
ჭკვიანი და ინტელეგენტი ადამიანები საზოგადოების გამორჩეული ნაწილია. ისინი, როგორც წესი, სარგებლობენ მაღალი რეპუტაციით, არიან სხვებზე უფრო მდიდრები და უფრო მეტიც, ცოცხლობენ დანარჩენებზე უფრო დიდხანს.
ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ არსებობს მეორე მხარეც - ზოგჯერ ჭკვიანი ადამიანებიც იქცევიან სულელურად, უშვებენ შეცდომებს მარტივ სიტუაციებში.
ისინი ზოგჯერ მარტივ მოვლენებზე ზედმეტად ბევრს ფიქრობენ, იყენებენ აზროვნების შესაძლებლობებს და ამიტომაც მარტივს რთულად აღიქვამენ, სწორედ ესაა შეცდომის დაშვების მიზეზი.
გაეცანით - 7 რამ, რასაც ჭკიანი ადამიანები სულელურად აკეთებენ:
1. ჭკვიანი ადამიანები არიან ზედმეტად თავდაჯერებულები - მათ სჯერათ საკუთარი თავის ზედმეტადაც კი. ხშირად დახმარებაც სჭირდებათ, თუმცა ამას არ აღიარებენ და ცდილობენ ყველა პრობლემას თავად გაუმკლავდნენ და მიჩნიათ, რომ სხვებს არ შეუძლიათ მათი დახმარება.
2. ჭკვიანი ადამიანების უმეტესობას არ შეუძლია გაიგოს, როგორი რთულია სხვებისთვის ცხოვრება - უმეტესი მათგანისთვის ცხოვრებაში ყველაფერი მარტივია, ამიტომ მათ არ შეუძლიათ გაიგონ რა სირთულეებთანაა დაკავშირებული დანარჩენებისთვის ცხოვრება, სამსახურის დაწყება. ჭკვიანი ადამიანების უმეტესობა სხვებს წარმატების მიღწევაში არ ეხმარება.

3. მათ სურთ, რომ ყველაფერში მათი აზრი იყოს სწორი და ჭეშმარიტი - რთულია ადამიანებისთვის გულწრფელად მიიღონ მათი აზრი და დაეთანხმონ, როცა იციან, რომ ცდებიან. ჭკვიანი ადამიანისთვის უკიდურესად რთულია იმის მოსმენა, რომ რაღაცაში შეცდა. უთხრა ჭკვიან ადამიანს, რომ ცდება, შეიძლება მისთვის თავდასხმის ტოლფასი იყოს.
4. ემოციური ინტელექტის ნაკლებობა - ადამიანის ინტელექტი და ემოციური ინტელექტი ვერ ეთავსება ერთმანეთს. მაღალი IQ-ს მქონე ადამიანებს აქვთ ემოციური ინტელექტის ნაკლებობა. მათთვის დასახული მიზნის მიღწევა ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომ არ ადარდებთ არც ადამიანები და არც ემოციების მართვა.
5. ისინი თავს ანებებენ, როდესაც მარცხდებიან - როცა ძალას არ იშურებენ, თუმცა რაღაც მიზეზები გამო მაინც მარცხდებიან, ჭკვიანი ადამიანები ნებდნებიან და აღარ აგრძელებენ ბრძოლას. ბეზრდებათ.

6. მათ ერთდროულად ბევრი ამოცანა აქვთ დასახული - ჭკვიანი ადამიანები ფიქრობენ ძალიან სწრაფად და ეს მათ მოუთმენლებს ხდით. მათ რამდენიმე რამის გაკეთება და მიღება სურთ ერთდროულად. ფიქრობენ სწრაფად, ფიქრობენ, რომ თუ სწრაფად იმუშავებენ, უფრო მეტს გააკეთებენ. სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ რეალურად ეს ასე არ ხდება. რეალურად მსგავსად ფიქრი და მუშაობა ადამიანს ნაკლებად პროდუქტიულს ხდის. წარმატებას უფრო ხშირად ისინი აღწევენ ვისაც მხოლოდ ერთიამოცანა აქვს დასახული.
7. მათ არ აქვთ კავშირები - ჭკვიანი ადამიანები, როგორც წესი, სხვების მოსაზრებებს უგულებელყოფენ. მათ სჯერათ, რომ სხვებთან კავშირი არ იქნება მათთვის სასარგებლო. ეს არ არის კარგი. ადამიანს ყოველთვის სჭირდება კავშირები.
თემები: ურთიერთობა, პრობლემები, წარმატება, რჩევები
<a href="https://www.entrepreneur.com/">https://www.entrepreneur.com/</a>