როგორია თქვენი რომანტიკული ურთიერთობა და რაზეა დამოკიდებული პარტნიორებს შორის თავსებადობა?
- 25.06.2017

სიყვარული და პარტნიორებს შორის თავსებადობა მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან.
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ თავსებადობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ პარტნიორები სასიყვარულო ისტორიას.
თუ ორივე თქვენგანი სასიყვარულო ისტორიას ერთსა და იმავე ჭრილში განიხილავთ, იზრდება შანსები თქვენი თავსებადობის.
კვლევა - სიყვარული, როგორც ამბავი
წყვილებს შორის ურთიერთობა სხვადასხვაგვარია, შესაბამისად მათი სიყვარულის ამბავიც განსხვავდება.
მკვლევართა ჯგუფმა განსაზღვრა ურთიერთობის 25 კატეგორია, განსხვავებული სიყვარულის ისტორია და ეს ისტორიები 7 კატეგორიად დაყო.
გაეცანით სქემას - როგორი შეიძლება იყოს ურთიერთობა და სიყვარულის ამბავი:
1. ურთიერთობა, სადაც ორივე პარტნიორი თანაბარი და თანასწორია:
ორი პარტნიორი თანაბარ ძალას ავლენს.
ყველაფერს აკეთებენ სიყვარულისთვის და ურთიერთობის გამყარების მიზნით.
მათთვის სიყვარული მოგზაურობაა.
თვლიან, რომ სიყვარულს სჭირდება საზრდო.
2. ურთიერთობა, რომელიც შეიცავს სტრატეგიას და გეგმას:
ისინი ცხოვრობენ წესებითა და რეცეპტებით - როგორ უნდა მოიქცნენ წარმატების მისაღწევად - როგორც ურთიერთობაში, ასევე კარიერაში.
მათთვის ურთიერთობა ბიზნეს-პარტნიორობაა.
თვლიან, რომ სიყვარულის გაგება ანალიზით შეიძლება.
სიყვარულს სპორტული თამაშის სახეობად მიიჩნევენ.
3. ურთიერთობა, რომელიც ფოკუსირებულია წარსულზე:
ასეთ ურთიერთობაში ხშირად იხსენებენ წარსულ ტრავმას.
წყვილისთვის მნიშვნელოვანია ურთიერთობის ყველა დეტალი და ისინი ყველაფერს იწერენ და ინიშნავენ.
ერთ-ერთი მათგანი დამოკიდებულია მეორეზე და სტანჯავს პარტნიორის დაკარგვის შიში.
4. ურთიერთობა,რომელიც ფოკუსირებულია პარტნიორის გაიდეალებასა და ფანტაზიაზე:
ზოგიერთი ფიქრობს, რომ პრინცს/პრინცესას შეხვდება და ამის შემდეგ ბედნიერი იქნება.
პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია ვიზუალური მხარე.
პარტნიორებისთვის სიყვარულის სახელმძღვანელორელიგიაა, ან თვლიან, რომ სიყვარულია თავად რელიგია.
5. ურთიერთობა, სადაც ერთი ადამიანი ასრულებს განსაკუთრებულ როლს მეორესთვის:
ასეთ ურთიერთობაში სიყვარული არის მხიარული და უცნაური გამოცდილება.
ამავდროულად, სიყვარული ხშირად ბინძური და დამამცირებელია.
6. ურთიერთობა, სადაც ერთი პარტნიორი მთლიანადაა კონცენტრირებული მეორეზე:
მნიშვნელოვანიაპარტნიორზე ყველაფრის ცოდნა.
ასეთ ურთიერთობაში სიყვარული ნიშნავს მისცე და შესწირო ყველაფერი სხვას, ან მან გააკეთოს იგივე შენთვის.
7. უთანასწორო ურთიერთობა:
ურთიერთობა დაფუძნებულია ტერორსა და ძალადობაზე რომელიმე პარტნიორის მხრიდან.
ერთ-ერთ პარტნიორს აქვს რწმენა, რომ მეორე ძალიან უცნაურია.
თვლიან, რომ სიყვარული საიდუმლოებით უნდა იყოს სავსე და პარტნიორებმა არ უნდა იცოდნენ ყველაფერი ერთმანეთის შესახებ.
მიიჩნევენ, რომ სიყვარული სავსე უნდაიყოს პროგნოზირებადი ქმედებებით, წინასწარ განსაზღვრული სცენებით.
სიყვარული ბრძოლების სერიაა.
ერთი პარტნიორი დომინირებს და აკონტროლებს მეორეს.
ერთი პარტნიორი თვლის, რომ მეორე უნდა შეესაბამებოდეს და კარგად უნდა ჯდებოდეს მისი ცხოვრების გეგმაში.
თემები: რჩევები ქალებს, მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="https://www.psychologytoday.com">https://www.psychologytoday.com</a>