LIFE

WIZZ AIR ცენტრალურ ევროპაში მეორე საუკეთესო ავიაკომპანიად დასახელდა 2026 წლის SKYTRAX-ის WORLD AIRLINE AWARDS-ზე

WIZZ AIR ცენტრალურ ევროპაში მეორე საუკეთესო ავიაკომპანიად დასახელდა 2026 წლის SKYTRAX-ის WORLD AIRLINE AWARDS-ზე

მგზავრთა გამოკითხვის შედეგები, WIZZ AIR-ის გუნდის თავდადებასა და ხელმისაწვდომი, საიმედო და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურებისადმი მუდმივ ერთგულებას ადასტურებს.

მგზავრთა გამოკითხვის შედეგები WIZZ AIR-ის გუნდის თავდადებასა და ხელმისაწვდომი, საიმედო და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურებისადმი მუდმივ ერთგულებას ადასტურებს.

 ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ულტრა-დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air, Skytrax-ის 2026 წლის World Airline Awards-ზე - საავიაციო ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გლობალურ დაჯილდოებაზე - ცენტრალური ევროპის მეორე საუკეთესო ავიაკომპანიად დასახელდა.

World Airline Awards, რომელსაც ხშირად „საავიაციო ინდუსტრიის ოსკარსაც“ უწოდებენ, ავიაკომპანიების წარმატებასა და მაღალ ხარისხს 1999 წლიდან აღიარებს. გამარჯვებულები მგზავრთა კმაყოფილების დამოუკიდებელი გლობალური კვლევის საფუძველზე ვლინდებიან:

ნომინირება ნებისმიერ ავიაკომპანიას შეუძლია და მონაწილეობა არ ითვალისწინებს არანაირ რეგისტრაციის თუ მონაწილეობის საფასურს.

სწორედ ეს ხდის ამ აღიარებას განსაკუთრებით ღირებულს, რადგან ის უშუალოდ მოგზაურთა რეალურ შეფასებებსა და გამოცდილებას ეფუძნება.

Wizz Air-ის მიერ ცენტრალურ ევროპაში დაკავებული მეორე ადგილი 100-ზე მეტი ეროვნების 10,000-ზე მეტი თანამშრომლის დაუღალავი შრომის დაფასებაა, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხო, საიმედო და კომფორტულ მგზავრობას.

ავიაკომპანია გულწრფელ მადლობას უხდის პილოტებს, ბორტგამცილებლებს, საოპერაციო და საოფისე გუნდებს გაწეული ძალისხმევისთვის, აგრეთვე მილიონობით მგზავრს, რომლებიც ირჩევენ Wizz Air-ს და ენდობიან მას.

იან მალინმა (Ian Malin), Wizz Air-ის კომერციულმა დირექტორმა, განაცხადა:
„მგზავრთა მიერ ცენტრალურ ევროპაში მეორე საუკეთესო ავიაკომპანიად დასახელება მიღწევაა, რომელიც უპირველესად ჩვენს თანამშრომლებს ეკუთვნის.

მინდა მადლობა გადავუხადო Wizz Air-ის გუნდის თითოეულ წევრს - განსაკუთრებით ჩვენს პილოტებსა და ბორტგამცილებლებს, რომლებიც
ყოველდღიურად წარმოადგენენ კომპანიას მომხმარებელთან პირისპირ - პროფესიონალიზმისთვის, ენერგიისა და მზრუნველობისთვის. ასევე, დიდ

მადლობას ვუხდი ჩვენს მგზავრებს Wizz Air-ის არჩევისა და იმ პროგრესის დაფასებისთვის, რომელსაც ვაღწევთ. მათი ნდობა გვაძლევს მოტივაციას, განუწყვეტლივ განვვითარდეთ და ამავდროულად ერთგულნი დავრჩეთ ჩვენი
მთავარი მიზნის: გავხადოთ საჰაერო მოგზაურობა ხელმისაწვდომი კიდევ უფრო
მეტი ადამიანისთვის.“

Wizz Air ოპერირებს ფართო სამარშრუტო ქსელით - 1,000-ზე მეტი მიმართულებით თითქმის 50 ქვეყანაში, 273 საჰაერო ხომალდისგან შემდგარი
ავიაპარკით. 2025 წელს ავიაკომპანიამ 68.6 მილიონი მგზავრი გადაიყვანა და დაახლოებით 335,000 რეგულარული რეისი შეასრულა, რითაც ერთმანეთთან დააკავშირა თემები, ოჯახები, ბიზნესები და მოგზაურები ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ.

