რა ხდის ადამიანს ბედნიერს - ქცევები, რომლებიც თავს უფრო ბედნიერად გაგრძნობინებთ
- 18.06.2017
რა არის საიდუმლო იმისა, რომ გონება ბედნიერი ფიქრებით გქონდეთ სავსე და შესაბამისად, თქვენც ბედნიერი იყოთ.
ადამიანს შეუძლია ძალიან მარტივად მოიპოვოს ბედნიერება, მთავარია შეძლოს გარკვეული ჩვევების გამომუშავება და გონების სასიამოვნო ფიქრებით ავსება.
1. გამოხატეთ მადლიერება - მადლიერების გამოხატვა ერთ-ერთი ყველაზე მთავარია ბედნიერების ხარისხის ასამაღლებლად - მადლიერებას მოაქვს ბედნიერება, აუმჯობესებს ურთიერთობას და ადამიანს გარდაქმნის უკეთეს პიროვნებად.
ყოველ ღამით სანამ დაიძინებთ, დაწერეთ სამი კარგი რამ, რაც დღის განმავლობაში მოხდა და გამოხატეთ მადლიერება საკუთარი ცხოვრებისადმი. ასევე ეცადეთ, რომ დაივიწყოთ ცუდი და მხოლოდ პოზიტივზე იფიქროთ.
შესაძლებელია თუ არა, რომ საკუთარი თავი, ან ვინმე სხვა გახადოთ ბედნიერი? - რა თქმა უნდა, შესაძლებელია. უთხარით მას რა მადლიერები ხართ, მისწერეთ რამდენს ნიშნავს თქვენთვის ის, რაც თქვენთვის გააკეთა. ამით თქვენც ბედნიერი იქნებით და თქვენი ადრესატიც.
2. გააკეთეთ ის საქმე, რაც ბედნიერებას განიჭებთ - გააკეთეთ ისეთი რამ, რაც თავს ბედნიერად გაგრძნობინებთ და იმდენად ხშირად, რამდენადაც შესაძლებელია.
3. გაატარეთ რაც შეიძლება მეტი დრო ადამიანებთან, რომლებიც გიყვართ და მოგწონთ - ბედნიერი ადამიანები არიან კომუნიკაბელურები და აქვთ მყარი ურთიერთობები. თუკი დროს არ გავატარებთ ჩვენთვის ძვირფას ადამიანებთან თავს ცუდად ვიგძნობთ.
4. ფული კარგია, მაგრამ არსებობს ისეთი რაღაცები, რაც ფულზე ბევრად უკეთესია - კვლევის თანახმად, ფულის გავლენა ბედნიერებაზე მინიმალურია. ფულს არ შეუძლია ბედნიერების ხარისხის გაზრდა.
5. გაცემა - გაცემა ადამიანს ხდის უფრო ბედნიერს, ვიდრე რაიმის მიღება. სხვების დახმარება ზრდის ბედნიერების ხარისხს.
6. მცდელობა, ბრძოლა - ჩვეულებრივ ადამიანები აკეთებენ იმას, რაც მათ ბედნიერებას კი არ მოუტანთ არამედ, რაც მარტივია. დაისახეთ ამბიციური მიზნები და იბრძოლეთ მათ მისაღწევად. სწორედ ასეთი მიზნის მიღწევას მოაქვს ადამიანისთვის ბედნიერება. ტელევიზორის წინ ჯდომა და ტელე შოუების ყურება ბედნიერს ვერ გაგხდით.
7. იყავით ოპტიმისტი - ოპტიმიზმი არის გასაღები ბედნიერების, პესიმიზმი კი, მარცხისკენ გიბიძგებთ. ოპტიმისტ ადამიანებს აქვთ მყარი რომანტიკული ურთიერთობა, ნდობის მაღალი ხარისხი და ძალიან ცოტა პრობლემა.
8. ჭამეთ და დაიძინეთ საკმარისი დროით - მიირთვით ჯანსაღად და დაიძინეთ საკმარისი დროით (8 საათი დღე-ღამეში). ეს ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ადამიანის ბედნიერებისთვის.
9. ნუ დაიწყებთ ცხოვრებაზე სინანულს და წარსულზე დარდს - წარსულზე დარდს სჯობს ცხოვრების გაუმჯობესებაზე იზრუნოთ და დატკბეთ მოცემული მომენტით. წარსული წარსულია და მას ვეღარ დააბრუნებთ.
თემები: სიყვარული, ბედნიერება, ურთიერთობა, რჩევები
<a href="http://time.com">http://time.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია