მშობლები

10 რამ, რაც ბავშვს ხდის უფრო ბედნიერს - ფსიქოლოგების რჩევები

10 რამ, რაც ბავშვს ხდის უფრო ბედნიერს - ფსიქოლოგების რჩევები

ადამიანის ცხოვრებაში ბავშვობა განსაკუთრებული ნაწილია. ეს არის აღმოჩენების, თამაშის, სამყაროს შეცნობის პერიოდი.

რა ხდის ბავშვს ბედნიერს? – 10 რჩევა მშობლებისთვის:

1. მიეცით ბავშვს თამაშისთვის ბევრი დრო - რა თქმა უნდა, მას აქვს გარკვეული დავალებები შესასრულებელი და თუმცა გახსოვდეთ, რომ ამ დავალებების შესრულების დროს ის ტყვეობაში გრძნობს თავს. თამაში და გართობა არის ის, რაც ბავშვს თავისუფლებას აგრძნობინებს.

10 რამ, რაც ბავშვს ხდის უფრო ბედნიერს - ფსიქოლოგების რჩევები

„ბავშვები ცხოვრებაში ყველაზე მნიშველოვან გაკვეთილებს სწავლობენ სხვა ბავშვებისგან და არა უფროსებისგან“, - ამბობს ბავშვების ფსიქოლოგი და ბოსტონის კოლეჯის პროფესორი, პიტერ გრეი.

2. ნუ იჩხუბებთ მისი თანდასწრებით - ბავშვის ტვინი ადრეული ასაკიდან ვითარდება. ბავშვის ფსიქიკა ზოანდება, როდესაც ისინი უფროსების პრობლემებს ხედავენ. ისინი თავს დაუცველად გრძნობენ. ბავშვებმა არ უნდა მოუსმინონ უფროსების „მძიმე“ საუბრებს, ჩხუბს - ბავშვობა ნამდვილად არ არის ამის დრო.

10 რამ, რაც ბავშვს ხდის უფრო ბედნიერს - ფსიქოლოგების რჩევები

3. ნუ შეადარებთ მას სხვებს - კონკურენტუნარიანობა წარმატების მისაღწევად უმნიშვნელოვანესია და ზოგიერთი მშობელი ცდილობს, რომ თავისი შვილი ნებისმიერს შეადაროს. მიუთითებენ, რომ სხვას სასურველი თვისებები აქვს მას კი - არა. მკვლევარები ამბობენ, რომ ასეთ შედარებით ტენდენციას შეიძლება უარყოფითი გავლენა ჰქონდეს მოზარდზე. ასეთი ბავშვები არ არიან თავდაჯერებულები.

10 რამ, რაც ბავშვს ხდის უფრო ბედნიერს - ფსიქოლოგების რჩევები

4. ადრეული ასაკიდანვე ასწავლეთ ემოციების მართვა - თთქმის ყველა ბავშვი სპონტანურად ბრაზდება, ეჭვიანობს, იწყენს და ა.შ. პროფესორი ჯონ გოთმანი ამბობს, რომ ზოგიერთი მშობელი ბავშვში ამ თვისებებს დასჯის მეთოდით კიდევ უდრო აღვივებს. უკეთესი გზაა, აუხსნათ, როგორ განიცდით თქვენ მის უარყოფით ქმედებებს და იპოვოთ გზები, რომ ასწავლოთ როგორ მართონ ემოციები.

10 რამ, რაც ბავშვს ხდის უფრო ბედნიერს - ფსიქოლოგების რჩევები

5. დააფასეთ მათი ძალისხმევა - ადრეული ასაკიდანვე მიაჩვიეთ შემეცნებითი ამოცანების ამოხსნას და აუცილებლად შეაქეთ ყოველ წარ,მატებულ ნაბიჯზე.

10 რამ, რაც ბავშვს ხდის უფრო ბედნიერს - ფსიქოლოგების რჩევები

6. ოჯახული ტრადიციები - ყველა ოჯახს აქვს რაიმე ტრადიცია. თუნდაც ყოველ საღამოს ერთად ვახშმობა, შაბათ-კვირას პიკნიკზე წასვლა. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი ჩართოთ ასეთ საქმეებში. ეს მის ბავშვობაზე დადებითად აისახება.

10 რამ, რაც ბავშვს ხდის უფრო ბედნიერს - ფსიქოლოგების რჩევები

ბავშვის განვითარების ინსტიტუტის პროფესორები ამბობენ, რომ ოჯახთან ერთად დროის გატარება მოზარდებს მოზარდს რამდენიმე სარგებელს აძლევს - ისინი თავს მნიშვნელოვან ადამიანებად გრძნობენ, ისმენენ პოზიტიურ შეფასებებს უფროსებისგან, იღებენ გარკვეულ ცოდნას, ბავშვი თავის აზრებს გადმოსცემს, საუბრობს უფროსებთან და მშობელსა და შვილს შორის ყალიბდება უფრო ძლიერი კავშირი.

7. მიეცით მათ შანსი - ბავშვები საჭიროებენ გარკვეულ ზედამხედველობას, თუმცა ზოგჯერ უფროსები მათ გადაჭარბებით აკონტროლებენ და უკონტროლებენ თითოეულ ნაბიჯს. ამან შეიძლება კონტრპროდუქტიული შედეგი გამოიღოს. ასეთი ბავშვები ვერ იღებენ ცხოვრებისეულ გამოცდილებას და მთლიანად დამოკიდებულები არიან მშობლებზე.

10 რამ, რაც ბავშვს ხდის უფრო ბედნიერს - ფსიქოლოგების რჩევები

8. ასწავლეთ მას, რომ იყოს პასუხისმგებლობით სავსე - თუკი ადრეული ასაკიდანვე არ ჩაუნერგავთ პასუხისმგებლობას, სკოლის ასაკში შეიძლება საშინაო დავალებების შესრულებაზეც კი უარი თქვას. დისციპლინა აუცილებელია ბავშვის განვითარებისთვის.

10 რამ, რაც ბავშვს ხდის უფრო ბედნიერს - ფსიქოლოგების რჩევები

9. ბედნიერი მოგონებები - ბავშვობის წლები ბედნიერი მოგონებებით უნდა იყოს სასვსე და როცა თქვენი შვილი გაიზრდება, ასეთი ბევრი მოგონება უნდა ჰქონდეს. შეუქმენით მას ბედნიერი დღეები.

10 რამ, რაც ბავშვს ხდის უფრო ბედნიერს - ფსიქოლოგების რჩევები

10. იყავით თავადაც ბედნიერი - ბავშვები სწავლობენ იმას, რასაც ხედავენ და ესმით. თუ მის გარშემომყოფ უფროსებს პოზიტიური ჩვევები აქვთ და ბედნიერები არიან, ბავშვიც თავს ბედნიერად გრძნობს. კალიფორნიის უნივერისტეტის ფსიქოლოგი ქეროლაინ ქოუენი ამბობს, რომ მოზარდის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანიამშობლებს ბედნიერს ხედავდეს და დაძაბულ გარემოში არ გაიზარდოს.

10 რამ, რაც ბავშვს ხდის უფრო ბედნიერს - ფსიქოლოგების რჩევები



<a href="https://www.powerofpositivity.com">https://www.powerofpositivity.com</a>