LIFE

7 გზა - როგორ უნდა გაუმკლავდეთ ცხოვრების უსიამოვნო ამოცანებს?

7 გზა - როგორ უნდა გაუმკლავდეთ ცხოვრების უსიამოვნო ამოცანებს?

ცხოვრებაში ძალიან ხშირად გვიწევს ისეთ ამოცანებთან შერკინება, რომელთა გადაჭრაც საკმაოდ არასასიამოვნოა. მაგალითად, ძალიან არეული სახლის დალაგება, გაფუჭებული საჭმლით სავსე მაცივრის წესრიგში მოყვანა. ბევრი ადამიანისთვის მსგავსი საქმის მოგვარება სტრესთანაა დაკავშირებული.

ახალი კვლევა გვასწავლის, თუ როგორ დავძლიოთ ცხოვრებისეული სტრესული ამოცანები მარტივად.

ნოტინგჰემის უნივერსიტეტის მკვლევარმა ემა ნილსონმა, კოლეგებთან ერთად გამოიკვლია ის საშუალებები, რომლებსაც ადამიანები ყოველდღიური პრობლემების გადასაჭრელად იყენებენ. მკვლევარები გვთავაზობენ პრობლემების დაძლევის სტრატეგიას:

1. მიდგომა - დაუპირისპირდით პირდაპირ პრობლემას, ან...

2. იგნორირება - მთლიანად უგულებელყავით.

3. ემოციური რეგულაცია

4. გადაფასება - გადაფასება და სიტუაციის ახლებურად შეფასება.

7 გზა - როგორ უნდა გაუმკლავდეთ ცხოვრების უსიამოვნო ამოცანებს?

როგორ უნდა გადააფასოთ სიტუაცია? - თუ იტყვით რომ კონკრეტული საქმის შესრულება თქვენთვის მძიმეა და ემოციურად გრთგუნავთ, რა თქმა უნდა, უფრო გაგიჭირდებათ პრობლემის მოგვარება, მაგრამ თუ იტყვით, რომ ამ საქმის გაკეთების შემთხვევაში გექნებათ უფრო მეტი თავისუფალი დრო, ან ეს დაგეხმარებათ, რომ გაიზარდოთ პიროვნულად, უფრო გაგიმარტივდებათ.

ეცადეთ, რომ დაინახოთ მხოლოდ პოზიტივი და უგულებელყოთ ყველაფერი ნეგატიური რაც ამა თუ იმ საქმის შესრულებას ახლავს თან.

რას გულისხმობს ემოციური რეგულაცია? - ეს არის ემოციური მდგრადობა, აუღელვებლობა მაშინ, როცა რაიმე პრობლემის წინაშე დგახარათ. პრობლემას გაცილებით მარტივად აგვარებენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ მის წინ იდგნენ ნაკლებად აღელვებულები და ემოციურად მდგრადები. მშვიდი ადამიანი უფრო მარტივად პოულობს გამოსავალს, ცვლის სიტუაციას და ამავდროულად, სტრესისგან თავისუფალია. 

ფსიქოლოგები გვასწავლიან როგორ გავუმკლავდეთ ამა თუ იმ არასასიამოვნო საქმეს:

1. ნუ შეეწინააღმდეგებით იმას, რაც გარდაუვალია - თქვენ იცით, რომ რაიმე კონკრეტული ამოცანა აუცილებლად უნდა გადაჭრათ და შეასრულოთ, თუმცა მაინც იჩენთ უუნარობას. პრობლემის გადადება გაცილებით უსიამოვნო შედეგამდე მიგიყვანთ და თუ მაგალითად,კარადა გაქვთ დასალაგებელი, გაკეთეთ ეს საქმე დღესვე.

2. იპოვეთ რაიმე, რაც ყურადღებას გადაგატანინებთ - მაგალითად, ჩართეთ საყვარელი სიმღერები როცა რაიმეს აკეთებთ - როცა რეცხავთ, ამზადებთ საჭმელს. საქმე უფრო სასიამოვნოდ გასაკეთებელი იქნება.

3. ის რაც ყველაზე ცუდია და ყველაზე მეტად არ გსურთ გაკეთება, გააკეთეთ პირველად - ბოლოსთვის შედარებით სასიამოვნო საქმე შეინახეთ.

4. ეცადეთ რომ გააკეთოთ საქმე საუკეთესოდ, რამდენადაც შეგიძლიათ - არ არსებობს მიზეზი, რატომ უნდა შეასრულოთ თუნდაც სულელური საქმე ცუდად. ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ რომ გამოიმუშაოთ ჩვევა, ყველაფერი საუკეთესოდ გააკეთოთ, რაც ზოგადად ცხოვრებაში წარმატების მომტანია.

5. იპოვოთ თქვენს სამუშაოში პოზიტივი.

6. გააკონტროლეთ ნეგატიური ემოციები.

7. სთხოვეთ ვინმეს დახმარება - სულაც არაა სირცხვილი, რომ როცა რაიმეს მარტო ვერ უმკლავდებით, დახმარება ითხოვოთ. ამით პრობლემას მარტივად გადაჭრით.



<em><a href="https://www.psychologytoday.com">https://www.psychologytoday.com</a></em>