ეს აღიარება ემთხვევა Wizz Air-ის 14 მილიარდი ევროს ღირებულების ტრანსფორმაციის პროგრამის, „Customer First Compass“-ის განხორციელების ეტაპს.

აღნიშნული სამწლიანი საინვესტიციო პროგრამა მომხმარებლის გამოცდილების თითოეული ეტაპის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. პროგრამა ოთხ ძირითად საყრდენზე - პროდუქტზე, ფასზე, მომსახურებასა და კომუნიკაციაზეა აგებული;
ის აძლიერებს საოპერაციო ეფექტიანობას, აფართოებს ციფრულ და თვითმომსახურების გადაწყვეტებს, ნერგავს ახალ პროდუქტებს და აუმჯობესებს მომხმარებელთა მხარდაჭერას ფრენამდე, ფრენის დროს და მის შემდეგ.

პროგრამის დაწყებიდან ერთი წლის თავზე, Wizz Air-მა ფრენების შესრულების
99.5%-იანი საშუალო მაჩვენებელი დააფიქსირა, გააფართოვა ავიაპარკი და 345-ზე
მეტი ახალი მარშრუტი დაამატა. ავიაკომპანიამ ასევე დანერგა ისეთი სერვისები,
როგორიცაა WIZZ Class, WIZZ Link, რეისის შეფერხების მხარდაჭერის სისტემა
(Disruption Assistance) და განაახლა MyJourney ფუნქცია Wizz Air-ის აპლიკაციაში -
ამ ყველაფრის პარალელურად კი შეინარჩუნა ერთ-ერთი ყველაზე დაბალი
ტარიფი ევროპაში.

Skytrax-ის მიერ მინიჭებული აღიარება კიდევ უფრო განამტკიცებს Wizz Air-ის
მზადყოფნას, მოუსმინოს მომხმარებელს, განახორციელოს ინვესტიცია საკუთარ
გუნდში და უზრუნველყოს მზარდად საიმედო, მარტივი და ხელმისაწვდომი
მოგზაურობა მთელ თავის სამარშრუტო ქსელში.

WIZZ AIR-ის შესახებ

Wizz Air ოპერირებს 276 Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდისგან შემდგარი ავიაპარკით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air 2025 წელს 68.6 მილიონი მგზავრის რჩეული გახდა. WIZZ Holidays-ის მეშვეობით ავიაკომპანია მომხმარებლებს კონკურენტულ ფასად
სთავაზობს სრულ ტურისტულ პაკეტებს, რომლებიც აერთიანებს Wizz Air-ის ფრენებს,
საგულდაგულოდ შერჩეულ სასტუმროებსა და სამოგზაურო სერვისებს. Wizz Air-ის აქციები
კვოტირებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე airlineratings.com-მა - ავიაციის
უსაფრთხოებისა და პროდუქტის შეფასების მსოფლიოში ერთადერთმა სააგენტომ - კომპანია მსოფლიოს ათ ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიას შორის დაასახელა, ხოლო Air Transport Awards-
ზე კომპანიამ „წლის ავიაკომპანიის“ ტიტული 2019 და 2023 წლებში მოიპოვა. გარდა ამისა, World Finance Sustainability Awards-ზე Wizz Air 2021-2025 წლებში აღიარებული იყო „ყველაზე მდგრად დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად“. 2026 წელს, მავნე გამონაბოლქვის ინტენსივობის შემცირების მიმართულებით გაწეული მუშაობის წყალობით, Wizz Air-მა საავიაციო ანალიტიკური კომპანია Cirium-ის ავიაკომპანიების გლობალურ ემისიების რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა.