სილამაზე

რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ასაკის მატება არ დაგეტყოთ და რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოთ ახალგაზრდული იერი

რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ასაკის მატება არ დაგეტყოთ და რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოთ ახალგაზრდული იერი

ასაკის მატება - ეს არის ის, რაც გარდაუვალია და რასაც ადამიანების ნაწილი მტკივნეულად იღებს.

თუმცა გვხვდებიან ისეთებიც, რომლებსაც შეუძლიათ პოზიტიურად დაბერების პროცესს.

კვლევები გვიჩვენებს, რომ არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომელთა საშუალებითაც ნებისმიერ ასაკში თავს ახალგაზრდულად იგრძნობთ.

1. დიეტა - იმისთვის, რომ ახალგაზრდული იერი დიდხანს შეინარჩუნოთ არსებობს განსაკუთრებული დიეტა - მიირთვით რაც შეიძლება მეტი ხილი, ბოსტნეული, ზეითუნის ზეთით მდიდარი საკვები, მარცვლელული და ბევრი ზღვის პროდუქტი.

რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ასაკის მატება არ დაგეტყოთ და რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოთ ახალგაზრდული იერი

ყველა ეს საკვები აუმჯობესებს გულსისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას, ასევე ამაგრებს ძვლებს, ახანგრძლივებს სიცოცხლეს, აუმჯობესებს მეხსიერებას, გაძლევთ უნარს, რომ უფრო ეფექტურად იაზროვნოთ და გქონდეთ ნათელი, საღი გონება.

2. ვარჯიში - მნიშვნელოვანი ის კი არაა რამდენად რეგულარულად ვარჯიშობთ, არამედ ის, თუ როგორ ვარჯიშობთ და კონკრეტულად რა ვარჯიშებს აკეთებთ. სწორად ვარჯიში აუმჯობესებს ორგანიზმის უნარს მუდმივად გამოიმუშაოს და წარმოქმნას ახალი უჯრედები, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდობის გახანგრძლივებას. ვარჯიშის დაწყება არასოდეს არის გვიან.

რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ასაკის მატება არ დაგეტყოთ და რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოთ ახალგაზრდული იერი

3. ურთიერთობები - ურთიერთობებს ძალიან დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებსაც აქვთ მყარი და ჯანსაღი პირადი ურთიერთობები, ცოცხლობენ უფრო დიდხანს. მათ, ვისაც ურთიერთობაში პრობლემები აქვთ, გამუდმებით სხვადასხვა დაავადებები სტანჯავთ. მათ შორის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, იმუნური სისტემის შესუსტება, დეპრესია, ძილის პრობლემები.

რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ასაკის მატება არ დაგეტყოთ და რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოთ ახალგაზრდული იერი

4. მედიტაცია - უამრავი კვლევაა იმის შესახებ, თუ როგორ აუმჯობესებს ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას მედიტაცია, მაგრამ ასევე არსებობს ბევრი ავტორიტეტული კვლევა იმის შესახებაც, რომ ის ახალგაზრდობის შენარჩუნებაში გვეხმარება.

რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ასაკის მატება არ დაგეტყოთ და რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოთ ახალგაზრდული იერი

კვლევამ აჩვენა, რომ მედიტაცია დადებით გავლენას ახდენს ტელომერებზე (ტელომერი ადამიანის გენეტიკურ მასალაში არსებული მცირე ფრაგმენტია, რომელიც დაბერების პროცესზე ახდენს გავლენას) და შესაბამისად, ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა დაბერების საწინააღმდეგოდ.

მედიტაცია ასევე აფერხებს ტვინის დაბერების პროცესს.

5. ოპტიმიზმი - რა რთული პერიოდიც უნდა გქონდეთ ცხოვრებაში, თუ გაქვთ უნარი მოვლენებს პოზიტიურად შეხედოთ, გილოცავთ! ვინაიდან ეს ძალიან სასარგებლოა ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად.

რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ასაკის მატება არ დაგეტყოთ და რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოთ ახალგაზრდული იერი

პოზიტიურ ადამიანებს ნაკლებად აწუხებთ სხვადასხვა დაავადებები, მათ აქვთ უნარი დატკბნენ ცხოვრებით და გაიღიმონ ყველა სიტუაციაში. ასაკის მატებასაც პოზიტიურად უყურებენ, შედეგად კი, ახალგაზრდულ იერს ინარჩუნებენ. ასე რომ, უნდა ისწავლოთ ყველანაირი ნეგატივის უგულებელყოფა. ეს შესაძლებლობაა ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად.



<a href="https://www.inc.com">https://www.inc.com</a>