LIFE

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ გატყუებენ? – 7 გზა, რომლითაც ადამიანს ტყუილში „გამოიჭერთ“

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ გატყუებენ? – 7 გზა, რომლითაც ადამიანს ტყუილში „გამოიჭერთ“

მკვლევარი იუდიჯიტ ბადაჩაიჯი წერს, რომ ადამიანების უმეტესობა გაწაფულია ტყუილში და ბევრ ჩვენგანს წარმატებით შეუძლია მცირე და დიდი ტყუილი თქვას.

ტყუილში ადამიანი შეიძლება ისე გაიწაფოს, როგორც ნებისმიერ სხვა რამეში.

ბავშვი რაც უფრო იზრდება, მით უფრო კარგად შეუძლია მოტყუება.

ის, თუ რამდენად ხშირად იტყუება ადამიანი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის საზოგადოების აზრი. ერთ-ერთი კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანები მით უფრო ნაკლებად იტყუებიან, რაც უფრო ნაკლებად ადარდებთ სხვების აზრი.

ძალიან ბევრი მიზეზია, რის გამოც ადამიანები ცრუობენ - ცდილობენ დანაშაული დამალონ, მწარე სიმართლე დაუმალონ სხვებს და ტყუილით ერთგვარად იზრუნონ ერთმანეთზე, ან უბრალოდ, არ შეუძლიათ საუბარი ტყუილების გარეშე.

მკვლევარი ბელა დი პაულო ასხვავებს ორი სახის ტყუილს - ტყუილი, რომელსაც ადამიანი თავდასაცავად ამბობს და ტყუილი, რომელსაც ადამიანი სხვის გადასარჩენად ამბობს.

ეჭვს გარეშეა, რომ ზოგიერთ ადამიანს სხვებზე უკეთ შეუძლია ტყუილის თქმა და ყველა ჩვენგანმა ვიცით ჩვენი შესაძლებლობები - ვიცით რამდენად „კარგი“ მატყუარები ვართ.

ჩვეულებრივ ცხოვრებაში ჩვენ ვერ გამოვიყენებთ სიცრუის დეტექტორს, ვერანაირ ტესტს იმის გასაგებად გვატყუებენ თუ - არა, მაგრამ შეგვიძლია გარკვეული ქცევებითა და მახასიათებლებით გამოვიცნოთ ეს.

როცა ტყუილს გვეუბნებიან:

1. იცვლება მოსაუბრის ხმის ტემბრი;

2. ის უჩვეულოდ წრიალებს;

3. იშვიათად იყენებს პირველი პირის ნაცვალსახელს „მე“;

4. ერიდება ემოციური სიტყვების გამოყენებას და ემოციურ საუბარს;

5. ერიდება საუბრის დროს თვალებით კონტაქტს, გარიდებთ თვალებს;

6. საუბრის დროს ეხება საკუთარ სხეულს, ყურს, კისერს;

7. იყენებს არათანმიმდევრულ ჟესტებს და აქვს ისეთი სახის გამომეტყველება, რომელიც არაფერ კავშირშია მისი მონათხრობის შინაარსთან.



<a href="https://www.psychologytoday.com">https://www.psychologytoday.com</a>