LIFE

როგორ უნდა აქციოთ თავი საუკეთესოდ და მიიღოთ ცხოვრებისგან საუკეთესო - ფსიქოლოგის რჩევები

როგორ უნდა აქციოთ თავი საუკეთესოდ და მიიღოთ ცხოვრებისგან საუკეთესო - ფსიქოლოგის რჩევები

იმისთვის, რომ ცხოვრებისგან მიიღოთ საუკეთესო, შეხვდეთ კარგ ადამიანებს და იყოთ ბედნიერი, პირველ რიგში, საჭიროა, თავად აღმოაჩინოთ საკუთარი თავის საუკეთესო მხარე.

შეუძლებელია ვიპოვოთ ნამდვილი სიყვარული, ან ნამდვილი მეგობარი, თუ საკუთარ თავთან გვაქვს პრობლემები და არასწორი დამოკიდებულება.

იმისთვის რომ სხვებთან დავამყაროთ ჯანსაღი ურთიერთობა, აუცილებელია, რომ პირველ რიგში საკუთარ თავთან გვქონდეს ჯანსაღი დამოკიდებულება.

რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავხდეთ უკეთესები, სხვებისთვის მიმზიდველები და როგორ უნდა მოვიქცეთ ცხოვრებისგან საუკეთესოს მისაღებად - გთავაზობთ ფსიქოლოგის რჩევებს:

1. ისწავლეთ მოუსმინოთ საკუთარ თავს - ესაუბრეთ საკუთარ თავს და ისწავლეთ, რომ იყოთ მშვიდები, გაწონასწორებულები. უნდა ისწავლოთ, მოუსმინოთ შინაგან ხმას. ის თითქმის არასოდეს ცდება და ყოველთვის გვიჩვენებს სწორ გზას. საკუთარ თავთან საუბრის შედეგი კი ისაა, რომ მკაფიოდ გვიყალიბდება აზრები და უფრო მარტივად ვხვდებით რისი მიღება გვსურს ცხივრებისგან.

2. ასიამოვნეთ საკუთარ თავს და პატივი ეცით თქვენს სურვილებს - თქვით რა მოგწონთ, რა გსურთ, დაწერეთ ლექსი, სიმღერა, ან დახატეთ, ან ისწალეთ მოტოციკლის მართვა. გააკეთეთ ისეთი რამ, რისი გაკეთებაც ყოველთვის გსურდათ, თუმცა რაღაც გაფერხებდათ. გააკეთეთ ეს ახლა. შედით მუსიკის გაკვეთილზე, ისწავლეთ ახალი ენა, სცადეთ ხეზე მუშაობა. თუ გაქვთ ფული, იმოგზაურეთ - მიიღეთ გამოცდილება. გააკეთეთ თქვენთვის ყველაფერი. ადამიანები ზოგჯერ მტანჯველ ურთიერთობაში რჩებიან იმიტომ, რომ ფიქრობენ, არ შეუძლიათ მარტო ცხოვრება, თუმცა ეს ასე არ არის.

როგორ უნდა აქციოთ თავი საუკეთესოდ და მიიღოთ ცხოვრებისგან საუკეთესო - ფსიქოლოგის რჩევები

3. თვალი გაუსწორეთ რეალობას - ერთხელაც აუცილებლად უნდა გაუსწოროთ თვალი რეალობას, როგორი მძიმეც უნდა იყოს ის. ეს აუცილებელია იმისთვის რომ ცხოვრება შეცვალოთ და ნამდვილი ბედნიერება იპოვოთ. გახსოვდეთ, რომ ადამიანების სწორედ მაშინ პოულობენ დიდ ბედნიერებას, როდესაც რამეს კარგავენ.

4. მიბაძეთ წარმატებულ ადამიანებს - თუ უყურებთ ადამიანებს და გსურთ, რომ გქონდეთ ის, რაც მათ აქვთ, იმოქმედეთ ისე, როგორც ისინი მოქმედებენ.

როგორ უნდა აქციოთ თავი საუკეთესოდ და მიიღოთ ცხოვრებისგან საუკეთესო - ფსიქოლოგის რჩევები

5. მიმართეთ მედიტაციას, განიტვირთეთ - დაიწყეთ სურნელოვანი აბაზანის მიღებით, ეს სტრესისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ. მოუსმინეთ მშვიდ მუსიკას, განმარტოვდით ბუნებაში. ნუ ინერვიულებთ იმაზე, რომ შეიძლება რაღაცას არასწორად აკეთებდეთ.

6. ისწავლეთ, როგორ ისიამოვნოთ მომენტით - ისწავლეთ როგორ ისიამოვნოთ თუნდაც მარტო მოგზაურობით და შეწყვიტეთ რომანტიკული ურთიერთობის გაიდეალება. იყავით ბედნიერი მოცემული მომენტით. ისწავლეთ საკუთარი ცხოვრების სიყვარული ისეთის, როგორიც გაქვთ და არავის მისცეთ მისი გაუფასურების უფლება.



<a href="https://www.psychologytoday.com">https://www.psychologytoday.com</a>