ეს სიკვდილს ჰგავს და გადადიხარ გლოვის ეტაპზე, შემდეგ საკუთარ თავს უჯანყდები და უცებ აღმოაჩენ, რომ ახალი ცხოვრება იპოვე“.
5. ნიკოლ კიდმანი ტომ კრუზთან განშორების შემდეგ - „მე ვფიქრობ, რომ განქორწინება ნებისმიერი ადამინისთვის ძალიან რთულია. ეს ღამის კოშმარს ჰგავს“.
6. ჰაიდი კლუმი სილთან განქორწინების შემდეგ - „ადამიანები ამბობენ - ო, ღმერთო, რა გამანადგურებელია განქორწინება. მე მინდა რომ ჩემს ოჯახში ეს მოხდეს? - არა, რა თქმა უნდა. მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ არის როგორც ჩვენ გვსურს და ამ ნაბიჯის გადადგმა გვიწევს“.
7. რაიან რეინოლდსი სკარლეტ იოჰანსონთან განქორწინების შემდეგ - „ყველა, ვისაც განქორწინება უწევს ძალიან დიდ ტკივილს განიცდის, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი ლაგდება“.
თემები: ურთიერთობა, წყვილი, პრობლემები, დაშორება, სტრესი
<a href="http://www.harpersbazaar.com">http://www.harpersbazaar.com</a>